ინტერიერის დიზაინის პროგრამები. ნაწილი I

თუ სახლში რემონტი წამოიწყეთ და საკუთარი უნიკალური პროექტის გაკეთება გსურთ, არ იქნებოდა ცუდი,  დიზაინიც თავადვე გაგეკეთებინათ – არც ბევრი წვალება უნდა და რაც მთავარია, არც ძვირადღირებული დიზაინერის მოწვევაა საჭირო. არსებობს ინტერიერის დიზაინის უამრავი 3D პროგრამა, რომლებიც რემონტის დროს არასასიამოვნო სიურპრიზებს მინიმუმამდე დაიყვანს.

VisiCon

4-int-design-visiconVisiCon – ეს პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი შედარებით მარტივია – დამწყებთათვის, ხოლო მეორე ვიზიქონ პრო – უფრო განვითარებული და გაცილებით რთული.

განსხვავება ფუნქციონალში, ელემენტების რაოდენობასა და ასევე დანიშნულებაშია. ვიზიქონ პრო ვერსია უფრო ორგანიზაციებისთვისაა, ხოლო მარტივი ვერსია – ინდივიდუალური გამოყენებისთვის.

ამიტომ ყურადღებას მარტივ ვერსიაზე გავამახვილებ. მისი საშუალებით შეიძლება შეიქმნას სამზარეულოს, სააბაზანოს, საძინებლისა და სხვა ნებისმიერი ოთახის დიზაინი, ასევე გაკეთდეს მთლიანად ბინის გეგმა, შეირჩეს ავეჯი და ინტერიერის ფერები.

1-int-design-visiconპროგრამა იმდენად მარტივია, რომ მისი შესწავლა შეუძლია ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, რომელსაც არანაირი სპეციფიკური ცოდნა და უნარ-ჩვევა არ აქვს. ინტერფეისი საკმაოდ იოლი აღსაქმელია და ამასთანავე, მარტივია ამობეჭდვის ფუნქციაც.

2-int-design-visiconმასში ფაქტობრივად ყველა საჭირო დეტალია გათვალისწინებული.

ავეჯი და აქსესუარები საკმარისი რაოდენობითაა. არჩევანის ასეთი მრავალფეროვნება საბოლოო შედეგის უკეთესად აღქმის საშუალებას იძლევა. დიზაინის პროგრამის დემო ვერსია გარკვეული შეზღუდვების ფუნქციითაა წარმოდგენილი. მაგალითად, ვერ შეძლებთ მომზადებული პროექტის შენახვას, თუმცა, ოფიციალურად ყიდვის შემთხვევაში ყველა საჭირო ფუნქცია გარანტირებულია.

IKEA Home Planner

ikea-home-planner-3ავეჯისა და სხვადასხვა სასარგებლო და ლამაზი აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Ikea მომხმარებლებს ასევე სთავაზობს, გახდნენ საკუთარი სახლის დიზაინერები: დამოუკიდებლად შეარჩიონ ინტერიერი სააბაზანოსთვის, საბავშვო ოთახისა თუ საძინებლისთვის თავიანთი ინტერიერის დიზაინის უფასო პროგრამის IKEA Home Planner-ის საშუალებით.

ვისაც ინგლისურ ენასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვს, შეუძლია გამოიყენოს პროგრამა რუსული ინტერფეისით, თუმცა, ეს ნაწილობრივ დაგეხმარებათ, რადგან დიზაინის ზოგიერთი ელემენტი არაა გადათარგმნილი, სამაგიეროდ, რჩევები მთლიანად რუსულადაა მოცემული.

ამ შემთხვევაშიც კი პროგრამა იმდენად მარტივი და გასაგებია, რომ მისი ასავალ-დასავლის გაგება არ გაგიჭირდებათ. ძალიან მარტივია, მაგალითად ინტერიერის საგნების გადაადგილება და საჭირო ადგილზე განთავსება, ფერისა და ტექსტურის შეცვლა, შედეგი კი  3D-ში შეიძლება ნახოთ.

8-int-design-ikea-home-planner

გასაგებია, რომ პროგრამა ძირითადად IKEA-ს ავეჯზეა ორიენტირებული, მაგრამ არჩევანი იქაც დიდია. პროექტები შეიძლება შეინახოთ bmp ფორმატში.

სამწუხაროდ, ამჟამად იკეას ოფიციალურ საიტზე აღარ არის IKEA Home Planner-ის მხარდაჭერა, არის მხოლოდ სამზარეულოს ონლაინ კონსტრუქტორი. მაგრამ დიზაინის პროგრამა დარჩა და მუშაობის სიმარტივისა და ასევე უფასო გავრცელების გამო ის ბევრმა შეიყვარა.

10-int-design-ikea-home-planner 11-int-design-ikea-home-planner

Advertisements
Comments
2 Responses to “ინტერიერის დიზაინის პროგრამები. ნაწილი I”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] პროპორციები იცვლებოდა, სახლის ინტერიერის დიზაინის პროექტიც შემუშავდა. ამის შემდეგ კი პროექტის […]

  2. […] პროგრამაზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენს ერთ-ერთ პოსტში, დღეს კიდევ ორი პროგრამას – Sweet Home 3D-სა […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე