ოთხი რჩევა მისტერ სტრატეგიისგან

kenichiohmaestrategyfriday

კენიჩი ომაე: ბიზნესში მოქმედებისა  და შედეგის მიღწევის სურვილი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი პასუხის ცოდნა.

3kenichiohmaestrategyfridayვინ არის კენიჩი ომაე

კენიჩი ომაე – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსულტანტია ბიზნესის საკითხებში, ხშირად მას მისტერ სტრატეგიადაც მოიხსენიებენ.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კენიჩი ომაე სათავეში ედგა საერთაშორისო კონსალტინგ კომპანია McKinsey&Company-ს აზიის განშტოებას. მსოფლიოს ხუთი უდიდესი  კომპანიიდან სამი სწორედ McKinsey-ს კლიენტია. გარდა ამისა, იგი წლების განმავლობაში იაპონიის პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის პროვინცია ლიაონინის მთავრობის კონსულტანტი იყო ეკონომიკურ საკითხებში.

ომაემ ბიზნესის გლობალიზაციის შესახებ რამდენიმე წიგნი დაწერა, რომელთაგან სამი „ხელისუფლების ტრიადა“, „მსოფლიო საზღვრებს გარეშე“ და „ნაციონალური სახელმწიფოს დასასრული“ – ბესთსელერები გახდა. კენიჩის ყველაზე ცნობილი წიგნი „სტრატეგის ფიქრები“ კი სტრატეგიულ მენეჯმენტში ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად არის აღიარებული.

1kenichiohmaestrategyfridayამჟამად კენიჩი ომაე მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად ტოკიოში  ცხოვრობს. 70 წლის ასაკში სათხილამურო სპორტით, კლარნეტზე დაკვრით, საბრძოლო ხელოვნებით, მოტოსპორტითა და დაივინგით არის გატაცებული.

ერთ-ერთ თავის გამოსვლაში კენიჩი ომაემ თანამედროვე ბიზნესგარემოსა და მასში ადაპტირების მთავარ პრინციპებზე ისაუბრა.

გლობალური ცვლილებების ეპოქა5kenichiohmaestrategyfriday

„ჩვენ გაგვიმართლა და ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა მომავალზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია. იცვლება ტექნოლოგიები, იცვლება საზოგადოება, თავად მსოფლიოც იცვლება. ახლა ჩვენი სურვილის მიხედვით  მომავლის ფორმირება ისე ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს.

სწორი პასუხები არ არსებობს

დღევანდელი სამყაროს განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ სწორი პასუხები არ არსებობს.  არავინ იცის სწორი პასუხი, არავინ იცის, როგორ მოახდინოს საკუთარი ბიზნესის სწორად ორგანიზება – არსებობს მხოლოდ იღბლიანი მცდელობები. ამიტომ ახალი, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ორიგინალური პასუხების მოფიქრებაა – ისეთი პასუხების, რომელთაც სხვა ვერავინ მოიფიქრებდა.

6kenichiohmaestrategyfriday

საქმე ისაა, რომ თითოეული ადამიანის აზროვნების უნარი უნიკალურია. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ გამბედაობა და მოქმედების სურვილი – აი, რა ფასობს. ფასობს ფიქრის, ანალიზისა და დასკვნების გამოტანის უნარი. რეალურ ცხოვრებაში პასუხების ცოდნა უსარგებლოა, თქვენ მოგიწევთ ააწყოთ ჰიპოთეზები, დაადასტუროთ მათი არსებობის უფლება რეალობაში, იმოქმედოთ თქვენ მიერ შემუშავებული მოდელით და დანერგოთ ის ცხოვრებაში.

მთავარია – ადამიანი

ყველა რესურსს შორის უმთავრესი ადამიანური რესურსია. მაგალითად, ავიღოთ იაპონია. იაპონია კუნძული-ქვეყანაა, რომელსაც ბუნებრივი რესურსების  – ქვანახშირის, ნავთობის მარაგი არ გააჩნია. იკითხეთ, რაც გინდათ – იაპონიას ის არ აქვს.

7kenichiohmaestrategyfriday

სამაგიეროდ, იაპონიას ყავს ძალიან ყოჩაღი ხალხი. 120 მილიონი კარგი ადამიანი, რომლებმაც მსოფლიოში სიძლიერით მეორე ეკონომიკის შექმნით საოცრება მოახდინეს. იმავეს გაკეთება  თქვენს კომპანიაშიც არის შესაძლებელი. შეიძლება კომპანიას არასაკმარისი ფინანსური რესურსი და გასაღების ბაზარი ჰქონდეს, მაგრამ თუ ჰყავს ხარისხიანი ადამიანური რესურსი, ყველა ბარიერს გადალახავს.

იფიქრეთ, როგორც ბოსმა

ყოველთვის ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ხელმძღვანელის მოქმედებების პირდაპირ გაკრიტიკების ნაცვლად თავი მის ადგილას დააყენოთ. ამან შეიძლება მოულოდნელ შედეგებამდე მიგიყვანოთ.

დაფიქრდით, რას გააკეთებდით, Yahoo-ს გენერალური დირექტორი რომ ყოფილიყავით. უმეტესობა უპასუხებს – ეს ჩემი საქმე არაა, მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. არა. დაფიქრდით. თქვენ როგორ მოიქცეოდით? ან რას გააკეთებდით General Motors-ის დირექტორი რომ ყოფილიყავით?

8kenichiohmaestrategyfriday

ეს მეთოდი კარგია სხვისი პრობლემების გადასაჭრელად. გაცილებით იოლია სხვას მისცეთ რჩევები, ვიდრე დამოუკიდებლად მართოთ კომპანია. იმ შემთხვევაში, თუ საქმე თქვენ ან თქვენს კომპანიას ეხება, სწორი გზით სვლა გაცილებით ძნელი იქნება. მაგრამ როდესაც თქვენ მეტს ფიქრობთ სხვის ბიზნესზე, წარმატების შანსები იზრდება. თუ ამ ოპერაციას 20-ჯერ შეასრულებთ, მაშინ როცა საქმე თქვენს საკუთარ კომპანიას შეეხება, ამოცანას ბევრად იოლად გაუმკლავდებით.

შეეცადეთ გააკეთოთ მსგავსი ვარჯიშები, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ.

მოგება კრეატიულობას მოაქვს

შემოქმედებით მუშაობას დღეს ნორმალური შემოსავალი მოაქვს. მაგალითად, პოკემონს ფანტასტიკური მოგება მოაქვს Nintendo-სთვის, მაშინ როცა ის მხოლოდ ერთი ადამიანის ფანტაზიის შედეგია. ან იაპონური მანქანების დიზაინი, რის გამოც მათ წარმატებით ყიდიან ჩინეთში. ყველაფერი ეს კრეატიული აზროვნების შედეგია. კრეატიული იდეები დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს.

9kenichiohmaestrategyfriday

გსმენიათ თუ არა მხატვარ კაცუსიკა ხოკუსაის შესახებ?  მან გამომსახველობით ხელოვნებაში ახალი ჟანრი – სურიმონო შექმნა. მისი ნახატების სიუჟეტები არარეალურია და მის მიერ მსოფლიოს ხედვა ძირეულად განსხვავდება ჩემისგან, მაგრამ ეს ახალი იდეების დაბადების სტიმულირებას ახდენს.

კაცუსიკა ხოკუსაის მსგავსი ადამიანი ბევრია – ფილ ნაითი, კომპანია Nike-ს დამფუძნებელი, კინორეჟისორი აკურა კუროსავა. ასეთი იყო სტივ ჯობსი,  Apple-ს დამფუძნებელი, მაგრამ კრეატიული იდეების თვალსაზრისით უდიდეს ადამიანად მაინც უოლტ დისნეის მივიჩნევ.

10kenichiohmaestrategyfriday

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე