სამზარეულოს დიზაინი: მინიმალიზმი თუ სიმყუდროვე?

სამზარეულო ის ოთახია, სადაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ. საჭმლის მომზადებისას, საუზმის, სადილისა და ვახშმის მირთმევისას და ძალიან ხშირად სტუმრებთან ერთადაც.

9-kitchen-design-stylesმართალია, ზოგიერთ ოჯახში ე.წ. რესტორნული კვების ევროპულ ტრადიციას მისდევენ, მაგრამ ეს ტრადიცია არა მხოლოდ ფინანსების, არამედ ურთიერთობების საკითხიცაა.

მათთვის კი, ვინც ოჯახურ, შინაურ სიმყუდროვეს აფასებს, სამზარეულო კიდევ დიდხანს დარჩება სახლში ყველაზე საყვარელ ოთახად.

21-kitchen-design-stylesსამზარეულოს თანამედროვე დიზაინი პირობითად შეგვიძლია ორ დიდ კატეგორიად დავყოთ. ერთში ხვდება უტილიტარულად და პრაგმატულად გაფორმებული სამზარეულოები, თუმცა, ორიგინალურობის გამოჩენა ამ შემთხვევაშიც სავსებით შესაძლებელია, მეორე ჯგუფში კი მყუდრო, „შინაურული“, მომხიბლავი ოჯახური სითბოთი დეკორირებული ოთახები.

10-kitchen-design-styles 14-kitchen-design-stylesინტერიერის არჩევანი დამოკიდებულია არა მხოლოდ გემოვნებასა და უპირატესობებზე, არამედ, მთლიანობაში სამზარეულოს დანიშნულებაზე.

თუ სამზარეულო არა მხოლოდ საჭმლის მომზადებისთვის, არამედ მთელი ოჯახის სადილსა თუ ვახშამზე თავმოყრისთვისაა განკუთვნილი, ამ ვარიანტისთვის უფრო შესაფერისი მყუდრო დიზაინია, კლასიკა, ვინტაჟიც კი. ასე გაფორმებული სამზარეულო თბილი ფორმებით, ფერთა გამითა და ზედაპირით ხასიათდება. ის სავსებით შეეფერება ცნებას „ოჯახური სამზარეულო“.

19-kitchen-design-stylesთუ სამზარეულო მხოლოდ კერძების მოსამზადებლად გჭირდებათ და არც ამ დანიშნულებით იყენებთ მაინცდამაინც ხშირად, თუნდაც, ზემოთხსენებული რესტორნული კვების სტილის არჩევის გამო, ოპტიმალური იქნება მინიმალიზმი, რაც ყოველთვის იძლევა საშუალებას ოთახი დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდეს. ამასთან მინიმალისტურად მოწყობილი სამზარეულოს დალაგება და იქ სისუფთავის შენარჩუნებაც უფრო იოლია და დიდ თავის ტკივილს არ გაგიჩენთ.

20-kitchen-design-stylesმინიმალისტურ ტონებში გადაწყვეტილი სამზარეულო იმითაცაა კარგი, რომ იოლად ხერხდება მისი მოდერნიზება და შეცვლა. დიზაინიც საკმარისად მოქნილია. ხოლო კლასიკა კი პირიქით, სტაციონარულობისკენ მიიწევს. ასეთი სამზარეულოს გადაკეთება საკმაოდ გაგიჭირდებათ, ის ყოველთვის შეინარჩუნებს ოჯახური ტრადიციების შესაბამის ურყევ იერსახეს.

დღეს ყველაზე პოპულარული მოდის მინიმალისტურ ტენდენციებთან ფეხაწყობილი დიზაინის სამზარეულოებია. ტრანსფორმირების სიმარტივე, გარკვეულწილად ეკონომია, პრაქტიკულობა და მოხერხებულობა – აი, მათი პოპულარობის საიდუმლო.

17-kitchen-design-stylesთუმცა პოპულარობაში კლასიკა მინიმალიზმს დიდად არ ჩამორჩება. ასეთ სამზარეულოებში ადამიანებს სულიერი სითბო და სიმშვიდე, სენტიმენტალობა და ნამდვილი, ოჯახური მყუდროება იზიდავს.

ოჯახურ ტრადიციებთან დაბრუნებასა და ადამიანების სურვილს, თავი არა მხოლოდ სამყაროს ნაწილად, არამედ საკუთარი, ოჯახური ტრადიციების გამგრძელებლად იგრძნონ, კლასიკურ სამზარეულოებზე მოთხოვნის ზრდასთან მივყავართ. ვიტრაჟულ სამზარეულოებზე მოთხოვნამ იმდენად იმატა, რომ სამზარეულოს ავეჯის დიზაინერები ზოგჯერ მუზეუმის არქივებსაც კი მიმართავენ ძველი ნახაზების მოსაძიებლად. ქარხნებში კი სტილისტურად დამუშავებული ავეჯის შესაქმნელად სულ უფრო ხშირად გამოიყენება ხელით შრომა.

bxp53680hსამზარეულო მოდის კანონმდებლებად იტალიელები და გერმანელები მიიჩნევიან. თავად მათი სამზარეულოები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. გერმანული დიზაინი პრაქტიკულობისა და რაციონალურობისკენ იხრება, იტალიური სამზარეულო კი გრძნობების ჰარმონია, ექსპრესიულობა და ემოციების თავბრუდამხვევი დინამიკაა. ორივე ტიპის სამზარეულო შეიძლება იყოს როგორც მინიმალისტური, ისე კლასიკური სტილის. თუმცა დიზაინის ემოციურ მიმართულებას ეს ვერ ცვლის.

18-kitchen-design-stylesგერმანული სამზარეულოები უფრო მასიურია, ეს გერმანული საფუძვლიანობითაა განპირობებული. იტალიური სამზარეულო კი ერთგვარი სასიამოვნო სიმსუბუქის შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც მსუბუქი მუსიკა. ეს ტრადიციული იტალიური ექსპრესიულობაა.

სამზარეულოს დიზაინის შერჩევისას სახლის ან ბინის ერთიანი დიზაინიც უნდა გაითვალისწინოთ. მინიმალისტური სამზარეულო კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება ისეთ სახლში, რომელიც, მაგალითად, ეთნო-სტილშია გაფორმებული, და აქ თითქმის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის ან ხალხის ტრადიციებს მიეკუთვნება ეს „ეთნო“.

5-kitchen-design-stylesდა თუ თქვენი საცხოვრებელი ტექნო-სტილში, მინიმალიზმში, კიჩსა და რომელიმე მსგავს სტილშია დეკორირებული, კლასიკური სამზარეულო ეთნიკური ჩანართებით აბსოლუტურად შეუფერებელი იქნება.

3-kitchen-design-styles

6-kitchen-design-styles

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე