Givenchy: ელეგანტური ავანგარდული მოდა

Givenchy-story

ფრანგული მოდის სახლი – Givenchy დღემდე რჩება მოდის ინდუსტრიის იმ არცთუ ბევრ წარმომადგენელს შორის, რომლებიც haute couture-სა და pret-a-porte-ს უძვირფასეს კოლექციებს ქმნიან.

8-Givenchy-story

ჟივენშის სახლის ისტორია 1952 წელს დაიწყო, როცა 25 წლის დიზაინერმა იუბერ დე ჟივენშიმ საკუთარი ბრენდი დააარსა და ამგვარად  მოდის ინდუსტრიის ისტორიაში მოდის სახლის ყველაზე ახალგაზრდა დამფუძნებელი გახდა.

Hubert-de-Givenchy-and-his- Afghan-Hound

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ჟივენშის საკუთარი მოდის სახლის განვითარებისთვის საკმარისი გამოცდილება ჰქონდა. მან პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლა დაამთავრა და მოასწრო ემუშავა ელზა სკიაპარელსა და ლუსიენ ლელონგთან, ასევე მაშინ ყველასათვის ჯერ კიდევ უცნობ პიერ ბალმანსა და კრისტიან დიორთან.

ჟივენშის მიერ შექმნილი ელეგანტური ტანსაცმელი  პარიზელ მოდის მიმდევრებს შორის თავიდანვე პოპულარული გახდა. ერთი წლის შემდეგ იგი შეხვდა თავის მუზას – ოდრი ჰეპბერნს, რომელსაც „ჟივენშის იდეალურ ქალს“ უწოდებდა.

2-Givenchy-story

დიზაინერისა და მსახიობის თანამშრომლობას ჟივენშის მოდის სახლის თავბრუდამხვევი აღმასვლა მოჰყვა.

ჰოლივუდის ლეგენდამ ოდრი ჰეპბერნმა და იუბერ დე ჟივანშიმ ერთმანეთი ფილმ  „საბრინას“ გადაღებაზე, 1953 წელს გაიცნეს. ოდრი ჰეპბერნის ტანისამოსი, რომელიც ჟივენშიმ საკუთარი ხელით შექმნა, ქალურობის სიმბოლო გახდა. დიზაინერმა კი, მისი კოსტუმების შექმნისთვის თავისი პირველი ოსკარი დაიმსახურა.

10-givenchy-storyამით მოდისა და კინემატოგრაფის ვარსკვლავების თანამშრომლობა არ დასრულებულა. ჟივენში აგრძელებდა ჰეპბერნის როგორც საეკრანო, ისე ყოველდღიური ტანსაცმლის შექმნას და რაც მეტ ფილმში მონაწილეობდა ოდრი, მით უფრო სახელგანთქმული ხდებოდა ჟივენშიც.

სრულიად შესაძლებელია, რომ იუბერ დე ჟივენშის ვერც მიეღწია ასეთი თავბრუდამხვევი წარმარტებისთვის, რომ იმავე 1953 წელს თავისი კერპი, ქრისთობალ ბალენსიაგა არ გაეცნო.

9-cristobal_balenciaga

პირად შეხვედრამდე კარგა ხნით ადრე იგი აღფრთოვანებული იყო მოდის სახლის – Balenciaga-ს დამფუძნებლის უდავო ტალანტით, ხოლო  ბალენსიაგასთან შეხვედრის შემდეგ მისი სახით ერთგული მეგობარი და მასწავლებელი შეიძინა. ისინი ერთად არჩევდნენ და აკრიტიკებდნენ ერთმანეთის კოლექციებსა და ესკიზებს.

სწორედ ამ ორმა ადამიანმა – ქრისთობალ ბალენსიაგამ და ოდრი ჰეპბერნმა უბიძგეს ჟივენშის პარფიუმერიის ხაზის ჩაშვებისკენ.

givenchy_croisiere_makeup_collection

1957 წელს თავისი მუზისთვის – ოდრისთვის ჟივენშიმ პირადად შეიმუშავა  პირველი არომატი, რომელსაც L’Interdit უწოდა. მისმა წარმატებამ კი საფუძველი დაუდო ჟივენშის  პარფიუმერიის წარმოუდგენელ პოპულარობას, რაც დღემდე გრძელდება.

1973 წელს კი ჟივენშიმ კიდევ ერთი ახალი ხაზი გახსნა და მამაკაცის ტანსაცმლის პირველი კოლექცია წარმოადგინა.

4.1.1

Givenchy ჟივენშის გარეშე

1995 წელს იუბერ დე ჟივენშიმ მისივე დაფუძნებული სახლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

3imdkedk5pijkdd3

ჟივენშის საქმის გამგრძელებელი, დიზაინერის აზრით, დომინიკ სიროფი უნდა გამხდარიყო, რომელიც ჟივენშისთან ერთად ათ წელზე მეტხანს მუშაობდა. თუმცა ბერნარ არნომ, ჰოლდინგ LVMH-ის ხელმძღვანელმა, რომელმაც Givenchy-ს სახლი 1981 წელს გამოისყიდა, დომენიკი შეუფერებელ კანდიდატურად მიიჩნია და სახლის ხელმძღვანელად ჯონ გალიანო დანიშნა.

Givenchy_john_galliano

ჟივენშის წასვლასთან ერთად კომპანიას რთული დრო დაუდგა. გალიანო სახლში დიდხანს არ დარჩენილა, ორ წელიწადზე ნაკლებ დროში ის Christian Dior-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე გადავიდა.

Givenchy-ს სათავეში მოვიდა ახალგაზრდა დიზაინერი ალექსანდერ მაქქუინი, რომელმაც ფრანგული ბრენდი ავანგარდული მოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ გადააქცია.

Givenchy-alexander-mcqueen

28 წლის დიზაინერისათვის ასეთ პრესტიჟულ თანამდებობაზე დანიშვნა თითქოს  უზარმაზარი გამართლება უნდა ყოფილიყო, თუმცა 2001 წელს Givenchy-ს სახლმა მთავარი დიზაინერი ისევ შეიცვალა.

მას შემდეგ, რაც სახლი მაქქუინმა ჟივენშის სახლი საკუთარი ბრენდის განვითარების მიზნით დატოვა, მმართველობა ჯულიენ მაქდონალდის ხელში გადავიდა.

მთავარი დიზაინერების მუდმივი ცვლა მხოლოდ 2005 წელს  რიკარდო ტიშის მოსვლის შემდეგ დასრულდა.

riccardo_tisci_givenchy_2012

ტიში დღემდე უდგას სახლს სათავეში და  pret-a-porte–სა თუ haute couture-ს კოლექციებს უშვებს. მან ჟივენშის სახლს ფაქტობრივად უკვე დაკარგული ავანგარდული მოდური ბრენდის დიდება დაუბრუნა.

givenchy_spring_summer_2012_collection-1 Givenchy-FAll-Winter-2012-2013 givenchy-men-collection

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე