სუნამოს შერჩევა: რომელი არომატი შეგეფერებათ?

შესაფერისი სუნამოს არჩევა, უბრალოდ მაღაზიაში შერბენა და პურის ყიდვა არ არის –  სასურველი პარფიუმის შერჩევა, თუ დავფიქრდებით, საკმაოდ რთული პროცესია.

1-1-woman-perfume

ალბათ ყველა ქალს უყვარს სუნამოს დასხმა. მის სურნელებას ხომ სიამოვნება მოაქვს არა მარტო თქვენთვის, გარშემომყოფებისთვისაც. ზოგს ნაზი, დახვეწილი არომატები მოსწონს, ზოგს კი მდიდარი, გაჯერებული სურნელი ურჩევნია, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რისთვის აპირებთ სუნამოს შერჩევას – ყოველდღიური მოხმარების, წვეულების, რომანტიკული საღამოს თუ რაიმე სხვა ივენთისთვის.

1-Woman-Perfume

სურნელის არჩევისას შინაგან შეგრძნებებსა და საკუთარ სურვილებს უნდა მიენდოთ. თუმცა განსხვავებული სურნელით საკუთარი თავის რადიკალურად შეცვლის მცდელობა იშვიათადაა წარმატებული.

9-woman-perfume

ფსიქოლოგების აზრით, სუნამოს არომატით ქალის ხასიათის ამოცნობაც შეიძლება.

ყვავილების არომატს ახლადმოწყვეტილი ყვავილების მკვეთრად გამოხატული სურნელი აქვს და ის ძირითადად ოპტიმისტ, აქტიურ ქალბატონებს მოწონთ, რომელთაც შედარებით მსუბუქი ხასიათი აქვთ და ძალიან უყვართ ბუნება.

ოკეანის სურნელს საკუთარ თავში დარწმუნებული ქალბატონები ამჯობინებენ, რომლებსაც ცხოვრებაში რთული სამუშაო არ ამძიმებთ.

ყვავილოვან-ციტრუსოვან არომატს ციტრუსის გაჯერებული ნოტები ახასიათებს. ამ კომპოზიციაში ყვავილოვან-მერქნული არომატიც შეიძლება ერიოს. ასეთია ახალგაზრდა და ენერგიული „პრინცესების“ სუნამო.

3-woman-perfume

ყვავილოვან-ალდეჰიდური – დახვეწილი და რომანტიკული არომატი გულგრილს ვერცერთ ელეგანტურ ქალბატონს ვერ დატოვებს. ასეთი სურნელი უფრო დღის მეორე ნახევარს უხდება.

ყვავილოვან-პუდროვანი არომატი ყვავილის ნოტებისა და პუდრას აკორდების შეხამებაა. ეს კომბინაცია თქვენს მთლიანობას თბილ, პუდროვან სურნელს შემატებს. მსგავსი პარფიუმი ელეგანტურ ქალბატონებს მოსწონთ, რომლებიც, უმეტესად, კლასიკური სტილის ტანისამოსს იცვამენ.

აღმოსავლურ-ყვავილოვანი – ამ სურნელის საფუძველია ყვავილოვანი და ფისოვანი, სანელებლების ნოტები მუსკუსისა და მერქან-ამბრის შეფერილობით. ეს არომატი შეეფერება ცივ ამინდებსა და საღამოს დეფილეებს.

ყვავილოვან-მერქნოვანი არომატი იდეალურია საქმიანი ქალებისთვის დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

სანდალოზის ხისგან დამზადებული სუნამოს არომატს სიმწვანისა და სინორჩის მაგია აქვს.

7-woman-perfume

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე