ფრთხილად, ქსელში ტროლია!

1-Internet-Troll

ლანძღვა-გინება ინტერნეტში, ფსიქოლოგიური ზეწოლა და პროვოკაციული შეტყობინებები ფორუმზე თუ სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ პრობლემის განხილვის დროს ერთადერთ მიზანს ისახავს – კონფლიქტის გაღვივებასა და ურთიერთობებში დესტრუქციის შეტანას.

30-Internet-Troll

ტროლები, როგორც უზრდელ და უხეშ ხალხს უწოდებენ ქსელში, ნამდვილი ენერგეტიკული ვამპირები არიან. მათთვის ამა თუ იმ დისკუსიის მონაწილეების ენერგია  სისხლივითაა.

27-Internet-Troll

როგორ დავიცვათ ნერვები ვირტუალური პროვოკატორებისგან?

ტროლების დაბადება

26-Internet-Troll

სიტყვა ტროლინგი (ინგლისურად trolling – ერთ-ერთი მნიშვნელობა: სატყუარათი თევზის ჭერა) ვირტუალურ სივრცეში პირის ან ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნურ ქმედებებს აღნიშნავს. ანუ ესაა ჩათებში, სოციალურ ქსელებში, ფორუმებსა და სხვა საჯარო სივრცეში საპასუხო აგრესიისა და კონფლიქტის გამოწვევის მიზნით უხეში პროვოკაციული განცხადებების განთავსება, რომლებიც საუბრის სხვა მონაწილეების დამცირებას ემსახურება.

ინტერნეტის მომხმარებლებს, რომლებიც ასეთ საქმიანობას მისდევენ, სკანდინავიური მითოლოგიური ქმნილებების, მთის სულების (ადამიანების მიმართ მტრულად განწყობილი არსებების) სახელს – ტროლებს უწოდებენ.

ტროლინგი, როგორც სოციალური ფენომენი 1990 წელს გაჩნდა ქსელებში Usenet და FidoNet. ტროლები აგდებენ სატყუარას – პოსტავენ განხილვის საკითხთან ნაკლებად დაკავშირებულ საკითხს ან დამამცირებელ კომენტარს და ელიან რეაქციას, რომელსაც, როგორც წესი, რომელიმე მომხმარებლისგან აუცილებლად იღებენ 🙂

შემდეგ ტროლი „ანკესს ნელ-ნელა ამოწევს“ – იწყებს პროვოკაციული კითხვების დასმას, დამკვირვებელთა ინტერესის გაღვიძებას და თვალყურს ადევნებს, მსხვერპლი არსად გაიქცეს.

1-troll-is-fishing

ტროლების მოტივაცია

კითხვაზე – რატომ აკეთებენ ისინი ამას? – რამდენიმე პასუხი არსებობს. ფულისთვის, კონკურენტის დაკვეთით, გასართობად და დროის გასაყვანად, საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, გარშემომყოფებისთვის თავისი განსაკუთრებულობის დასამტკიცებლად, ვიღაცაზე შურის საძიებლად, თვითდამკვიდრებისთვის, ვინმეს ან რაიმე იდეის აშკარა დევნისთვის, შეფარული სადიზმის ან მთელი რიგი სხვა ფსიქოლოგიური მოტივების გამო.

7-Internet-Troll

ძალიან ხშირად ტროლები საკუთარ თავს გამორჩეულ, ამბიციურ სახელებს არქმევენ, ვთქვათ, ეშმაკის ადვოკატი, ფორუმვორიორი და სხვ.  მათი მიზანია, დაანგრიონ ჯგუფური სტატუს ქვო.

ზოგჯერ ტროლები „კამუფლაჟს იცვამენ“ და ქსელურ ეტიკეტსა და ზრდილობის ნორმებს ზედმიწევნით იცავენ. ხშირად ტროლინგს ექსპერიმენტის სახით იწყებენ, რათა ფსევდონიმის უკან დამალულებმა დაადგინონ, სად გადის ადამიანების მოთმინების ზღვარი  და ეგზალტირებული გამოხტომებით საკუთარი პერსონისადმი ყურადღებაც მიიქციონ.

ტროლებს სოციალურ ქსელებში ბევრი „ახლო ნათესავი“ ყავთ, რომლებიც ერთმანეთისგან მცირედ თუ განსხვავდებიან.

24-Internet-Troll

პირველ რიგში, ესენი არიან ფლუდერები – ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ხულიგნობენ, მრავალჯერადად პოსტავენ ერთსა და იმავე შეტყობინებას და ჩატებს უაზრობებით ტენიან.

მესამე მიმართულების წარმომადგებლები არიან ოფტოპერები. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც რაღაც თემატურ განხილვაში სულ სხვა თემებზე პოსტავენ და მთავარი საკითხიდან გადახვევას აიძულებენ.

ფლეიმერები კი არიან ადამიანები, რომელბიც განხილვაში ჩაეჭრებიან ხოლმე, დისკუსიას  დამამცირებელი ფრაზებით ავსებენ და კამათის პროვოცირებას ახდენენ.

როგორ დავიცვათ თავი ტროლებისგან?

ზოგიერთი მომხმარებელი თავად კვებავს ქსელის ტროლებს, როცა მათთან ურთიერთობას განაგრძობს და პროვოკატორს აშკარა ფაქტებს უმტკიცებს.

თუ წარმოვიდგენთ, რომ ტროლები – საუკეთესო მასწავლებლებლები არიან, რომლებიც გასწავლიან, თუ როგორ გაუძლო მათთვის პასუხის გაცემის ცდუნებას, მათ წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით იოლი გახდება.

ყველაზე ბრძნული ნაბიჯი იქნება, ტროლის იდენტიფიცირებისთანავე უბრალოდ შეწყვიტოთ მასთან ურთიერთობა და  თქვენი ენერგიით კვების საშუალება არ მისცეთ.

შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტროლის გამოჩენის შესახებ მოდერატორისთვის შეტყობინება თუ საქმე ვთქვათ ფეისბუქის ჯგუფს ან ფორუმს ეხება. ჩვეულებრივ ასეთ პარაზიტებს მაშინვე ბანს ადებენ და ამგვარად, განხილვებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ.

თუმცა ტროლებსაც აქვთ ბრძოლის თავიანთი მეთოდები. ხშირად ისინი ადმინისტრატორებისა და მოდერატორების მხარდაჭერის მოპოვებას მათ მიმართ მხარდაჭერისა და თანაგრძნობის გამოვლენით ცდილობენ. ასეთი მგლის ტყავში გახვეული ცხვრების ცნობა ხშირად მხოლოდ ფსიქოლოგებს შეუძლიათ.

ტროლის უმაღლესი მიზანი ხშირად მის მიერ დასატერორებელი ფორუმის რედაქტირებისა და ამგვარად „გამნაწყენებლებზე“ შურისძიების საშუალების მიღებაა. ამ შემთხვევაში თავდაცვა მხოლოდ ერთი საშუალებით  – ჩათის დაუყოვნებლივ დატოვებით შეიძლება.

თუ რომელიმე ჯგუფში ტროლია გამოვლენილი, რომლის შეტყობინებაც უპასუხოდ დარჩა, ყველაზე ბრძნული რჩევაა, ნუ გამოკვებავთ მას!

დასავლეთში ასეთი გამოთქმაც კი არსებობს: Don’t feed forum trolls, რაც ნიშნავს, ნუ კვებავთ ფორუმის ტროლებს – ტროლების საკვები გაღიზიანებული მომხმარებლის კომენტარებია და რაც უფრო ფართოდ ვრცელდება ცეცხლი, მით უფრო გამაძღარია ტროლი.

1-do-not-feed-trolls

ტროლების რეალური მსხვერპლები

ვირტუალური ცხოვრება მარტივად შეიძლება რეალობაშიც გადავიდეს, ტროლებს კი საკმაოდ ტრაგიკული შედეგებიც მოუტანიათ.

6-Internet-Troll

აშშ-ში 2009 წელს გრანდიოზული სკანდალი აგორდა, როცა 50 წლის  ლორი დრიუ, რომელიც სოციალურ ქსელში MySpace ახალგაზრდა ბიჭად ასაღებდა თავს, მეგან მეიერს დაუმეგობრდა. გოგონამ თავი მას შემდეგ ჩამოიხრჩო, რაც „თანატოლთან“ ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა.

მეგანის გახმაურებული თვითმკვლელობის შემდეგ ამერიკის რამდენიმე შტატში მიიღეს კანონი, რომელიც ქსელებში დაცინვასა და დამცირებას კრძალავს.

აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად აღმოჩნდა, რომ თინეიჯერების ნახევარზე მეტი ზეწოლისა და დამცირების ობიექტი ხდება. თუმცა ამის შესახებ მშობლებს მათგან მხოლოდ ყოველი მეათე თუ უყვება.

როგორც კი ტროლის მორიგ პროვოკაციაზე პასუხის გაცემის სურვილი გაგიჩნდებათ, გაიხსენეთ ერთი გამონათქვამი: თუ ეკამათებით იდიოტს, დაფიქრდით, იქნებ ისიც იმავეს აკეთებს!

13-Internet-Troll

Advertisements
Comments
One Response to “ფრთხილად, ქსელში ტროლია!”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] წელს ქსელს შეუერთდნენ ლონდონის უნივერსიტეტის […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე