მსოფლიოს პირველი სუპერმარკეტი

firssupermarketwoolwartfridayჯერ კიდევ XIX საუკუნეში არავინ იცოდა რა იყო სუპერმარკეტი – ყიდვა-გაყიდვის პროცესი გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთობაზე იყო დამყარებული.

არ არსებობდა ფიქსირებული ფასები – გამყიდველი საქონლის ფასს ძალიან ხშირად კონკრეტული მყიდველის მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით, შეთანხმების საფუძველზე ადგენდა და ცხადია, ასეთი წესი ხშირად სულაც არ იყო სამართლიანი.

ასე გრძელდებოდა, სანამ ახალგაზრდა ამერიკელმა ფრენკ ვულვორთმა ყოველ გასაყიდ ნივთს ოფიციალური ფასი არ დაადო.

ფრენკ ვულვორთი ტიპური სოფლის მაცხოვრებელი იყო. მას არასოდეს გამოუვლენია განსაკუთრებული ლტოლვა განათლების მიღების მიმართ და 21 წლამდე მშობლების მიწაზე მუშაობდა. შემდეგ კი სახლი დატოვა და ქალაქ ლანკასტერში გადასახლდა (პენსილვანიის შტატი), სადაც დიდხანს ცდილობდა რაიმე სამუშაოს მოძებნას.

7firssupermarketwoolwartfridayბოლოს და ბოლოს იგი ვინმე მისტერ მურის დუქანში გამყიდველის თანაშემწედ აიყვანეს. თუმცა ფრენკს არც ვაჭრობაში გამოუვლენია განსაკუთრებული ტალანტი. მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სიმორცხვე იყო, მაშინ, როცა ყოველი ნივთი გაცხარებული ვაჭრობის შედეგად იყიდებოდა. შესაბამისად, ფრენკი ძალიან ცოტას ყიდდა.

მისტერ მური მას ხშირად ადარებდა სკოლის მოსწავლეებს და ამბობდა, რომ პატარა ბავშვებს მეტის გაყიდვა შეუძლიათ, ვიდრე ზრდასრულ ვულვორთს. ხშირად იმასაც წამოაძახებდა, რომ ხელფასს ტყუილად უხდის. თუმცა იმას, რასაც ფრენკ ვულვორთი მისტერ მურის დუქანში იღებდა, ხელფასი მეტად პირობითად ერქვა.

6firssupermarketwoolwartfridayერთი სიტყვით, არც თავად და არც მის გარშემომყოფებს ეპარებოდათ ეჭვი, რომ ფრენკ ვულვორთს დარჩენილი ცხოვრების სიღატაკეში გატარება მოუწევდა.

თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა – მისტერ მურმა ვულვორთი მარტო დატოვა მაღაზიაში.

ცხადია ფრენკი უკმაყოფილო იყო, რადგან კლიენტებთან ურთიერთობის და მით უმეტეს ვაჭრობის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. ამიტომ მან ყოველი პროდუქტისთვის თავისი ფასის მიწერა გადაწყვიტა.

8firssupermarketwoolwartfridayეს იყო ქაღალდის პატარა ნაგლეჯები, რომლებიც პროდუქტებს მიაკრა და ფასიც დააწერა. გარდა ამისა, მაგიდაზე დაალაგა უკვე მოძველებული პროდუქცია, რომელსაც ასევე მიაკრა ქაღალდი წარწერით – „ყველაფერი 5 ცენტად“. პლაკატი იმავე წარწერით მაღაზიის ვიტრინაზეც გამოფინა.

ალბათ ბუნებრივი იყო, რომ იმ კვირაში მისტერ მურის მაღაზიის შემოსავალმა ნებისმიერი სხვა კვირის შემოსავალს გადააჭარბა. მფლობელი ფრიად გაკვირვებული დარჩა და კმაყოფილიც, თუმცა, ფრენკ ვულვორთი პატარა დუქანში მუშაობის გაგრძელებას უკვე აღარ აპირებდა. მან გუდა-ნაბადი აიკრა და სამსახური მიატოვა, რადგან საკუთარი მაღაზიის გახსნა ჰქონდა გადაწყვეტილი.

1886 წელს ფრენკ ვულვორთის პირველი მაღაზია „ხუთცენტიანი“ გაიხსნა. საუკუნის ბოლო წლებში იგი უკვე 30-მდე მაღაზიას ფლობდა, ხოლო 1900 წელს მისი მაღაზიების რაოდენობამ 50–ს მიაღწია.

1firssupermarketwoolwartfridayპროდუქციაზე ფასების დაკვრისა და ფასდაკლებების შესახებ იდეებმა უბრალო სოფლელ ბიჭს მილიონობით დოლარი მოუტანა და მისი სახელი ბიზნესის ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაიწერა.

თავად მიდგომა, რომელსაც ვულვორთი თავის მაღაზიებში იყენებდა, იმ დროისთვის რევოლუციური იყო. ჯერ ერთი, ყველა პროდუქტს ფასი ეწერა და ????????მყიდველისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე იყო დალაგებული. ადამიანს შეეძლო მშვიდად ენახა და გაესინჯა საქონელი, რის ყიდვასაც აპირებდა. ასევე ზოგ შემთხვევაში პროდუქტის აღწერაც წაეკითხა.

ვულვორთის ყველა მაღაზია თვითმომსახურების პრინციპზე იყო აგებული. მყიდველი საჭირო ნივთებს თავად იღებდა, კალათში ყრიდა და შემდეგ თანხას სალაროში იხდიდა. და ბოლოს, ვულვორთი რეგულარულად აწყობდა „ჩაწოლილ“ საქონელზე ფასდაკლების აქციებს.

გარდა ამისა სწორედ ვულვორთის მაღაზიებში დაწესდა პირველად რეგულარული აღწერები, შეიცვალა საქონლის განლაგების სტილი, დამყარდა პირდაპირი კავშირები მწარმოებლებთან – ყოველგვარი შუამავლების გარეშე.

ამ ლინკზე დაათვალიერეთ Harrods – მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ქსელი 😉

საბოლოო ჯამში, ფრენკ ვულვორთის ბიზნესი შორს გასცდა ამერიკის საზღვრებს. Woolworth-ის სუპერმარკეტების ქსელი დღემდე მრავალ ქვეყანაში არსებობს.

2firssupermarketwoolwartfriday 6firssupermarketwoolwartfriday 5firssupermarketwoolwartfriday

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე