როგორ გავაფორმოთ გაზაფხულის სუფრა

სუფრაზე მწვანე ტონების შემოტანა საკმაოდ იოლია საკვების სახით: მწვანილი, ხილ-ბოსტნეული და სასმელებიც კი. მაგალითად, Art de la table-ის ფრანგი ოსტატები კი მწვანეს ლამაზი და ორიგინალური სერვირებისთვის იყენებენ. ორიგინალურობა ორ ნიუანსს ემყარება: მწვანის განსაზღვრული ტონი + დეკორატიული (სტილური) იდეა. ძირითადი ტონის მასშტაბურობა, ისევე როგორც დამატებითი ფერების, სრულიად სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს.

friday.ge შემოგთავაზებთ სერვირების მაგალითებს აღმოსავლურ და ტროპიკულ სტილში, რომლებიც გაზაფხულის ბაღის ან ზღაპრული ფერმის ატმოსფეროს ქმნის; ასევე დახვეწილ კონტრასტულ ვერსიას ბოჰემურობის მსუბუქი ანარეკლით.

N1 – ბამბუკი

პალიტრა: მწვანე  შარტრეზი, სპილოს ძვალი, შოკოლადი, თეთრი. ბუნებით და იაპონური სტილით შთაგონებული სერვირება ძალიან მსუბუქად და ბუნებრივად გამოიყურება.

variation-green-table-sets1-1

გჭირდებათ: სპილოსძვლისფერი სუფრა, ნატურალური მასალისგან დამზადებული შოკოლადისფერი ბადე, თეთრი და ყავისფერი ოთხკუთხა თეფშები, ბოკლები თეთრ და მწვანე ფეხებზე, მწვანე ქაღალდის ხელსახოცები, ბამბუკის ჩხირები და ხელსახოცები სხვადასხვა ტონებში (ღია ფერიდან მუქამდე), ცოტა ძაფი ხელსახოცების შესაკრავად.

დეტალები:

variation-green-table-sets1-2 variation-green-table-sets1-3 variation-green-table-sets1-4 variation-green-table-sets1-5 variation-green-table-sets1-6 variation-green-table-sets1-7 variation-green-table-sets1-8

N2 – ტროპიკული კუნძული

პალიტრა: ლაიმი, ყავა, თეთრი, ქვიშისფერი. სერვირების ეს იდეა წყნარი ოკეანის შორეული კუნძულების გავლენით დაიბადა, სადაც ნეონის შეხამება ნეიტრალურ პალიტრასთან ჩვეულებრივი ამბავია.

variation-green-table-sets2-1

ლაიმის ტონის სუფრა – შესანიშნავი ფონია ტროპიკების ატმოსფეროს შესაქმნელად. ამას გარდა, დაგჭირდებათ სერვირების ჩვეულებრივი საგნები (ხელსახოცები ყავის ტონში, მუქ ყავისფერ და შავფეხიანი ბოკლები, თეთრი, ოთხკუთხა თეფშები), ასევე „ბუნების ელემენტები“ – პატარა მოწნული კალათები, ნატურალური ბოჭკოების ბურთები და ბადეები, ნათელი ტონის ბამბუკის ღეროები (უნდა დაჭრათ სხვადასხვა სიგრძის ნაჭრებად).

დეტალები:

variation-green-table-sets2-2 variation-green-table-sets2-3 variation-green-table-sets2-4 variation-green-table-sets2-5 variation-green-table-sets2-6 variation-green-table-sets2-7 variation-green-table-sets2-8

N3 – ფანტაზიები ბაღიდან

პალიტრა: სალათისფერი, ცინცხალი ბალახისფერი, თაფლისფერი, სპილოს ძვალი, თეთრი. გაზაფხულის ბაღის ნაზი და რომანტიული სტილი.

variation-green-table-sets3-1

დაგჭირდებათ: სპილოსძვლისფერი სუფრა, ყვითელ-მწვანე ზოლებიანი ცელოფნის პარკი, მუქ-მწვანე ხელსახოცები (დაახვიეთ წყლის შროშანის ფორმაზე), თეთრი და მწვანე თეფშები, ბოკლები თეთრი ან გამჭვირვალე ფეხებზე, ფოტოებზე ნაჩვენები ყვავილებიანი და ეკო-დეკორი. დაწნული ბურთები შეღებეთ ორ ფერში და ხის შამფურებზე ჩამოაცვით.

დეტალები:

variation-green-table-sets3-2 variation-green-table-sets3-3 variation-green-table-sets3-5 variation-green-table-sets3-6 variation-green-table-sets3-7 variation-green-table-sets3-8 variation-green-table-sets3-10 variation-green-table-sets3-11 variation-green-table-sets3-12

N4 – ზღაპრული ფერმა

პალიტრა: ანისული, გარგარი, პიტნა, თეთრი. მსუბუქი და ჰაეროვანი სერვირება, რომელიც უხდება გაზაფხულის საუზმეს და აღდგომას, თანაც ღია ცის ქვეშ.

variation-green-table-sets4-1

დაგჭირდებათ: თეთრი, მხოლოდ არა ქსოვილის სუფრა, ღია მწვანე ფერის მაქმანის ნაჭერი ან აბრეშუმის ძაფისგან დაწნული ორგანზა (შეგიძლიათ თეთრად შეღებოთ), 3 ტონის თეფშები (ანისული, გარგარი, თეთრი), ბოკლები ორი ფერის ფეხებზე. გარდა ამისა – ღია ფორთოხლისფერი შეფერილობის ხელსახოცები (დაახვიეთ კურდღლის თავის ფორმაზე – ყურებით), მოწნული  ბურთები და პატარა პიტნისფერი ბუმბულები (ჩაამაგრეთ ბურთებში), ასევე ქაღალდის ყვავილები. ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეავსოთ ფრინველების პატარა გალიებით, რომლებიც მაგიდის ზემოთ დაიკიდება.

დეტალები:

variation-green-table-sets4-2 variation-green-table-sets4-3 variation-green-table-sets4-4 variation-green-table-sets4-5 variation-green-table-sets4-6 variation-green-table-sets4-7 variation-green-table-sets4-8 variation-green-table-sets4-9

N5 – მოლბერტი და მარგალიტი

პალიტრა: მწვანე ვაშლი, გრაფიტი-ნაცრისფერი, კრემისფერი, თეთრი.

variation-green-table-sets5-1

როგორც წინა ვარიანტში, აქაც დაგჭირდებათ თეთრი, არა ქსოვილის სუფრა და მწვანე მაქმანი (სასურველია აბრეშუმის მსგავსად მბრწყინავი) + თეფშები ორ ტონში (მწვანე და თეთრი). გარდა ამისა – ერთმანეთში ჩადებული ორი ტონის ხელსახოცები (გრაფიტი და თეთრი), მწვანე სადაფისებრი მავთული, აკრილის ქვიშისფერი კენჭები და მრგვალი ლარნაკები – მათი აკვარიუმი.

დეტალები:

variation-green-table-sets5-2 variation-green-table-sets5-3 variation-green-table-sets5-4 variation-green-table-sets5-5 variation-green-table-sets5-7 variation-green-table-sets5-8 variation-green-table-sets5-9

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე