ნერვული ბულიმიის სიმპტომები

ნერვული ბულიმია არის დიდი ოდენობის საკვების ეპიზოდური, უკონტროლო ჭამა შემდგომი პირღებინებით სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენებით, შიმშილობა ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სხეულის მასის მატების პროცესის შესაჩერებლად (ზედმეტი საკვების მიღების შეტევები შემდგომ კუჭის ხელოვნული დაცარიელებით).

ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ ნერვული ანორექსია და ნერვული ბულიმია – ეს არა ორი სხვადასხვა დაავადება, არამედ ერთი ავადმყოფობის სტადიებია, რომლის დროსაც საკვების თვითშეზღუდვა შეიძლება ბულიმიაში ან ნერვულ ანორექსიაში გადაიზარდოს.

ამ დროს ავადმყოფი გარკვეული დროის განმავლობაში ზღუდავს საკვების მიღებას, შემდეგ კი შიმშილს ვეღარ უმკლავდება და ძალიან ბევრ საჭმელს ერთად შთანთქავს: დროთა განმავლობაში კი ბულიმია ვითარდება. მართალია პაციენტები ახერხებენ ჭამის შემდეგ საკვების ორგანიზმიდან ხელოვნურად „ევაკუირებას“, მაგრამ სასურველ ეფექტს – წონის დაკლებას ცოტა თუ აღწევს. პირიქით, სხეულის წონა თანდათანობით იზრდება, რაც პაციენტს მის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ-ახალი მეთოდების ძებნისკენ უბიძგებს.

გარკვეული დროის შემდეგ ჰიპერფაგია შემდგომი ხელოვნული პირღებინებით აკვიატებულ იდეად და ჩვევად იქცევა, თუმცა, საკვების მიღების პროცესი ავადმყოფებს კვლავინდებურად სიამოვნებას ანიჭებთ. ამასთან ერთად, შეიძლება დეპრესია და უსაფუძვლო ეიფორიაც კი გაჩნდეს.

ფსიქიატრიაში ბულიმიით დაავადების დადგენის ერთ-ერთი კრიტერიუმი სხეულის ნორმალურთან შედარებით გაცილებით მცირე სასურველი წონაა.

9-effects_of_bulimia

ბულიმიას ასევე ახასიათებენ, როგორც ფსიქოსომატურ სინდრომს, რომელსაც „მგლის მადა“ სდევს თან. გასუქების შიშით ავადმყოფები ხშირად ჭამის უმალვე ხელოვნურად იწვევენ პირღებინებას და/ან ცდილობენ საკვების მიღების შეზღუდვას ამისთვის მედიკამენტებისა და ინტენსიური სპორტული ვარჯიშის გამოყენებით.

ბულიმიით დაავადება ძირითადად 15-დან 30 წლამდე ქალებს ახასიათებთ.

ბულიმიურ „ჭამისა და ღებინების სცენებს“ მიეკუთვნება იმპულსური ქმედება მკვეთრად გამოხატული ნერვული დაძაბულობის ფონზე და შესრულებული სრულ სიმარტოვეში. თუ სცენაზე სხვა ადამიანები ან რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები ჩნდება, ზემოთხსენებული ქმედებები წყდება და იმალება.

ავადმყოფები ბევრი საჭმელის მიღებისთვის ხშირად სპეციალურად ემზადებიან და წინასწარ უამრავ პროდუქტს ყიდულობენ.

ისინი ყველაფერს ასაიდუმლოებენ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს დაავადება თავს არ გაამჟღავნებს და მთელ ცხოვრებისეულ სიტუაციას თავდაყირა არ დააყენებს: დაავადებულის ცხოვრებაში საჭმელზე ფიქრი სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს, ოჯახური, პირადი და პროფესიული პრობლემები უკანა პლანზე გადადის და თავს იჩენს მრავალი თანმდევი სომატური შედეგი. საუბარია, პრიველ რიგში, დაავადების ქრონიკულ ფორმაზე, რომელსაც ადრე თუ გვიან სამედიცინო ჩარევა დასჭირდება.

ბულიმიით დაავადებულ ადამიანებს უჭირთ ქცევის ჩვეულ ფორმებზე უარის თქმა. ბულიმია ნერვული ანორექსიისგან როგორც პიროვნული, ისე ქცევითი თვალსაზრისით განსხვავდება: ნერვული ანორექსიით დაავადებულებიც იწვევენ პირღებინებას სხეულის წონის შემცირების მიზნით, პირველ რიგში, გარდაუვალი ოჯახური სადილების შემდეგ ან სტაციონარული მკურნალობის დროს. ავადმყოფები ჩუმად შედიან საპირფარეშოში და თავისუფლდებიან მიღებული საკვებისგან.

2-effects_of_bulimia

ანორექსია არ ხასიათდება ე.წ. მგლის მადის შეტევებით. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში თავს შიმშილის ღამეული შეტევები იჩენს: საავადმყოფოში მწოლი ავადმყოფები ღამით დგებიან, ჩუმად იპარებიან სამზარეულოში და ჭამენ, რასაც მაცივარში იპოვნიან. ანორექსიასაც ახასიათებს გახდომის ზეფასეული იდეის ნეგატიური, თვითგამანადგურებელი შედეგები – ამ იდეით შეპყრობილი პაციენტები თავიანთი სხეულის რეალური წონის იგნორირებას ახდენენ.

ბულიმიის ადეკვატური მკურნალობის შერჩევას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება ავადმყოფის თავისებურებათა გათვალისწინება, კერძოდ, მისი ასაკის, მოტივაციის, ქრონიკულობის, ადეკვატური თვითშეფასების უნარის, ფიზიკური და ფსიქიკური აშლილობის სიმძიმის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, სუიციდის საფრთხის და ა.შ.

სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სკოლების წარმომადგენლები ბულიმიის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს ასახელებენ – კლასიკური ფსიქოანალიზიდან ოჯახურ თერაპიამდე, ქცევითი თერაპიიდან ინდურ მედიტაციამდე და სტაციონარულ ან ხანგრძლივ ამბულატორიულ მკურნალობამდე.

პოსტის დასასრულის წასაკითხად გადადით ამ ლინკზე.

8-effects_of_bulimia

Advertisements
Comments
One Response to “ნერვული ბულიმიის სიმპტომები”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] პოსტის დასაწყისი წაიკითხეთ ამ ლინკზე. […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე