Harrods – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი

Harrods – ლონდონის ყველაზე დიდი და ცნობილი სავაჭრო ცენტრია, რომელსაც  ყოველდღიურად 300 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.

London-days.-Shopping-at-the-Harrods-1Harrods-ში ძირითადად ფუფუნების საგნების მოყვარულები დადიან. მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ ძალიან მაღალფასიანი ნივთები იყიდება, მყიდველის ნაკლებობას არავინ უჩივის.

harrods-royal-cakeდა თუნდაც ვერაფრის ყიდვა მოახერხო, Harrods-ში სტუმრობა მაინც სასურველია, რადგან ის დამსახურებულად ატარებს ყველაზე სახელგანთქმული სავაჭრო ქსელის ტიტულს მთელ გაერთიანებულ სამეფოში.

Harrods ლონდონის ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად მიიჩნევა და ის ერთ-ერთია ქალაქის სამ ყველაზე ცნობილ ღირშესანიშნაობას შორის ბიგ ბენისა და პარლამენტის შენობის შემდეგ. სავაჭრო ცენტრის შენობა განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როცა მის ფასადზე 11500 ნათურა ინთება.

1211_XmasLites-01-hires_01989 წლიდან Harrods-ის ქსელში ოფიციალური დრეს-კოდია დაწესებული. მასში გამორიცხულია მოუვლელი, გამომწვევი, ჭუჭყიანი ტანსაცმლით ან ნებისმიერი ტიპის უნიფორმით შესვლა.

აქ არის ყველაფერი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სპორტული ინვენტარი, აქსესუარები შინაური ცხოველებისთვის, სათამაშოები, კოსმეტიკა, მედიკამენტები, საკანცელარიო საქონელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სასურსათო სუპერმარკეტი, ღვინის მაღაზია და სხვ. აქვეა სილამაზის სალონი Hair and Beauty, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს სალონად მიიჩნევა – მასში 40-ზე მეტი უმაღლესი კლასის სპეციალისტი მუშაობს.

ერთი სიტყვით, Harrods არის ცენტრი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებსა და მათ პროდუქციას აერთიანებს: ქალის ტანსაცმელი Escada-სგან, Nina Ricci-სგან, Stella McCartney-სგან; მამაკაცის ტანსაცმელი Diesel-ისგან, Gant-ისა და Junk de Luxe-სგან; აქსესუარები ფირმებისგან Mulberry, Tory Burch და მრავალი სხვა.

Harrods-ის ზოგიერთი განყოფილება მთელ მსოფლიოშია ცნობილი, მაგალითად, საკვები პროდუქტებისა და საშობაო საქონლის განყოფილებები.

Harrods.jpg2_როგორც სავაჭრო ცენტრების უმრავლესობაშია მიღებული, Harrods ზაფხულსა და ზამთარში მასშტაბურ სეზონურ ფასდაკლებებს აწყობს და ამ დროს იქ იმდენი ხალხი ირევა, რომ შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია.

Harrods-ის მისამართი: Harrods, 87-135 Brompton Road, Knightsbridge, SW3 1RT; ტელეფონის ნომერი: 020 7730 1234; სამუშაო რეჟიმი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე, კვირაობით12:00 საათიდან 18:00 საათამდე.

საინტერესო ფაქტები Harrods-ის შესახებ

Harrods-ს 90 ათასი კვადრატული მეტრი უკავია (შედარებისთვის: გაერთიანებულ სამეფოში მეორე უდიდეს სავაჭრო ცენტრს Harrods-ის თითქმის ნახევარი – 50 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უჭირავს).

harrods_9_jpg_1346661109Harrods-ის სავაჭრო ფართზე 330 განყოფილებაა განლაგებული, პერსონალი 5 ათას ადამიანს შეადგენს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან.

ცენტრის ტერიტორიაზე განლაგებულია 28 რესტორანი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის, ასევე საათების სახელოსნო, ფინანსური მომსახურების ცენტრი (Harrods Financial Services), ბანკი (Harrods Bank) და სხვ.

ცენტრის ადგილზე მიტანის სერვისი წელიწადში საშუალოდ 225 ათას მომხმარებელს ემსახურება.

harrods-greenmanHarrods-ის დევიზია: Omnia Omnibus Ubique – ყველას, ყოველს და აბსოლუტურად ყველაფერი.

1824 წელს Harrods 25 წლის ჩარლზ ჰენრი ჰეროდმა დააარსა. თუმცა თავიდან ეს მხოლოდ პატარა Bharrodსასურსათო დახლი იყო. 1849 წელს კი ჰეროდმა ბრომფთონ-როუდზე პატარა მაღაზია შეისყიდა, სადაც სულ ორი გამყიდველი მუშაობდა, თუმცა, სავაჭრო ქსელის მთავარი პრინციპი – უმაღლესი ხარისხის საქონელი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება იმ დროიდან იღებს სათავეს.

1880 წლისთვის ჰეროდის შვილმა ჩარლზ დიგბი ჰეროდმა ეს პატარა სავაჭრო ცენტრი უზარმაზარ უნივერსალურ მაღაზიად გადააქცია, რომელშიც 100 ადამიანი მუშაობდა.

დიდ ბრიტანეთში პირველი ესკალატორიც ჰეროდსის მაღაზიაში გაიხსნა.

1883 წელს Harrods-ის შენობა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა, თუმცა, ჰეროდსმა საშობაო გაყიდვებიდან სარეკორდო მოგების მიღება და სტიქიისგან მიღებული ზარალის ასევე სარეკორდო ვადებში ანაზღაურება მოახერხა.

1903 წელს Harrods-ის ახალი სავაჭრო ცენტრი ამოქმედდა. მომხმარებელთა შორის ბევრი  ცნობილი ადამიანი იყო – ოსკარ უაილდი, ჩარლი ჩაპლინი, ლოურენს ოლივიე, ვივიენ ლი, ზიგმუნდ ფრეიდი, ალექსანდერ მილნი და სხვ. ასევე სამეფო ოჯახის წევრები.

ჰეროდსი 1909 წელს:

Harrods_19091922 წელს Harrods გაიყიდა, თუმცა, თავისი ისტორიული სახელწოდება შეინარჩუნა.

ჰეროდსი 1949 წელს:

harrods-19491985 წელს სავაჭრო ცენტრი კიდევ ერთხელ გაიყიდა – ის ეგვიპტელმა მილიარდელმა მუჰამედ ალ ფაიედმა იყიდა, რომელმაც 2010 წელს ის 1,5 მილიარდ ფუნტ სტერლინგად კატარის საინვესტიციო ფონდს გადასცა.

mohamed-al-fayed-photo1საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში Harrods სამეფო კარის ოფიციალური მომმარაგებელი იყო.

შარშან ლონდონში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Corinthia-ში Harrods-ის კიდევ ერთი ახალი ბუტიკი გაიხსნა. Harrods-ის ფილიალი სასტუმროს პირველ სართულზეა განთავსებული. მიუხედავად ახალი ადგილისა, სავაჭრო სივრცის დიზაინში არაფერი შეცვლილა: ლურჯ-თეთრი ჭაღები, თეთრი მარმარილოს იატაკი და ყველგან ყვავილები. თუ ადამიანი Harrods-ში ადრეც ყოფილა, აქაური ანტურაჟი მისთვის უკვე ნაცნობი იქნება.

4Harrods-shop-at-The-Corinthia-Hotel-London2მომხმარებელს აქ ჰეროდსის ხაზის მსოფლიოში ცნობილ უმაღლესი ხარისხის ჩაის, შოკოლადის ტრუფელებს, shortbread- ნამცხვარს და, რა თქმა უნდა, აბაზანისა და სხეულის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ.

3Harrods-shop-at-The-Corinthia-Hotel-London3მამაკაცებისთვის აქვთ აქსესუარები Mont Blanc – Dunhill-ისგან და  კოლექციები Wedgewood-ის, Spode-სა და Vera Wang-ისგან.

1Harrods-shop-at-The-Corinthia-Hotel-LondonHarrods-ის ოფიციალური ვებსაიტია: harrods.com.

ჰეროდსის საშობაო განყოფილება:

0-Christmas+World+at+Harrods 0-christmas-harrods 0-Christmas-launches-001 0-Harrods+Christmas+shop Harrods Christmas World Launch 2011

ჰეროდსის პროდუქტების განყოფილება:

harrods-32 London-days.-Shopping-at-the-Harrods-3 London-days.-Shopping-at-the-Harrods-4

ჰეროდსის სათამაშოების განყოფილება Toy Kingdom:

Harrods-Ed-02_lg Harrods-Ed-08_lg Harrods-Ed-17_lg Harrods-Ed-20_lg harrods-hello-kitty Harrods-toy-kingdom

Advertisements
Comments
One Response to “Harrods – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ამ ლინკზე დაათვალიერეთ Harrods – მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ქსელი… […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე