რა ვუყოთ ცხიმიან თმას?

1-care-fatty-hair-friday

ცხიმიან თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გაეცანით რჩევებს ხალხური მედიცინის ნაცადი მეთოდებისა და ნიღბების შესახებ.

ლამაზი თმა ქალური მომხიბლაობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მამაკაცების უმრავლესობა ჭკუიდან გადადის სქელი, მოვლილი თმის დანახვაზე. იმისთვის, რომ თმამ მომხიბლავი შესახედაობა არ დაკარგოს და არ გაცხიმიანდეს, ხშირად მარტივი საშუალებებიც საკმარისია.

3-care-fatty-hair-fridayცხიმიანი თმის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ლიმნის წვენით დამზადებული ნიღაბია. ნაყენის დამზადების რეცეპტი – ლიმნის წვენი თაფლთან, ალოესა და კვერცხის გულთან აურიეთ (ოთხივე კომპონენტი თითო ჩაის კოვზი) და ნაყენით თმა გაიწმინდეთ მისი გაცხიმიანებისას (ან ყოველდღიურად). ამ ნიღბის შემდეგ ცხიმიანი თმები ჯანსაღ შესახედაობას შეიძენს.

ლიმნის ლოსიონი ცხიმიანი თმისთვის – ამ ლოსიონის მოსამზადებლად ლიმნის წვენის ნაცვლად მის ქერქს ვიყენებთ. გახეხეთ ლიმნის ცედრა წვრილ სახეხზე, ჩადეთ ქილაში და დაასხით 100 გრ. არაყი. ნაყენი 6-8 დღე გააჩერეთ ნაკლებად განათებულ ადგილზე. შემდეგ მიღებული მასალა გაწურეთ მარლაში, 1 ჩ.კ. გლიცერინი დაუმატეთ და მოურიეთ, მხოლოდ ხის კოვზით. დაბანის წინ თმები კულულებად დაიყავით და ლოსიონი წაისვით. ამ პროცედურების დაწყებიდან ერთი თვეში შეატყობთ, რომ თქვენი ცხიმიანი თმა რბილი და აბრეშუმისებრი გახდა!

4-care-fatty-hair-friday„მწვანე“ ლოსიონი ცხიმიანი თმისთვის – შეიზილეთ თავის კანზე პიტნის, ცირცელისა და
სამკურნალო ბაბუაწვერას ცოცხალი ფოთლების ნარევი. ერთი საათის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასევე სასარგებლოა ცხიმიან თმაზე კალენდულას  ნაყენის (პროპორცია წყალთან 1:1) ან სალბის, ორკბილას და გვირილას ნარევი (ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი 3 ს.კ. ნარევზე).

კეფირის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის – თავის დაბანამდე 15 წუთით ადრე თმებზე ჩვეულებრივი მაწონი ან კეფირი წაისვით.

პურის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის – ჭვავის პურის დანაკუწებულ რბილობს დაასხით ცოტა მდუღარე წყალი, სანამ მასა ფაფისებრი კონსისტენციის არ გახდება. დაუმატეთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი და 2-3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. კარგად აურიეთ და წაისვით ცხიმიან თმაზე დაბანამდე 20 წუთით ადრე. შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ. ნივრის სუნი რომ არ დაგრჩეთ, წყალში მშრალი მდოგვი შეურიეთ და თმა ისე ჩამოიბანეთ.

შეიყვარეთ საკუთარი თმის მოვლა და ის თქვენ ყოველდღიურად სიხარულს მოგანიჭებთ!

7-care-fatty-hair-friday

Advertisements
Comments
2 Responses to “რა ვუყოთ ცხიმიან თმას?”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს, ლამაზ და ჯანსაღ თმაზე ოცნებობს და ამ მიზნის მისაღწევად […]

  2. […] სურვილების სმენის პარალელურად თქვენი თმის ტიპს, შესაძლებლობებსა და მდგომარეობას […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე