პროგრამები პორტატული კომპიუტერის მუშაობის ოპტიმიზებისთვის

კომპიუტერის ყიდვა რაღაცით ავტომობილის ყიდვას გავს. ხშირად პირველი კომპიუტერის ყიდვის შემდეგ სულ მალევე აღმოჩნდება, რომ ერთი კომპიუტერი ოჯახში საკმარისი არაა. ოჯახის ყველა წევრი თავის დანიშნულებას უძებნის – ერთი სტატუსებს წერს, მეორე თამაშობს, მესამე პირველი ორის გაძევებას ცდილობს სიტყვებით – ცოტა მაინც მამუშავეთ, უსაქმურებო!

17-comp-optimisationმოკლედ, ადრე თუ გვიან მეორე და მეტი კომპიუტერის ყიდვის აუცილებლობა ჩნდება.

მონიტორის წინ ადგილისთვის ბრძოლით დაღლილი ადამიანი ხვდება, რომ მას სჭირდება კომპიუტერი, რომელსაც ვერავინ შეეხება და ნელ-ნელა ეს არგუმენტი ისეთი მძიმეწონიანი ხდება, ვიდრე ფული ან ნებისმიერი სხვა ფაქტორი.

3-comp-optimisationნოუთბუქის არჩევა საკმაოდ რთული საქმეა. არსებობს ორი მაჩვენებელი, რომლებითაც ორიენტირებს მომხმარებლის უმეტესობა: ნოუთბუქის სიმძლავრე და აკუმულატორზე მუშაობის ავტონომიური რეჟიმის ხანგრძლივობა.

ძალიან ხშირად, ეს უკანასკნელი იქცევა ამა თუ იმ მოდელის ყიდვის მთავარ მიზეზად, თუმცა, ძალიან ხშირად სარეკლამო წინადადებაში მოყვანილი დრო რეალობას ნაკლებად ემთხვევა. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ყიდვის შემდეგ ვიგებთ:)

7-comp-optimisationმეორე პრობლემა: რადგანაც ნოუთბუქი პორტატული მოწყობილობაა, ძალიან იოლია მისი მოპარვა. მისი კომპაქტური ზომები ბოროტმოქმედთა წისქვილზე ასხამს წყალს და კომპიუტერთან ერთად შეიძლება მთელი მონაცემთა ბაზაც დაგეკარგოთ.

5-comp-optimisationამიტომ ნოუთბუქის ყიდვისთანავე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიიოლებთ ცხოვრებას. სწორედ ასეთ პროგრამებზე ვისაუბრებთ ქვემოთ.

BatteryCare 0.9.7.11 – ნოუთბუქის აკუმულატორის გარეშე მუშაობის დროის გახანგრძლივება

შემმუშავებელი: Filipe Lourenсo

დისტრიბუტივის ზომა: 1,2 მეგაბაიტი

გავრცელება: უფასო.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ნოუთბუქის მფლობელებს საველე პირობებში ექმნებათ – აკუმულატორის მუშაობის დროის შეზღუდულობაა.

Laptop-battery-charge-problemრა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია აკუმულატორების მოცულობასა და იმაზეც, რამდენი მოწყობილობაა მიერთებული ნოუთბუქზე, თუმცა, თუ აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფას გამოიყენებთ, გარკვეული სამუშაო დროის მოგება შესაძლებელია.

Laptop-battery-charge-problem-2უფასო უთილითის BatteryCare ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: გვაძლევს აშკარა და დაწვრილებით ინფორმაციას აკუმულატორების შესახებ და სხვადასხვა საშუალებებით  მათი მუშაობის დროის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

პროგრამას შეუძლია გვაცნობოს აკუმულატორის სრული განმუხტვის შესახებ, თვალყური ადევნოს დამუხტვის მაჩვენებელს და შეგვატყობინოს, როდის უახლოვდება ის კრიტიკულ წერტილს. ასევე გამოთვალოს, კიდევ რამდენ ხანს იქნება საკმარისი აკუმულატორში დარჩენილი ენერგიის მარაგი.

2-comp-optimisation

1-comp-optimisation

გარდა ამისა, BatteryCare-ს შეუძლია ავტომატურად გამორთოს ინტერფეისი Aero და შეაჩეროს ენერგიის მხარჯავი პროგრამები, როგორც კი ნოუთბუქი აკუმულატორზე დაიწყებს მუშაობას.

BatteryCare-ს დახმარებით  ელექტროკვების  მართვის პარამეტრების ძალიან სწრაფად შეცვლაც არის შესაძლებელი. საჭირო პროფილის ასარჩევად საკმარისია დააწკაპუნოთ პროგრამის სისტემურ პანელზე და აარჩიოთ ქვემენიუ – ელექტროკვების მართვის სქემები.

პროგრამის მართვის პანელში შეიძლება ცალკე აირჩიო პროფილები, რომლებიც გამოყენებული იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ნოუთბუქი აკუმულატორზე ან ქსელში ჩართული იმუშავებს.

LaptopSentry 1.1.0 – ნოუთბუქის დაცვა ქურდებისგან

შემმუშავებელი: LaptopSentry.com

დისტრიბუტივის ზომა: 1 მეგაბაიტი

გავრცელება: shareware, 5 დოლარი.

15-laptopsentry-comp-optimisationსტატისტიკის თანახმად აშშ-ში ყოველ 53 წამში ნოუთბუქის მოპარვის თითო შემთხვევა ფიქსირდება. რა თქმა უნდა, ამგვარი უსიამოვნებისგან არსად არავინ არის დაზღვეული, თუმცა, შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღება, რომლებიც მფლობელს ქურდის მოქმედებების შესახებ გააფრთხილებს და მოპარული კომპიუტერის ადგილმდებარეობასაც კი გაარკვევს.

tracking-stolen-laptop-2LaptopSentry-ის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია – როდესაც მომხმარებელი არ მუშაობს, ის ნოუთბუქს ბლოკავს. როგორც კი ვინმე შეეცდება ამოიღოს ფლეშ-მეხსიერება, ან თუნდაც შეეხოს მაუსს ან სხვა რამეს, კომპიუტერი რთავს ხმამაღალ გამაფრთხილებელ სიგნალს. გარდა ამისა,  მფლობელი იღებს SMS-ს, რომ ვიღაც მის ნოუთბუქს შეეხო.

მას შემდეგ, რაც პროგრამა არასანქცირებული წვდომის ფაქტს დააფიქსირებს, ის მყარი დისკიდან ელექტრონულ ფოსტაზე მნიშვნელოვანი მონაცემების გაგზავნას იწყებს და ამას აგრძელებს, სანამ კომპიუტერი ინტერნეტშია ჩართული. მონაცემების სარეზერვო კოპირების ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობისთვის მომხმარებელს Gmail-ის სერვისზე შესაბამისი ჩანაწერი უნდა ჰქონდეს დაყენებული.

10-comp-optimisation

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე