XVIII საუკუნის ციხე-სიმაგრის რეინკარნაცია

მაშინ როცა ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე მონდომებით ცდილობს შუასაუკუნეობრივი ციხესიმაგრეების აშენებას, ციხე-სიმაგრეთა ნამდვილი მფლობელების შთამომავლები მომავლის სახლებში ცხოვრებას ამჯობინებენ. ანუ იქ, სადაც ჰაერის თავისუფალ მოძრაობას, შუქსა და ბუნების ენერგეტიკის შეღწევას ხელს არაფერი უშლის. Maison L – თანამედროვე ფრანგული ციხე-სიმაგრეა სტუდია Pottgiesser Architectures Possibles-სგან. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი სახელწოდებით Maison L ხუთი სამსართულიანი ბლოკისგან შედგება და  არქიტექტურული სტუდია  Pottgiesser Architectures Possibles-ს ნამუშევარია.

1maisonlmodernfridayთანამედროვე რეზიდენცია Maison L XVIII საუკუნის ერთ-ერთი ფრანგული ციხე-სიმაგრის ულტრათანამედროვე რეინკარნაციაა. პატარა მაღლობი, სადაც რეზიდენცია მდებარეობს, პარიზიდან 30 წუთის სავალზეა.

ბლოკები, რომლებიც მეგობრული ოჯახის საცხოვრებლადაა შექმნილი, 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული და თეთრი ცემენტითაა შელესილი.

maisonlmodernfridayხუთი ბეტონის სახურავით გაერთიანებული, შუშის გამჭვირვალე ციხე-სიმაგრე, თავისი კომფორტული ტერასებით, სახურავებზეა მოწყობილი და განთავსებულია ულამაზეს ორანჟერეასთან, რომელიც აქ ციხე-სიმაგრის აშენების დროიდანაა შემონახული.

8maisonlmodernfridayთანამედროვე ციხე-სიმაგრეში  ოთხი მოზრდილი ბავშვი და მათი მშობლები იცხოვრებენ. ყოველ სახლს აქვს სასტუმრო, საძინებელი, სააბაზანო, გარდერობი და სამეურნეო ოთახი.

კოშკების შიგნით გახსნილი, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეა აქტუალური მინიმალისტური ესთეტიკით, ბეტონის კედლებითა და ჩაშენებული ავეჯით. აქ ძალიან დიდი, გადაუტვირთავი სივრცე ერთგვარი სიმსუბუქის შეგრძნებას იწვევს, დიდი ფანჯრების წყალობით კი კოშკებში თვალწარმტაცი ხედები, ცა და მზის სხივები იჭყიტება 😉

4maisonlmodernfridayავტორების შემოქმედებას უკეთესად მათი საიტის pottgiesser.fr/ სტუმრობისას გაიცნობთ. თუმცა თუ ფრანგული არ იცით, მხოლოდ სურათების თვალიერებას უნდა დასჯერდეთ.

6maisonlmodernfriday 5maisonlmodernfriday 3maisonlmodernfriday

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე