ბიჟუტერიის კანონი: არაფერი ზედმეტი

მძივები, სამაჯურები, გულსაბნევები და საყურეები  საკუთარი იმიჯის ხაზგასასმელად ყველაზე უბრალო და ხელმისაწვდომი საშუალებაა.

26-costume-jewelleryბიჟუტერია ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე საიუველირო სამშვენისები – ისინი სტილთან თავისუფალი ექსპერიმეტირების მეტ საშუალებას იძლევა.

როგორ უნდა შევარჩიოთ და ვატაროთ ბიჟუტერული ნაწარმი, რომ თავიდან ავიცილოთ უგემოვნობა და ვულგარულობა?

ჩვეულებრივ, ყველაფრი იმაზეა დამოკიდებული, რა გაცვიათ, როგორი ფეხსაცმელი გაცვიათ და სად მიდიხართ. ცხადია, ქორწილზე, ექიმთან ან წვეულებაზე წასასვლელად სხვადასხვანაირად ვიცვამთ. ამიტომ ყველაზე პოპულარული სამშვენისების ტარებასთან დაკავშირებით საჭიროა რამდენიმე უნივერსალური წესის დამახსოვრება.

საყურეები
პატარა საყურეები ქვის გარეშე ან ერთი პატარა ქვით პრაქტიკულად ყველა სიტუაციისთვის შესაფერისია.

საყურეები გრძელი საკიდებით შეიძლება ატაროთ საზეიმო, მაგრამ არც ისე ფორმალურ შეხვედრაზე.

რგოლები ძალიან ცუდად შეეხამება საქმიან ტანსაცმელს და უფრო მიზანშეწონილია გასართობი ადგილებისთვის.

დიდი საყურეები, რომლებიც სხვადასხვა ფერის ქვებითაა გაფორმებული, მხოლოდ საღამოს კაბებთან შეიძლება ატაროთ.

30-costume-jewellery

ბეჭდები და პერსტენები

ერთმნიშვნელოვნად ცუდ ტონად მიიჩნევა ერთ ხელზე სხვადასხვა ლითონის ან სხვადასხვა ფერის ქვებიანი ბეჭდების ტარება. გამონაკლისი მხოლოდ ის ბეჭდებია, რომლებიც თავიდანვე სხვადასხვა მასალითაა გაკეთებული. თუ ატარებთ საქორწინო ბეჭედს და გინდათ კიდევ ერთი, აარჩიეთ იმავე ფერის ბეჭედი, როგორიც საქორწინო ბეჭედია.

ბეჭედი-კასტეტები (რამდენიმე თითზე ერთდროულად) და პერსტენები დიდი თვლით შეუფერებელია სამსახურისთვის.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ბეჭედი უხდებოდეს სამაჯურს. რომ არ გადავაბიჯოთ ვულგარულობის ზღვარს, სჯობს ისინი ერთდროულად არ ვატაროთ. გამონაკლისი ღამის კლუბებია.

20-costume-jewellery

სამაჯურები

სამაჯურის ფერი და ფაქტურა დანარჩენი სამოსის რომელიმე ელემენტს რამენაირად უნდა ეხამებოდეს.

სამსახურში შეუფერებელია სამაჯურები, რომლებიც სიარულისას წკრიალებს ან სამუშაო მაგიდას უწკაპუნებს. ეს ძალიან გამაღიზიანებელია გარშემომყოფთათვის.

სამაჯურები ეთნიკურ სტილში კარგად შეეხამება მხოლო ე.წ. ეკო-ტანსაცმელს ორგანული ბამბის, ნატურალური ტილოს და ველური აბრეშუმისგან, თუმცა, ხშირად შეუსაბამოდ გამოიყურება სინთეტიკურ ტანსაცმელთან.

ყელსაბამები

კისერზე ერთზე მეტი აქსესუარი ცუდი ტონია. არ აქვს მნიშვნელობა, რას ატარებთ – თხელ ჯაჭვს ჯვრით, მძივებს თუ კოლიეს.

სასურველია, არ მოახდინოთ ჯვრისა და სხვა სამკაულების დემონსტრირება, რომლებზეც რელიგიური სიმბოლოებია გამოსახული  და ისინი ტანსაცმლის ქვეშ ატაროთ.

ყველაზე მომგებიანი მძივი, რომლის ტარებაც პრაქტიკულად ნებისმიერ ტანსაცმელზე შეიძლება, ესაა თეთრი ან შავი ხელოვნური მარგალიტი.

არ დაგავიწყდეთ, რომ ბიჟუტერია – ძლიერი აქცენტია. ამიტომ  ბეჭდის, სამაჯურისა და სხვა აქსესუარის შერჩევისას არ ღირს იმის დავიწყება, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ხელებს (მანიკიურის ხარისხი), ასევე  თმის ვარცხნილობასა და სახის კანის მდგომარეობას, რადგან საყურეები ერთმნიშვნელოვნად იზიდავს მათკენ ყურადღებას.

1-bijouterie

Advertisements
Comments
2 Responses to “ბიჟუტერიის კანონი: არაფერი ზედმეტი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] დამფუძნებელმა ალანია დივაინმა (Alanya Divine) უნიკალური საავტორო სამკაულები შექმნა, რომლებიც ფენტეზის […]

  2. […] რგოლებისგან დამზადებული ძეწკვების, კოლიეებისა და სამაჯურების გაპრიალებისას ფიზიკურ ძალას […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე