ინტერნეტთაღლითობის ყველაზე გავრცელებული სქემები

9-int-secთაღლითობა ინტერნეტში ახალი ამბავი არ არის, თუმცა,  ფულის შოვნის ზოგიერთი სქემა დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით მოქმედებს და თაღლითებისთვის საკმაო მოგება ჯერ კიდევ მოაქვს.

2-int-secამ პოსტში შევკრიბეთ ინტერნეტ თაღლითობის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მეთოდი.

ყალბი ნივთები აუქციონებზე

ონლაინ აუქციონებზე, მათ შორის eBay-ზეც საკმაოდ ხშირია ყალბი საქონელი. მაიკლ ჯეკსონის ხელთათმანსა თუ ელვის პრესლის 1973 წლის საკოლექციო ფირფიტაზე ვაჭრობა ზოგიერთისთვის შეიძლება მეტად მომხიბლავიც იყოს, მაგრამ მაინცდამაინც თავის დაკარგვა არ ღირს, რადგან გასაყიდად გამოტანილი ნივთები, შესაძლოა, ყალბი აღმოჩნდეს.

8-int-secასეთი ფაქტები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. და მიუხედავად იმისა, რომ eBay-ს თაღლითების გამოსავლენად სპეციალური კომისიაც აქვს შექმნილი, ყალბი ნივთის შემოსაღების ალბათობა მაინც არის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნამდვილობის დამადასტურებელი სერთიფიკატი არსებობს.

გარდა ამისა, ინტერნეტ აუქციონებზე  თაღლითები თანამოაზრეებთან ერთად ფასების ხელოვნურ აწევას ახდენენ. თუ აუქციონზე თქვენი კონკურენტის გვარი სხვა აუქციონების მყიდველთა სიებში ხშირად ფიგურირებს, დიდი ალბათობაა, „ფასის ამწევი“ იყოს და ცდილობდეს, მეტი გადაგახდევინოთ.

კიდევ ერთი რჩევა. არასოდეს გადარიცხოთ ფული წინასწარ. თუ არაფერს გამოგიგზავნიან, რაც არცთუ იშვიათად ხდება, შემდეგ თანხის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

საბანკო თაღლითობა – ფიშინგი

ფიშინგი ინტერნეტთაღლითობის საკმაოდ პოპულარული სახეობაა. თუ თქვენ ბანკიდან მეილი მიიღეთ, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიღაც თქვენი ანგარიშის ნომრის გამოყენებას ცდილობს და მისი დაბლოკვისთვის ბანკს თქვენი პირადობის დამადასტურებელი ინფორმაციის მიწოდება ესაჭიროება, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ.

4-int-secბანკები არასოდეს ითხოვენ მსგავსი ტიპის ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით, სამაგიეროდ ასე თაღლითები იქცევიან.

როდესაც ფიშერები პირად ინფორმაციას იღებენ, მას საბანკო ანგარიშზე წვდომის მისაღებად იყენებენ. ასეთივე სქემები მოქმედებს საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებითაც. ამიტომ ბარათის მონაცემები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცეთ.

აფიორა: თქვენ მოიგეთ უფასო Xbox!

ყოველთვის, როცა ინტერნეტში უფასოდ გთავაზობენ იმას, რაც ჩვეულებრივ, ფული ღირს, მეტად ფრთხილად უნდა იყოთ.

Get-A-Free-Xbox-360ბილ გეითსი ცნობილი ფილანტროპია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ Microsoft ათასობით უფასო Xbox-ს დაარიგებს.

იმ პროდუქციის მწარმოებლები, რომელიც თქვენ ელექტრონული შეტყობინების თანახმად „მოიგეთ“, კომერციული ორგანიზაციებია და მათ გეგმებში ათასობით Xbox-ის, iPod-ისა და სხვა გაჯეტების დარიგება არ შედის.

11-int-secასეთ აფიორებში, ჩვეულებრივ, მიტანის ღირებულების წინასწარ გადარიცხვას ითხოვენ, როგორც წესი, 10 დოლარს მაინც.

აფიორა ქველმოქმედების სახელით

17-int-secროდესაც რაიმე ტრაგედია ხდება, რომლის შედეგების შესამსუბუქებლად ქველმოქმედებაა საჭირო, ჩვეულებრივ, აქტივიზდებიან არა მხოლოდ საქველმოქმედო ფონდები, არამედ თაღლითებიც.

თუ თქვენ იღებთ წერილს, სადაც ქველმოქმედებას გთხოვენ, თანხის მაშინვე გადარიცხვა არ ღირს. 100 პროცენტით დარწმუნდით, რომ ასეთი ორგანიზაცია არსებობს, ეს სახსრები იმას მოხმარდება, რაც ნათქვამი იყო და ფული მხოლოდ ამის შემდეგ გადარიცხეთ.

არაა რეკომენდებული მიუთითოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, თუნდაც პასპორტის ნომერი. თუ დახმარება გინდათ, შეგიძლიათ მიმართოთ მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც გაჭირვებულებთან პირდაპირ კავშირშია.

შანტაჟი

შანტაჟიც ასევე გავრცელებული ფორმაა. მსხვერპლი იღებს მუქარით სავსე წერილს მისი ან მისი ახლობლის გატაცებისა და მკვლელობის შესახებ თუ გამომგზავნის ანგარიშზე გარკვეული თანხა არ გადაირიცხება. რა თქმა უნდა, ესეც აფიორაა. თუნდაც თქვენ გრძნობდეთ, რომ ვიღაცას მართლა შეუძლია მოიტაცოს თქვენი ახლობელი ან აქვს კომპრომატები, ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს სამართალდამცავებს მიმართოთ.

16-int-secარსებობს საპირისპირო სიტუაცია: როდესაც წერილი „გამომძიებლისგანაა“, რომელსაც თქვენ შესახებ ინფორმაცია დაკავებული დამნაშავის ჩანაწერებიდან აქვს. სინამდვილეში თაღლითებს მხოლოდ პირადი ინფორმაციის გამოძალვა სურთ.

15-int-secანუ, ისევ და ისევ, ინტერნეტში თქვენი სახსრების დაცვის ერთადერთი საშუალება არსებობს – არასოდეს არავის შეატყობინოთ თქვენი პირადი ინფორმაცია.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე