როგორ დღესასწაულობენ აღდგომას მსოფლიოს ქვეყნებში. ნაწილი II

გერმანია

ქრისტეს აღდგომას გერმანელები, როგორც სხვა ქრისტიანები, გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის მომდევნო კვირას ზეიმობენ – არა უადრეს 22 მარტისა და არა უგვიანეს 25 აპრილისა.

თანამედროვე დროში გერმანელები აღდგომას (Ostern) ორი დღის განმავლობაში აღნიშნავენ: აღდგომის კვირას და მომდევნო დღეს – აღდგომის ორშაბათს. ორივე დღე საყოველთაო დასვენების დღეა.

თავდაპირველად ძველი გერმანელები ამ დღეს გაზაფხულის ბუნიობას აღნიშნავდნენ და გაზაფხულისა და ნაყოფიერების ქალღმერთს ოსტარს ადიდებდნენ, ვისი სახელიც დღესასწაულს ერქვა. ქრისტიანული ეკლესია გაგებით მოეკიდა ამ წარმართულ ტრადიციას და შედეგად გაზაფხულის ბუნიობის აღნიშვნა ქრისტეს აღდგომასთან გაერთიანდა.

კვერცხი (Osterneier), რომელსაც ადრე სიცოცხლისა და ნაყოფიერების მნიშვნელობა ქონდა, ქრისტიანობაში ახალი სიცოცხლისა და ახალი აღთქმის სიმბოლოდ იქცა. გერმანიაში კვერცხების კურთხევა დაახლოებით IV საუკუნეში დაიწყეს და ამ დროიდანვე კვერცხებს სხვადასხვაფრად, ძირითადად მაინც წითლად ღებავენ.

გერმანული აღდგომის კიდევ ერთი სიმბოლო აღდგომის კურდღელია (Osterhase). ისიც ძველგერმანული კულტიდანაა ნასესხები და ხალხური თქმულების მიხედვით, სააღდგომო კვერცხები მოაქვს (მიიჩნევა, რომ ამ კვერცხების მოტანა ჩვეულებრივ ქათმებს არ შეუძლიათ).

easter bunny 1აღდგომის კვირის წინა დღეს სააღდგომო კურდღელი კვერცხებს ბალახში, ბაღში, ტყეში უმალავს ბავშვებს. პატარებიც და მისი მშობლებიც სიამოვნებით ეძებენ კვერცხებს. ეს ძალიან სახალისო და საინტერესო სააღდგომო ტრადიციაა.

თუმცა ამ მნიშვნელოვან საქმეს (კვერცხების ღებვას და დამალვას) ყოველთვის მხოლოდ კურდღელი არ აკეთებდა 😉

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გერმანიის ზოგიერთ ნაწილში კურდღლის ამ „თვისებებს“ არავინ იცნობდა. XVI ასწლეულამდე სააღდგომო კვერცხებზე სხვადასხვა ცხოველები „ზრუნავდნენ“. ზოგიერთ რეგიონში მათ მელები და მამლები მალავდნენ, ზოგან ყარყატები, გუგულები და წეროები.

შუასაუკუნეებში სააღდგომო კურდღლის დევნა დაიწყეს, რადგან  ის ავხორცობის (კურდღლებს გაზაფხულობით დიდი ნამატი აქვთ) სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მას მხოლოდ პროტესტანტული ეკლესია აღიარებდა.

ახლა სააღდგომო კურდღელი ყველა ბავშვის საყვარელი გასართობია. გერმანიაში და ზოგიერთ გერმანულენოვან ქვეყანაში ის ძალიან პოპულარულია. აღდგომის წინა დღეებში კურდღლებს ყველგან შეხვდებით: ფარდებზე და პირსახოცებზე, კარებზე და ფანჯრებზე, შოკოლადისა და რბილი მასალისა და ხის, თიხის და ცვილის კურდღლებსაც კი. ფანტაზიას კურდღლების თემაზე საზღვარი არ აქვს.

აღდგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გვირგვინია, რომელიც ბუნების გამოღვიძებასთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან სიმბოლიზდება. სააღდგომო გვირგვინს გერმანიაში შესასვლელ კარზე ან ფანჯარაზე კიდებენ, შესაძლებელია ორივე ადგილასაც. გვირგვინები ყვავილებითა და დაშვებული რტოებით ირთვება.

Easter egg wreath

შვედეთი

აღდგომა აღინიშნება სააღდგომო კვერცხების ტრადიციული შეღებვითა და მრავალრიცხოვანი საეკლესიო მსახურებებით მთელი ქვეყანის მასშტაბით. დიდ ხუთშაბათს „აღდგომის ჯადოქრები“ მთაზე „Blakulla“ ეშმაკთან შაბაშზე მიდიან.

დღეს ჰაერში სროლითა და ცეცხლის ანთებით მათგან თავს უკვე აღარავინ იცავს, მაგრამ ხალხში ბავშვების ჯადოქრებად გამოწყობის ტრადიცია მაინც შემორჩა. პატარები არიგებენ ნახატებს წარწერით „Glad Pask“ (აღდგომას გილოცავთ) და სამაგიეროდ ტკბილეულს ან ხურდა ფულს იღებენ.

აღდგომაზე შვედები კვერცხებს ხარშავენ და ღებავენ. ჭრიან არყის ხის ან ტირიფის ტოტებს, ალაგებენ ლარნაკებში და ფერადი ბუმბულებით და პატარა ხის კვერცხებით რთავენ.

easter-eggs_sw

ფინეთი

ფინელების და სხვათა შორის, მათი სკანდინავიელი მეზობლების უმრავლესობის აზრით, აღდგომის დღესასწაულის გატარება ღია ცის ქვეშ, ოჯახურ წრეში ჯობს. ხანგრძლივი, ცივი ზამთრის შემდეგ გაზაფხულის პირველი თბილი დღეები დგება და გარდა ამისა, ფინეთში სააღდგომო დღესასწაულები მთელი 4 დღე გრძელდება – პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით, რაც ქალაქური აურზაურისგან დასვენების საშუალებას იძლევა.

ფინეთში აღდგომის დღესასწაულისთვის მზადება ტრადიციულად დიდი ხუთშაბათის საღამოს იწყება. გზებზე ინტენსიური სამანქანო მოძრაობაა: ფინელების უმრავლესობა აღდგომას აგარაკზე ხვდება. დიდ ხუთშაბათს სამუშაო დღე ადრე მთავრდება, ხალხი მაღაზიებში საყიდლებზე დადის, პასკებს აცხობს და კვერცხებს ღებავს.

აღდგომის დღესასწაულების პირველ დღეს – ვნების პარასკევს ფინეთის დედაქალაქში სიმშვიდეა – მაღაზიები, ბანკები, ფოსტა არ მუშაობს, ქალაქელების უმრავლესობა წასულ-წამოსულია.

82039832.jpgვინც აღდგომას აგარაკზე არ ხვდება, მათ ქალაქის ბევრი რესტორანი სპეციალურ სააღდგომო მენიუს სთავაზობს, ასევე მუშაობს კინოთეატრები, სადაც ოჯახური ფილმები გადის და ძალიან პოპულარულიცაა.

პარასკევს და შაბათს ფინეთში ტრადიციულ კოცონებს ანთებენ. გადმოცემის თანახმად, კოცონის ცეცხლი და კვამლი უწმინდურ ძალებს განდევნის.

easter_bonfire_finlandაღდგომის აღნიშვნის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა უფლის წამების გამოსახულებებით გამართული ჯვაროსნული მსვლელობაა. ის შაბათს, ჰელსინკის ცენტრში იმართება. ყოველწლიურად ამ თეატრალური წარმოდგენის სანახავად ათობით ათასი ადამიანი იკრიბება.

easter-traditions-22აღდგომის დადგომასთან ერთად მიიჩნევა, რომ ბოროტება დამარცხებული და გაძევებულია და ამბობენ, რომ სიხარულისგან მზეც ცეკვავს, ამიტომ აღდგომა მზის ამოსვლის შეგებების ტრადიციასთან არის დაკავშირებული.

ტრადიციული სააღდგომო ფინური კერძებია: პასკა, კულიჩი და ჭვავის პუდინგი. ბავშვებს განსაკუთრებულად შოკოლადის კვერცხები და სააღდგომო კურდღლები უყვართ.

ლეგენდის თანახმად, ერთხელ დღესასწაულისთვის ცხვრის ფიგურებს აცხობდნენ, ერთ-ერთი ცხვარი ძალიან დიდყურა გამოვიდა და აღდგომის კურდღელიც აქედან იღებს სათავეს.

EasterDinner_finland

პოლონეთი

ჩვეულებრივ პოლონეთში აღდგომას ორი დღე – კვირას და ორშაბათს ზეიმობენ.

სააღდგომო კვირის დილა საზეიმო მესით იწყება, რის შემდეგაც პოლონელები სადღესასწაულო მაგიდასთან სხდებიან – ტრადიციულად ოჯახის ყველა თაობის წარმომადგენლები. საზეიმო ტრაპეზი ლოცვით იწყება. საუზმეზე ნაკურთხ პასკას, კვერცხებს, მდოგვს, ხორცსა და ძეხვს მიირთმევენ.

easter-polandაღდგომის კვირის მომდევნო დღე „სველი ორშაბათია“. პოლონელები ერთმანეთს უხვად წუწავენ წყლით.

წყლის „ყუმბარები“, წყლიანი პაკეტები ფანჯრებიდან ცვივა, მეტროს ვაგონებში „ფეთქდება“ და ხალხს წუწავს, მაგრამ არავინ ჩივის, პირიქით, ყველა კმაყოფილია.

პოლონელებს სჯერათ, რომ წყალს ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს. „სველ“ დღეს მშრალად გადარჩენა ცუდ ნიშნად მიიჩნევა.

easter-pol

ბულგარეთი

მართლმადიდებლური აღდგომა, ანუ როგორც მას ბულგარეთში უწოდებენ „ველიქდენი“ – ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური დღესასწაულია.

დღესასწაული გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველ სავსემთვარეობასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც აღდგომა ყოველ წელს სხვადასხვა თარიღში აღინიშნება.

ზეიმისთვის მთელი წინა კვირა ემზადებიან. ჩვეულებრივ დიდი ხუთშაბათის დილას ყველა სახლში კვერცხებს ღებავენ (თუ კვერცხები ამ დღეს არ შეიღება, ეს მხოლოდ შაბათს,  დილით ადრე შეიძლება გაკეთდეს).

easter-eggs-33პირველი შეღებილი კვერცხით ოჯახში ყველაზე უფროსი ქალბატონი სახლში ყველა ბავშვის შუბლზე ჯვარს გამოსახავს, შემდეგ კი ეს კვერცხი ოჯახის ხატთან იდება. ჩვეულებრივ, ამ დროსვე აცხობენ სააღდგომო პურს (კალაჩებს).

easter in bulgaria-1ველიქდენის აღნიშვნა კვირის შუაღამისას იწყება. ტაძრებში ხალხი საზეიმო ლიტურგიაზე იკრიბება, ხელში ანთებული სანთლებით და სახლიდან წამოღებული წითელი კვერცხებით.

საეკლესიო მსახურების დასრულების შემდეგ ხალხი ერთმანეთს ამ ფრაზებით ესალმება: „ქრისტე აღდგა!“, „ჭეშმარიტად აღდგა!“ ამ ფრაზებით ესალმებიან ბულგარელები ერთმანეთს აღდგომის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ეკლესიის ეზოშივე ადამიანები ერთმანეთს შეღებილ კვერცხებს ჩუქნიან, ერთმანეთზე უჭახუნებენ, შემდეგ კი მიირთმევენ. დილით მორწმუნეები ისევ ეკლესიაში მიდიან, შემდეგ კი ოჯახთან ერთად იკრიბებიან. ახალგაზრდები ჩვეულებრივ მშობლებთან ან ნათლიებთან მიდიან სტუმრად.

სუფრაზე არის ცხვრის ხორცის კერძი, ბევრი სალათი ახალი ბოსტნეულისგან და წითელი ღვინო.

რუმინეთი

ეკლესიის მსახურებიც აღიარებენ, რომ რუმინეთში აღდგომა მხოლოდ ქრისტიანული დღესასწაული არ არის და იმის გამო, რომ აღდგომა სიცივეების თბილი ამინდით შეცვლას ემთხვევა, ის ბევრ ქრისტიანობამდელ ტრადიციასა და ჩვეულებას აერთიანებს.

ქრისტიანული და წარმართული ტრადიციების სიმბიოზის დამსახურებით, აღდგომის დღესასწაული სხვა საეკლესიო თარიღებთან შედარებით ერთგვარად უნიკალური გახდა.

დიდი ხუთშაბათიდან მამაკაცები მუშაობას წყვეტენ, ქალები კი იწყებენ რიტუალური კერძების კეთებას – სააღდგომო პასკა (კულიჩები) და განსაკუთრებულად გამომცხვარი კალაჩი (Cozonac).

romanian-easter-traditions-painted-eggs3ამ დღეს სააღდგომო კვერცხები იღებება. რუმინეთში ტრადიციული სააღდგომო კერძი შემწვარი ბატკანია, რომელიც ღუმელში მზადდება.

დასავლეთ და აღმოსავლეთ რუმინეთში სააღდგომო ტრადიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, განსაკუთრებით რიტუალურ საკვებთან მიმართებაში. თუ აღმოსავლეთ რუმინეთში პასკის გამოცხობას მეტ ყურადღებას აქცევენ, დასავლეთ რუმინეთში უფრო სააღდგომო ბატკანი ფასობს.

პასკა ირთვება ჯვრით, რომელიც ნაწნავის ფორმაზეა დაწნული. ჯვრის ოთხივე მხარეს იდება ხაჭო, თანაც სხვადასხვანაირად – ზოგან ტკბილი, ზოგან მარილიანი, ზოგან ქიშმიშიანი და ზემოდან ყაყაჩოს მარცვლები. ბევრ რაიონში ქალები თავად პასკას ბერძნულ კაკალს უმატებენ, სურნელისთვის მუსკატის კაკალს, რომს, ფორთოხალს ან ლიმონს და ქიშმიშს. ზოგიერთ რაიონში პასკა ყვითელი რომ იყოს, მას წვრილად გახეხილ გოგრის გულს უმატებენ.

რუმინეთისთვის და მოლდოვასთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი საინტერესო კერძია „სააღდგომო ბებო“ – „Babele“ – ესაა ღუმელში მომზადებული მაკარონის ტკბილი კერძი, რომელსაც სპეციალურ ფორმებში ასხამენ.

ზოგ რაიონში Babele აუცილებელ კერძად მიიჩნევა, ზოგან კი სულ არ ამზადებენ. უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც არსებობდა ბებოს მომზადების ტრადიცია, იქვე „საწინააღმდეგო სქესის“ კერძი – ბაბუც მზადდებოდა.

ბებოსგან განსხვავებით, რომელიც ტკბილი კერძია და აუცილებლად თეთრი უნდა იყოს, ბაბუ მომჟავო ან მარილიანია, ფერი კი აუცილებლად ყავისფერი ან რაიმე ტონის მუქი აქვს. ზოგიერთ რაიონში ბაბუ ტკბილი კერძია, ბებო მჟავე, თუმცა ფერები იგივე რჩება.

easter-in-romania-2

აშშ

შეერთებულ შტატებში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის რაიმე ერთი კონკრეტული ტრადიცია არ არსებობს. ამ დღეს თითოეული კონფესია თავისებურად აღნიშნავს.

easter-usa-2ამერიკელი ქრისტიანებისთვის აღდგომა ძირითადად ლოცვისა და ოჯახური შეკრებების დროა. მათ კვერცხების შეღებვისა და ბავშვებისთვის კანფეტების დარიგების ტრადიციაც შერჩათ. აღდგომის მომდევნო ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოჯახთან ერთად მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ „სააღდგომო კვერცხების გორაობაში“ თეთრი სახლის მინდორზე.

easter-usa-1აღდგომის დღესასწაულზე ბოსტონში (აშშ, მასაჩუსეტსი) გაყიდვაში მოსე წინასწარმეტყველისა და იესო ქრისტეს მოლაპარაკე თოჯინები გამოდის.

მოლაპარაკე ბიბლიური თოჯინების იდეა ერთ ოჯახურ წყვილს გაუჩნდა ბოსტონიდან, როცა თავიანთ პატარა ქალიშვილებს ბიბლიის საფუძვლებს ასწავლიდნენ.

მექსიკა

მექსიკაში აღდგომის დღესასწაული 14 დღე გრძელდება. იქ ვნების და აღდგომის კვირებს მთელი გულით ზეიმობენ. მიუხედავად იმისა, რომ ვნების კვირა მეტნაკლებად სერიოზულ განწყობას მოითხოვს, მექსიკაში თითქმის მუდმივად საკარნავალო მხიარულებაა – ფეიერვერკები, სეირნობები და ქუჩის ცეკვები.

easter-in-mexico

ბრაზილია

ბრაზილიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კათოლიკეები არიან, ვისთვისაც ყველაზე დიდი და პატივსაცემი რელიგიური დღესასწაული აღდგომაა.

სააღდგომო ტრადიციები ბრაზილიაში რამდენიმე საუკუნის წინ გერმანელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს: O Coelhinho da Pascoa – სააღდგომო კურდღელი და os ovos coloridos – ფერად-ფერადი კვერცხები.

Easter-Bunny-111აღდგომის ბრწყინვალე დღეს ეკლესიებში ტრადიციული საზეიმო ღვთისმსახურებები მიმდინარეობს. ბრაზილიაში აღდგომაზე ერთმანეთს საზეიმოდ შეფუთულ შოკოლადის კვერცხს ჩუქნიან შიგნით სათამაშოთი. ისინი მარხვის დაწყებისთანავე გამოდის გაყიდვაში.

საზეიმო სუფრას ბრაზილიელები ტკბილეულობით აწყობენ. სააღდგომო საყიდლებზე ისინი ნაადრევად ზრუნავენ, რადგან წმინდა კვირა დღეს რაიმეს ყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია.

easter-in-br-2

სტატიის დასაწყისის წასაკითხად გადადით ამ ლინკზე.

Advertisements
Comments
One Response to “როგორ დღესასწაულობენ აღდგომას მსოფლიოს ქვეყნებში. ნაწილი II”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] სტატიის გაგრძელების წასაკითხად გადადით ამ ლინკზე. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე