მარგალიტები იაპონიიდან

მარგალიტის კულტივირების ტექნოლოგია, რომელიც ცოტა განსხვავდება დღეისთვის მთელ მსოფლიოში მიღებული მეთოდებისგან, პირველად იაპონიაში შეიმუშავეს. ამ ტექნოლოგიამ მარგალიტის  ულამაზესი სამკაულები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

იაპონელები მოლუსკის ფოსოში ათავსებენ სხვა მოლუსკის სხეულიდან აღებულ პატარა, სადაფის მსგავს ბურთულას, საიდანაც შემდეგ მაგრალიტი გამოყავთ. იაპონურ მარგალიტს უბირთვო მარგალიტი ქვია და რენტგენის აპარატის მეშვეობით ნებისმიერი სხვა წარმოშობის ეგზემპლარისგან იოლი გასარჩევია – დასხივების დროს მარგალიტის შიგნით არანაირი უცხო სხეული არ გამოჩნდება.

იაპონიაში გამოყვანილი მარგალიტი გარდა ტრადიციული ფერებისა, შეიძლება იყოს მოოქროსფრო და მომწვანო.

12-japanece-pearls 15-japanece-pearlsმარგალიტის ზოგიერთ ფერმაში ძვირფასი ვარდისფერი და სპილენძისფერი მარგალიტიც კი გამოყავთ.

10-japanese-pearls 11-japanese-pearlsდღეს იაპონიაში მარგალიტების წარმოების სამი ძირითადი, მსხვილი ცენტრი არსებობს: სანაპირო ქალაქი ტობა, ტბა ბივა და კუნძულ კიუსიუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე სასებოს ყურე.

მარგალიტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია იმდენად სრულყოფილია, რომ უვარგისი პროდუქციის წარმოების ალბათობა თითქმის ნულზეა დაყვანილი. დანაკარგისა და გაფუჭებული მარგალიტის მიღების პროცენტიც ძალიან მცირეა.

წარმოების ხერხების განვითარების მეშვეობით საქმე იუველირებსაც გაუიოლდათ, რადგან დღეს სამკაულისთვის ერთნაირი მარგალიტების შერჩევა შესაძლებელი და მარტივი გახდა.

6-japanese-pearlsკულტივირების მეთოდით უამრავი, ყველა მაჩვენებლით პრაქტიკულად აუთენტური მარგალიტის მიღება შეიძლება.  ბუნებრივია, ამან ფასზეც იმოქმედა. დღეს მარგალიტიანი სამკაული საზოგადოების თითქმის ყველა ფენის წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომია.

2-japanese-pearlsმართალია, იაპონია „კულტივირებული მარგალიტის“ სამშობლოა, მაგრამ ის ამ პროდუქტის წარმოებაში ლიდერად ვერ იქცა. ამაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, კერძოდ, ტერიტორიის უკმარისობამ, არც მთლად ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა და ლოკალური ხასიათის ეკოლოგიურმა პრობლემებმა.

იაპონელი ბიოლოგები მაინც აგრძელებენ კვლევებს მოლუსკების სასიცოცხლო ფუნქციების შესწავლის კუთხით და დრო და დრო ახალ-ახალ აღმოჩენებსაც აპატენტებენ.

იაპონური მარგალიტის წარმოება ფართოდ გაიშალა ჩინეთში, სადაც ამ დარგისთვის გაცილებით ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია.

1-japanese-pearls

Advertisements
Comments
One Response to “მარგალიტები იაპონიიდან”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] საყურეები ექსკლუზიურ მოდელებად მზადდება და ყოველ კლიენტს საშუალება […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე