მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

7-dry-skin

კანი პრობლემურად მიიჩნევა და ყოველ დილა-საღამოს ინტენსიური მოვლის პროცედურებს საჭიროებს.

მშრალი კანის მოვლის დილის პროცედურებია:

კანის გასუფთავება სპეციალური საშუალებებით, როგორიცაა ლოსიონი, კოსმეტიკური რძე, ცხიმიანი კრემები, შემდეგ სახის დაბანა საპნის გარეშე, კანის ტონიზირება ტუალეტის წყლის მეშვეობით, დამცავი კრემის წასმა და ბოლოს მაკიაჟის გაკეთება.

15-dry-skin

მშრალი კანის მოვლის საღამოს პროცედურებია:

მაკიაჟის  მოშორება კოსმეტიკური რძით ან სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილი საშუალებებით, სახის კანის ლოსიონით დამუშავება, დამარბილებელი კრემის წასმა, კანის მასაჟი და ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე კანიდან კრემის მოშორება.

17-dry-skin

რჩევები სახის მშრალი კანის მოვლისთვის:

12-dry-skinსახის კანის სიმშრალის გამო რეკომენდებულია მისი დაცვა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან. ამისათვის სახლიდან გასვლამდე სახეზე წაისვით კრემი, შემდეგ კი პუდრა მიიფრქვიეთ.

სახის მშრალი კანის მოვლის საშუალებებში ჩართეთ სახის კონტრასტული შხაპი, რაც კანის უკეთ კვებას უზრუნველყოფს.

გამორიცხეთ კანის საპნით დაბანა!!! სახლის პირობებში სახის ასკილისა და ოხრახუშის ნახარშით დაბანაა სასურველი.

23-dry-skin

დაბანის შემდეგ სახე მცენარეული ზეთით გაიწმინდეთ.

მოერიდეთ მზის სხივებს, რადგან ეს თქვენს ისედაც მშრალ კანს კიდევ უფრო გამოაშრობს. ნამზეურის მიღება დასაშვებია მხოლოდ დილის საათებში. ამ ტიპის კანზე კარგად მოქმედებს ტენიანი კლიმატი და ჰაერის პროცედურები.

მშრალი კანის მოვლისთვის კარგია კვირაში ერთხელ ან ორჯერ სპეციალურად ასეთი ტიპის კანისთვის განკუთვნილი ნიღბის გაკეთება. ნიღბის ჩამობანის შემდეგ აუცილებლად წაისვით სახეზე მკვებავი კრემი.

16-dry-skin

რამდენიმე ნიღაბი მშრალი კანისთვის სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მოამზადოთ:

  • კიტრის ნიღაბი – გახეხეთ კიტრის რბილობი და შეურიეთ 1 სუფრის კოვზი რძე.
  • დამარბილებელი ნიღაბი – აურიეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი ნაღები და 1 ჩაის კოვზი სტაფილო.
  • თაფლის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზი თაფლი აურიეთ რძესთან.
  • ხილის ნიღაბი – გახეხეთ მარწყვი, ჟოლო, გარგარი და მიღებულ მასას ცოტა რძე დაუმატეთ.

ამ ნიღბების სახეზე დადების წესი ერთი და იგივეა: ნიღბის მასალა სახეზე წაისვით და 15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ, შემდეგ გამდინარე წყლით ჩამობანეთ. ნიღაბი კვირაში მაქსიმუმ ორჯერ გაიკეთეთ.

არსებობს ასევე ლოსიონებიც, რომელთა სახლში მომზადებაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს:

მარწყვის ლოსიონი – 1 სუფრის კოვზი გახეხილი მარწყვი ჭიქა წყალში აურიეთ, მარლაში გაწურეთ და ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი შეურიეთ. ეს ლოსიონი მშრალ კანს წმენდს და კვებავს.

შვრიის ლოსიონი – ერთ ლიტრ ახლად ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელები და ნაყენის შეგრილების შემდეგ სახე კარგად გაიწმინდეთ.

სახამებლის ლოსიონი – მოხარშეთ 1 ჩაის კოვზი სახამებელი 1 ლიტრ წყალში და სახე ამ ნაყენით დაიბანეთ.

ამ რეკომენდაციების  გარდა,  მშრალი კანის მქონეებს სწორი კვების პრინციპების გათვალისწინებასაც გირჩევთ. თქვენს ორგანიზმს, პირველ რიგში, ზეთი და ცხიმი სჭირდება. ასევე მიირთვით კივი, თხილეული. ასევე სასარგებლოა ციტრუსი, ვაშლი, ყურძენი, რძე და ზოგადად რძის პროდუქტები.

21-dry-skin

Advertisements
Comments
2 Responses to “მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] წაისვათ. საქმე ისაა, რომ ამ ადგილებში კანი თხელი და მშრალია, ამიტომაც ფერს გაცილებით მალე იღებს, […]

  2. […] რომელთა დიდი ოდენობაც საბოლოოდ კანის სიმშრალეს, უხეშობას, უთანაბრობასა და […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე