The Sims: Medieval – სასარგებლო თამაში ბავშვებისთვის

The Sims: Medieval მათთვის, ვისაც სურს, შვილი ისტორიით თუ ლეგენდებით დააინტერესოს და პასუხისმგებლობის გრძნობაც განუვითაროს.

1-the-sims-madieval

მოკლედ თამაშის შესახებ: The Sims: Medieval-ს ძალიან ცოტა აქვს საერთო კანონიკურ სერიასთან. ეს უკვე აღარ არის სოციალური ექსპერიმენტი, სადაც დეტალურადაა წარმოჩენილი ყოველდღიური ადამიანური ცხოვრების თავისებურებები.

თამაშის ასაკობრივი ცენზი: 12 წლიდან.

თუმცა თუ სხვა გეიმებს შევადარებთ, რომლებსაც ბავშვები გაცილებით ადრეულ ასაკში თამაშობენ, ვერ ვხედავ განსაკუთრებულ მიზეზს, რატომ არ შეიძლება ითამაშოს ეს მეტ-ნაკლებად უწყინარი თამაში უფრო მცირე ასაკის ბავშვმაც.

თამაშის პლუსები და მინუსები

The Sims: Medieval – არასტანდარტული ვირტუალური თავგადასავალი, საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური იდეებით, მაგრამ ამავე დროს უხეში შეცდომებითაც.

22-the-sims-madieval-Busy-Builder

  • ჟანრი: ცხოვრების სიმულატორი/თავგადასავალი
  • გამომცემელი: Electronic Arts
  • შემმუშავებელი: The Sims Studio
  • ოფიციალური საიტი: ea.com
  • მინიმალური მოთხოვნები: Pentium 4/Athlon XP 2 გიგაჰერცი, 1 გიგაბაიტი RAM, ვიდეობარათი GeForce FX 5900/Radeon 9500 128 მეგაბაიტი ვიდეომეხსიერებით.
  • რეკომენდებული მოთხოვნები: Core 2 Duo/Athlon 64 X2 2,5 გიგაჰერცი, 2 გიგაბაიტი RAM, ვიდეობარათი GeForce GTX 260/Radeon HD 4850 512 მეგაბაიტი ვიდეომეხსიერებით.
  • გამოვიდა 2011 წელს.

The Sims: Medieval – ესაა ლეგენდები კეთილშობილ რაინდებსა და ბრძენ მონარქებზე – ევროპის ხალხების ფოლკლორის სული და გული. ერთგულება საკუთარი გვარისა და მმართველისადმი ძველ დროს უმაღლესი ცნებები იყო, ხოლო სიმამაცე და საბრძოლო ხელოვნება მიიჩნეოდა უმაღლეს მიღწევებად.

9-the-sims-madieval

ამ ისტორიებში უჩხულებთან მეომართა ბრძოლის გმირული ეპიზოდები გადაჯაჭვულია სასახლის კარის დიდებულ ცერემონიებსა და სამყაროს დაღუპვის შესახებ თავგადასავლებსა და შიშისმომგვრელ გამოცდილებასთან, ასევე ადამიანების მაშინდელ საქმიანობასა და მიდრეკილებებთან.

17-the-sims-madieval-Wiz_Nullifys_Witch

მოკლედ, ძველი დროით გატაცებულმა The Sims Studio-მ შექმნა შორეული წლების გმირული სულით სავსე ახალი სამყარო The Sims: Medieval.

პერსონაჟები

თამაშის მოვლენები ზღაპრულ შუა საუკუნეების სამყაროში ვითარდება, სადაც თქვენ შეიძლება მიიღოთ როლი, რომელიც ხალხს აყვავებისა და კეთილდღეობისკენ წაიყვანს.

12-the-sims-madieval-Monarch_KingonThrone

შეგიძლიათ უშუალოდ უხელმძღვანელოთ ქვეყანას და გავლენა მოახდინოთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე ათიდან ერთ ერთი გმირის არჩევით: მონარქი, რაინდი, მაგი, ექიმბაში, ვაჭარი, ჯაშუში, მჭედელი და ორი მღვდელი.

24-the-sims-madieval-Hard-Workers_656x369

ყოველ მათგანს აქვს უნიკალური ხასიათი, ცხოვრების სტილი, პრინციპები და ქცევის ნორმები, შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები და ფულის შოვნის განსხვავებული გზები.

16-the-sims-madieval-Spy_Kills_Witch

სქრინშოტები

მაგალითად, რაინდები დროის უდიდეს ნაწილს ბრძოლებს უთმობენ. ბრძოლები მოწინააღმდეგეებთან ან იდეური მოსაზრებებით ან სულაც სოლიდური თანხისთვის იმართება. ყაზარმებში გაუთავებელი წვრთნები მიმდინარეობს  – ხვეწენ ხელჩართული ბრძოლის ილეთებს  და ტაქტიკურ სვლებს ამუშავებენ. აი, სულ ესაა მათი საქმიანობა.

25-the-sims-madieval-Imperial-Domination

თავის მხრივ, სასულიერო პირები არიან ბრძენები, რომლებიც ცხოვრებას რწმენას უძღვნიან.

21-the-sims-madieval-Wizard

ისინი ხალხს თანაგრძნობასა და გაგებას ასწავლიან, კითხულობენ მოძღვრებებსა და ხალხის რელიგიისკენ ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.

20-the-sims-madieval-Wizard

ღვთისმსახურები მონასტრებში ცხოვრობენ, დღეებს ლოცვაში ატარებენ, ასევე წერენ არქივებში პოსტულატებს და შრომებს ღმერთის შესახებ, შემდეგ კი ამ წიგნების ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყიდვას ცდილობენ.

18-the-sims-madieval-Priest_Nulllifys_Witch

მაგებს საკუთარი თავისა და შეფარული შესაძლებლობების შეცნობა ურჩევნით. ისინი მონდომებით სწავლობენ საიდუმლო ხელოვნებას, კითხულობენ ძველისძველ, შელოცვების წიგნებს  და შემდეგ ბალზამებსა და ჯადოსნურ საგნებს აკეთებენ.

11-the-sims-madieval-FemaleWizardLearnCast

მათ უფრო ტრივიალური საქმეებიც აქვთ, მაგალითად, ბალახების შეგროვება და გაყიდვა. იმის მიუხედავად, რომელ გმირს ირჩევთ, ყველგან კურიოზული სიტუაციები და არაჩვეულებრივი თავგადასავლები გელით.

15-the-sims-madieval-Wiz_Kills_Witch

ცხოვრების სიმულატორიდან RPG-სკენ

საკვანძო როლი მონარქს ეკუთვნის. სწორედ ეს გმირი არსებობს თამაშში თავიდანვე, ხოლო პერსონაჟების სხვა კლასებზე წვდომის მიღება დროთა განმავლობაში ძირითადი დავალებების შესრულებისა და სპეციალური ქულების დაგროვების შემდეგ შეიძლება.

14-the-sims-madieval-Monarch_Weds_Witch

მეფე ქვეყნის ერთადერთი მმართველია და სწორედ მას აწევს მხრებზე სამაფოსა და მოქალაქეებზე პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი. მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენ მოგიწევთ ხალხის თხოვნების მოსმენა, ბრძანებულებების გამოცემა, სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტების ხელმოწერა, სხვა ქვეყნებთან დიპლომატიური თანამშრომლობა და საკუთარი იმპერიის განვითარება.

the-sims-medieval-kingdom-territories

The Sims: Medieval უფრო სათავგადასავლო თამაშია როლური ელემენტებით, ვიდრე ცხოვრების სიმულაცია. გმირებს მხოლოდ ორი საბაზო მოთხოვნილება აქვთ – ძილი და ჭამა.

თქვენ მეტად აღარ მოგიწევთ იმაზე თვალყურის დევნება, შედის თუ არა ტუალეტში დროდადრო თქვენი სიმი ან იღებს თუ არა შხაპს. ის აღარ გაგიჟდება მოწყენილობისა და უყურადღებობისგან და არც დეპრესიაში ჩავარდება გადატვირთული სამუშაოს გამო, როგორც ეს სიმს-ის სხვა სერიებში ხდება.

ასევე მას არ აწუხებს აზრები ოჯახის შექმნისა და ბავშვების შესახებ. თუმცა სასიყვარულო ისტორიებს გვერდს ვერ აუვლით.

13-the-sims-madieval-Romance

ყურადღება სხვა საქმეებსა და ინტერესებზეა კონცენტრირებული, რომლებიც პირობითად შეიძლება დავყოთ ყოველდღიურ მოვალეობებად და უფრო გლობალურ ქმედებებად. კერძოდ, მონარქი ჩვეულებრივ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებს წყვეტს და პარალელურად, იარაღის ფლობის ხელოვნებას ხვეწს.

მაგი იგონებს შელოცვებს, თხზავს სიმღერებსა და მიდის ზღვასთან შთაგონების საპოვნელად, ექიმი იღებს ავადმყოფებს და შავი ჭირისგან განკურნების გზებს ეძებს.

19-the-sims-madieval-Physician_Nullifys_Witch

ყოველივე ეს რუტინაა. მნიშვნელოვან საქმეებსა და გმირობებში შედის ისეთი მისიები, როგორიცაა ქვეყნის მაცხოვრებელთა დრაკონის თავდასხმისაგან დაცვა ან ბოროტი ჯადოქრის წყევლისგან გათავისუფლება. თუ სამეფოს არაფერი ემუქრება, შეიძლება დაკავდე ხელოვნური ცხოვრების შექმნითაც.

The Sims: Medieval მოთამაშეს იუმორითა და კეთილმოსურნეობით ხიბლავს. აქ არ არის პათოსი, მეტისმეტი სერიოზულობა და ეპიკურობა.

დღეს თქვენ მიძვრებით სოროში, რომ ყურებით დაიჭიროთ კურდღელი და შემდეგ უცნობი ცხოველისგან დაკბენილი უკან მოფრინავთ. ხვალ იძიებთ მოლაპარაკე ბაყაყის თემას, ხოლო კვირის ბოლოს დასვენების ნაცვლად აღმოჩნდებით ბორკილებში და თან ლაყე კვერცხებს დაგაყრიან.

ეს კი იმიტომ მოხდება, რომ გართობის მიზნით მონარქმა ტახტზე ერთი დღით თავისი მასხარა დასვა, იგი კი მეფესაც გაეხუმრა, თუმცა, არცთუ კარგად.

5-the-sims-madieval

რა ვაკეთოთ დასვენებისას?

თამაშის მთავარი  ნაკლოვანება პროექტის სხვა სერიებთან შედარებით შეზღუდული შესაძლებლობებია. და საერთოდ, თუ სიუჟეტური დავალების შესრულება და გმირის ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარება მოგბეზრდათ, სხვა გასართობი აქ არ არსებობს.

8-the-sims-madieval-castle

სოციალური შესაძლებლობების ან რაიმე ჰობის განვითარება შეუძლებელია. საკუთარი შენობების აშენება, უნიკალური დაგეგმარება და ინტერიერის დიზაინის გაკეთებაც შეუძლებელია. მაქსიმუმი აქ ციხე-სიმაგრეში ავეჯის შეხედულებისამებრ გადაადგილებაა.

7-the-sims-madieval-Throne-Nature

The Sims: Medieval – სერიის ფარგლებში არასტანდარტული პროექტია. აქცენტი ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანებზე, გმირების სურვილებზე, შიშებზე, მიდრეკილებებსა და ეჭვებზე მეორე პლანზე გადავიდა და აქცენტი კეთილშობილ რაინდებზე, მაგებსა და კეთილ მმართველებზე კეთდება. აქ საეჭვოა საკუთარი თავის რეალური ცხოვრებით მცხოვრებ გმირებთან ასოცირება მოახდინოთ, სამაგიეროდ, შეგიძლიათ შექმნათ თავგადასავლებითა და მოულოდნელი აღმოჩენებით სავსე არაჩვეულებრივი ისტორია.

თამაშის ღირსებები მოკლედ:

  • პერსონაჟების ათი კლასი, რომელთაგანაც თითოეული უნიკალურ პიროვნებას წარმოადგენს
  • არატრივიალური და საინტერესო თავგადასავლები
  • The Sims სერიაში არასტანდარტული კონცეფცია

ნაკლოვანებები:

  • გმირის მოთხოვნებისა და შესაძლებლობების მეტად შეზღუდული ჩამონათვალი
  • არ შეიძლება საკუთარი შენობების შენება და უკვე არსებულის გადაკეთება

6-the-sims-madieval-Throne-Knight

გრაფიკა

ვიზუალური გაფორმება ხარისხის თვალსაზრისით უარესია, ვიდრე ბევრ თანამედროვე თამაშში, მაგრამ საგრძნობლად დეტალური დამუშავებაც სახეზეა. The Sims: Medieval-ის სამყარო მოგაგონებთ ზღაპარს თოჯინური პერსონაჟებით. ირგვლივ ყველაფერი მზითა და ფერებითაა სავსე, რაც პოზიტიურ აღქმას უწყობს ხელს.

გახმოვანება

თამაშის მუსიკალური გაფორმება, როგორც ადრე, ახლაც ხარისხიანი კომპოზიციებითაა შედგენილი. თუმცა ამჯერად ძირითადად ლამაზი და გმირული მელოდიები ჟღერს და არა სიმლიშის ენაზე შესრულებული პოპულარული სიმღერები.

მარტო თამაში

The Sims: Medieval ექსპერიმენტული პროექტია. სწავლა, ჰობი, ყოფა, ქორწინება, ბავშვების დაბადება და გაზრდა მეორე პლანზე გადავიდა. თამაში მიძღვნილია თავგადასავლებისა და არასტანდარტული დავალებების შესრულებისადმი. ერთადერთი, რაც დროდადრო გვაღიზიანებს, ეს მათი რეალიზების საკმაოდ დაბალი დონეა. ხშირად ამოცანები მხოლოდ ბანალური ლოდინია, სანამ გმირი ავტომატურ მოქმედებებს შეასრულებს კადრს მიღმა ან უბრალოდ ხალხს დაელაპარაკება.

კოლექტიური თამაში: არ არსებობს.

საერთო შთაბეჭდილება

წინამორბედებისგან განსხვავებით, პროექტს ცხოვრების სიმულაციასთან ცოტა აქვს საერთო. მაგრამ სამაგიეროდ აქ შეგიძლიათ თავი სათავგადასავლო რომანის გმირად იგრძნოთ, რაც სულაც არ არის ცუდი და ზოგიერთ შემთხვევაში ბევრად  უფრო საინტერესოცაა, ვიდრე რეალური ცხოვრების სიმულაციები.

10-the-sims-madieval-Executioner

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე