მგრძნობიარე კანის მოვლა

თუ სახის კანი ხშირად გექერცლებათ, გიღიზიანდებათ, გიწითლდებათ და გექავებათ, ე.ი. მგრძნობიარე კანი გაქვთ, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

მგრძნობიარე კანის მოვლა ძალიან გავს მშრალი კანის მოვლას, რადგან ორივე შემთხვევაში ჯირკვლები საკმარისი რაოდენობით ცხიმს ვერ გამოიმუშავებს.

2-sensitive-skin-careმნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მგრძნობიარე კანის მოვლა სიმარტივით გამოირჩეოდეს – ეს ეხება როგორც გამოყენებული პრეპარატების რაოდენობას, ისე მათ რეცეპტურას. კანის ასეთი ტიპის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ჰიპოალერგიული კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც კანის გამაღიზიანებელ ნივთიერებებს არ შეიცავს და მათში შემავალი კომპონენტები მხოლოდ სისხლის მიმოქცევის სტიმულირებასა და აქტიური ნივთიერებების უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს.

4-sensitive-skin-care

მგრძნობიარე კანის მოვლის ძირითადი კომპონენტებია:

  1. დილაობით ოთახის ტემპერატურის წყლით დაბანა, სასურველია, გამოიყენოთ მინერალური წყალი;
  2. დამარბილებელი ცხიმებისა და ამავე მოქმედების სხვა ნივთიერებების შემცველი დღის კრემით სარგებლობა. კარგია, თუ დღის კრემის შემადგენლობაში შედის თერმული წყალი მინერალური კომპონენტებით;
  3. კანში ღამის კრემის შეზელა, რომლის ინგრედიენტებიც ხელს უწყობს უჯრედებში ჟანგბადის ცვლის აქტივაციას და ამით ნეგატიური ზემოქმედებისგან კანის საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.
  4. საღამოს მგრძნობიარე კანის რძით გაწმენდა, მასაჟი და ტონიზირება, მხოლოდ არა სპირტის შემცველი ტონიკით;

facial-treatment

მგრძნობიარე კანის სათანადო მოვლა ითვალისწინებს დიდი ოდენობით დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებისგან, ღრმა ფილინგისა და გამაგრებადი ნიღბებისგან თავის არიდებას. გარდა ამისა, სასურველი არ არის მგრძნობიარე კანის მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ დიდხანს გაჩერება.
მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი ნატურალური მკვებავი ნიღბები გაღიზიანებული კანის დაცხრობასა და მისი ფერის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. სასურველია ეს ნიღბები ნახევარი საათით გაიჩეროთ სახეზე და შემდეგ გამდინარე წყლით ჩამოიბანოთ. პროცედურა ყოველდღე ჩაიტარეთ მთელი თვის განმავლობაში.

კიტრის ნიღაბი: სახეზე დაიფინეთ კიტრის ნაჭრები ან პიურე. ნიღაბი სახის კანს დაარბილებს და ფერს გაგიუმჯობესებთ.

6-sensitive-skin-care

გარგარის ნიღაბი: თუ ალერგია არ გაქვთ, გათალეთ გარგარი, რბილობი დაჭყლიტეთ ან გახეხეთ და კანზე წაისვით. ეს ნიღაბიც კანს არბილებს და გარდა ამისა, ძალიან შველის მზის სხივებისგან ზედმეტად დაზიანებულ კანს.

7-sensitive-skin-care

კომბოსტოს ნიღაბი: სახის კანის ზეითუნის ზეთით გაწმენდის შემდეგ 20 წუთით დაიდეთ სახეზე კომბოსტოს ფაფა. ნიღაბი კანს დაგირბილებთ.

8-sensitive-skin-care

კარტოფილის ნიღაბი: მოხარშეთ კარტოფილი და გაფრცქვენით, შემდეგ დაჭყლიტეთ და კვერცხის გული აურიეთ. მიღებული მასით სახე გაიწმინდეთ, ეს ნიღაბი სახის კანს მოქნილობას მიანიჭებს.

9-sensitive-skin-care

Advertisements
Comments
2 Responses to “მგრძნობიარე კანის მოვლა”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] რეკომენდაციების  გარდა,  მშრალი კანის მქონეებს სწორი […]

  2. […] ქალს შეუძლია, გამონაკლისი მხოლოდ ჰიპერ-მგრძნობიარე კანის მქონენი არიან. და ყველაზე […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე