რა ახდენს შაკიკის პროვოცირებას?

woman-migraine

შაკიკი პლანეტის ყოველ მეშვიდე მკვიდრს აწუხებს, ქალები კი ამ დაავადებით მამაკაცებზე 3-4-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან. რა დაავადებაა შაკიკი და რა ახდენს მის პროვოცირებას?

შაკიკის მეორე სახელწოდება Hemicrania ძველბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს, რაც თავის ნახევარს ნიშნავს. მართლაც, შაკიკის დროს ტკივილი ძირითადად თავის ერთ მხარეს წარმოიშობა.

თუ ტკივილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკვეთრად ცალმხრივია, ეს საფრთხის მანიშნებელია და შესაძლოა, თავის ტვინში ფართომასშტაბიანი პროცესის, მაგალითად, სიმსივნის წინაპირობა იყოს.

შაკიკის დროს თავის ტკივილის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, 4-დან 72 საათამდეა (თუ ტკივილის შეწყვეტა მედიკამენტების მეშვეობით არ მოხდება), თუმცა, ადამიანი თავს ცუდად შეტევამდე და შეტევის შემდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობს.

როდის ჩნდება შაკიკი

შაკიკის შეტევები, ჩვეულებრივ, 18-დან 33 წლამდე შუალედში იწყება. ამ დაავადების გამძაფრების, ანუ შეტევების გახშირების ასაკი კი 30 წლიდან 40-მდე ასაკია. თუმცა გოგონებს შაკიკის შეტევები სქესობრივი მომწიფების პერიოდშიც შეიძლება დაეწყოთ.

stress

შაკიკი ხანდახან მემკვიდრეობითაც გადადის, ამიტომ ამ დაავადებას ხშირად ოჯახური ხასიათი აქვს. თუ ორივე მშობელი შაკიკით იტანჯება, ბავშვის დაავადების რისკი 100-დან 90%-ია. თუ შაკიკის შეტევები მხოლოდ დედას აქვს, რისკი 72%-მდე მცირდება, ხოლო თუ მამას – რისკი მხოლოდ 30%-ია. შაკიკით დაავადებული მამაკაცების დედები ამავე ავადმყოფობით 4-ჯერ უფრო მეტ შემთხვევებში იყვნენ ავად, ვიდრე მამები.

შაკიკი აურის გარეშე – ტიპური შაკიკი

შეტევის დროს ადამიანს ზომიერი ან გამოხატულად ინტენსიური, მფეთქავი ტკივილი აწუხებს. როგორც წესი, თავის მხოლოდ ცალ მხარეს. შაკიკით დაავადებული ადამიანების 80-90% სწორედ ამ ტიპის შაკიკით იტანჯება. შეტევის ხანგრძლივობა 4-72 საათია.

1-hemicrania

თავის ტკივილს თან შემდეგი სიმპტომები ახლავს:

  • გულისრევის შეგრძნება და/ან ღებინება
  • ფოტოფობია (გაძლიერებული მგრძნობელობა სინათლისადმი)
  • ფონოფობია (გაძლიერებული მგრძნობელობა ხმაურისადმი)
  • ოსმოფობია (გაძლიერებული მგრძნობელობა სუნებისადმი).

შაკიკის დროს ფიზიკური აქტიურობა თავის ტკივილს აძლიერებს.

შაკიკი აურით – კლასიკური შაკიკი

შაკიკისთვის დამახასიათებელ ჩვეულ სიმპტომებთან ერთად, თავის ტკივილის დაწყებამდე ცოტა ადრე ჩნდება გარკვეული ნევროლოგიური მოვლენები და 20-დან 60 წუთამდე გრძელდება. სწორედ ამ სიმპტომებს ეძახიან შაკიკის აურას. ყველაზე ხშირია მხედველობის დარღვევები: ვარსკვლავები, ზიგზაგები, ბრმა ლაქები. ზოგჯერ კი ჩნდება ლაპარაკის უნარის დარღვევა, კუნთების სისუსტე, აღქმის, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ჭიანჭველების სირბილის მსგავსი შეგრძნება ხელის თითებში, რომელიც თანდათანობით სახისკენ მიიწევს.

რა იწვევს შაკიკს?

არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც შაკიკის პროვოცირებას იწვევს.

ფაქტორებიდან ესენია: მზის კაშკაშა შუქი, სინათლის ციმციმი (ტელევიზორი, კომპიუტერი), ხმამაღალი ან მონოტონური ხმაური, ძლიერი სუნები, ამინდის ცვლილება.

stressed-out

საკვებიდან: კონსერვირებული ხორცი, ყველი, ციტრუსი, შოკოლადი, ბანანი, ჩირი, ქაშაყი, თხილი, მზესუმზირა, პარკოსნები, რძე, წითელი და შუშხუნა ღვინო, ლუდი, ჩაი, ყავა, კოკა-კოლა.

ფსიქოგენური ფაქტორებიდან შაკიკის მიზეზი შეიძლება იყოს: სტრესი, ხანგრძლივი დასვენება, გამოუძინებლობა, განტვირთვა მოჭარბებული დადებითი ან უარყოფითი ემოციების მიღების შემდეგ.

მენსტრუალური ციკლი: ბევრ ქალბატონს შაკიკი ყველაზე ხშირად აწუხებს მენსტუაციამდე რამდენიმე დღით ადრე, შემდეგ ან თავად ციკლის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, თავის ტკივილის შეტევები აწუხებთ ფეხმძიმობის დროს, ბავშვის გაჩენიდან ერთი თვის შემდეგ ან მენოპაუზის დროს.

მედიკამენტებიდან შაკიკის გამომწვევი შეიძლება იყოს: ორალური კონტრაცეპტივები, ჰორმონალური თერაპია, ნიტრატები, რეზერპინი.

woman-migraine-2

შაკიკის გამომწვევი სხვა ფაქტორები: ჰიპოგლიკემია (შიმშილი), ვესტიბულარული გამაღიზიანებლები (ავტომობილით, მატარებლით ან სხვა ტრანსპორტით მგზავრობა), გაუწყლოვნება,  ორგანიზმის ჰორმონალური ცვლილებები და სექსიც კი.

შაკიკის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი – შიმშილი ან საკვების არასაკმარისად მიღებაა. განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებს ეხებათ – ვისაც შაკიკი აწუხებს, არასდროს უნდა გამოტოვოს საუზმე! ქალებში უმნიშვნელოვანისი პოტენციური ტრიგერი ჰორმონების მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული მერყეობაა.

ეს და სხვა ტრიგერების უმეტესობა, ამა თუ იმ ხარისხით, სტრესია, რაც ადასტურებს ვარაუდს, რომ შაკიკით დაავადებული ადამიანები ცვლილებებზე ცუდად რეაგირებენ.

შესაბამისად, ყველასთვის, ვისაც შაკიკი ხშირად აწუხებს, სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

migraine3

Advertisements
Comments
One Response to “რა ახდენს შაკიკის პროვოცირებას?”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] წინაშე აღმოჩნდებით. ბევრი ჭამა სტესს ვერაფერს უშველის, ზედმეტ კილოგრამებს კი სულ იოლად […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე