სიდნეის საიდუმლო ბაღები

ლანდშაფტის დიზაინისა და ზოგადად, ბაღების მოწყობის კრეატიულმა იდეებმა ავსტრალიური Secret Gardens კონტინენტზე ყველაზე მოთხოვნად კომპანიად აქცია.

sidneysecretgardenfriday3Secret Gardens, რომლის ოფისიც სიდნეიში მდებარეობს, 1994 წელს მეთიუ ქენთველმა რამდენიმე მეგობართან ერთად დააარსა და ამჟამად მასში 35 გამოცდილი ლანდშაფტის დიზაინერი, არქიტექტორი და მებაღე მუშაობს.

კომპანიის მთავარი პრინციპი თავიდანვე კრეატიულობა და ორიგინალური შესრულება იყო.

sidneysecretgardenfriday1უამრავ ძვირადღირებულ პროექტს შორის, რომელიც მათ მებაღეებსა და ლანდშაფტის დიზაინერებს განუხორციელებიათ, ვერ იპოვით ერთმანეთის მსგავს თუნდაც ორ პროექტს.

ერთადერთი დეტალი, რაც ბაღის დიზაინის უცვლელი ფავორიტია, მცირე აუზები და წყალსაცავებია, რომლებიც ერთი შეხედვით ბუნებრივი გეგონება.

sidneysecretgardenfriday11კომპანიის გუნდი ამა თუ იმ პროექტზე მუშაობას ლანდშაფტის საფუძვლიანი კვლევითა და შესწავლით იწყებს, რაც ბაღების მდგრადობას განაპირობებს. შემდეგ კი ისინი ბაღებს საჭირო ინვენტარითა და დეკორატიული ელემენტებით აფორმებენ.

sidneysecretgardenfriday4classicმომსახურების პირობებში შედის საკონსულტაციო მომსახურება და სამუშაოს დასრულების შემდგომი მეთვალყურეობაც, რაც ბაღების შენარჩუნებასა და კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. ამის გამო Secret Gardens-ს უკმაყოფილო მომხმარებელი ფაქტობრივად არ ჰყავს.

sidneysecretgardenfriday12კომპანია იყენებს ლანდშაფტის დიზაინისა და არქიტექტურის სხვადასხვა სტილს – კლასიკური, რეგულარული ბაღებიან მოდერნამდე. მომსახურების ფასი ლანდშაფტის თავისებურებების, ფართობისა და შესასრულებელი სამუშაოს სირთულის მიხედვით დგინდება.

კომპანიის ოფიციალური საიტის მისამართია: secretgardens.com.au

კომპანია Secret Gardens-ის არაჩვეულებრივი პორტფოლიო:

sidneysecretgardenfriday8 sidneysecretgardenfriday5original sidneysecretgardenfriday2 sidneysecretgardenfriday9

Advertisements
Comments
2 Responses to “სიდნეის საიდუმლო ბაღები”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] გადადით ამ ლინკზე და გაიგეთ, ვინ არიან სიდნეის საიდუმლო ბაღების დიზაინერები. […]

  2. […] რომლის დიზაინიც ავსტრალიურ კომპანია Secret Gardens-ს […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე