პლასტიკური ქირურგიის ათი ჰოლივუდელი მსხვერპლი

women-plastic-surgery
ჰოლივუდი – ეს ის ადგილია, სადაც გარეგნობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სელებრითები თავიანთი უზარმაზარი ჰონორარების უზარმაზარ ნაწილს სილამაზეზე ზრუნვას ახმარენ და პლასტიკურ ქირურგიასაც ხშირად მიმართავენ.

ბოლო კვლევის თანახმად ყველაზე პოპულარული ჰოლივუდში კვლავ ტუჩების დაბერვისა და მკერდის გაზრდის ოპერაციებია.

თუმცა სავალალო შედეგებს ხშირად ვერც დახარჯული მილიონები შველის, რის ცნობილი მაგალითებიც არიან მაიკლ ჯეკსონი, ჯოან რივერსი, ჯოსელინ ვილდენშტეინი და უამრავი სხვა.

ამერიკული კომედიური გადაცემებისა და ფილმების ვეტერანმა ჯოან რივერსმა, რომელიც ძალიან უფრთხილდებოდა თავის გარეგნობას, პლასტიკურ ოპერაციებზე ასობით ათასი დოლარი დახარჯა.

2008 წელს მან წიგნიც კი გამოუშვა სახელწოდებით: Men Are Stupid… And They Like Big Boobs: A Woman’s Guide to Beauty Through Plastic Surgery.

წიგნში, რომელიც პლასტიკური ქირურგიის საიდუმლოებებს ეხებოდა, გულახდილადაა მოთხრობილი იმ უამრავი ოპერაციის შესახებ, რომლებიც რივერსმა გაიკეთა. თუმცა მას ოპერაციებზე დახარჯული ფული სულაც არ ენანება.

„მირჩევნია, ახალგაზრდად და შესაბამისად, ბედნიერად ვგრძნობდე თავს, ვიდრე ვიყო ბებერი და დეპრესია მაწამებდეს“.

Joan-Rivers-with-Botoxპუტკუნა და მომხიბლავი ტუჩების „მიკერება“ გადაწყვიტა პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა ჯესიკა სიმფსონმა.

მან ჟურნალ „გლამურთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ტუჩები გელის – „რესთილაინის“ საშუალებით გაიფუმფულა, თუმცა, შედეგით უკმაყოფილო დარჩა, რადგან ეფექტი ოთხ თვეში გაქრა.

„და მადლობა ღმერთს, ასე მოხდა, ჩემი ტუჩები ხომ ისეთი არაბუნებრივი იყო!“ – თქვა ჯესიკამ.

jessica-simpson-plastic-surgeryკიდევ ერთი ჰოლივუდელი ვარსკვლავი – 46 წლის მსახიობი ლიზა რინა, რომელიც უფრო ტელესერიალებიდანაა ცნობილი, ასევე უკმაყოფილო დარჩა თავისი ახალი ტუჩებით.

თუმცა სიმპსონისგან განსხვავებით იგი იძულებული გახდა, იუვიდერმის ინექციით დაბერილი ტუჩები წლების განმავლობაში აეტანა.

„როდესაც სახეს იცვლით, უნდა გახსოვდეთ, რომ აღარასოდეს იქნებით ისეთი, როგორიც ადრე. ბუნებრივი გარეგნობა სულ სხვაა, ახლა კი მე მახინჯი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, გარეგნობას არ შევიცვლი მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხე!“

Lisa-Rinna-botoxპლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი მსხვერპლი მსახიობი „ამერიკული ნამცხვარის“ ვარსკვლავი თარა რიდია. მან მკერდი გაიზარდა, თუმცა, შედეგი შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა. CBS-თან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ პლასტიკურ ოპერაციას მკერდის ფორმის დამახინჯება და კანის დანაოჭება მოჰყვა.

Tara-Reidკიდევ უფრო დიდი ტრაგედიის გადატანა მოუხდა პრისცილა პრესლის. როკენროლის მეფის ცოლი პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით გახდა: ლოს ანჯელესელი ექიმი დენიელ სერანო ოპერაციებს, ჯერ ერთი,  ულიცენზიოდ აკეთებდა და თან თავის მდიდარ კლიენტებს მაღალხარისხიანი სილიკონის ნაცვლად დაბალხარისხიანი სამრეწველო სილიკონის ბაზაზე დამზადებული სილიკონის ინექციებს უკეთებდა. ასეთი სილიკონი ავტომობილების რემონტისას გამოიყენება.

priccila-presley2006 წელს სერანო თაღლითობისთვის დააპატიმრეს, თუმცა ზიანი, რაც მან ქალებს მიაყენა, გამოუსწორებელი დარჩა.

ზოგიერთი ჰოლივუდელი ვარსკვლავი, რომელიც  სილამაზის იდეალთან მიახლოვებას ცდილობს, ათობით ოპერაციას იკეთებს. პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი ცნობილი თაყვანისმცემელი იყო ჯენის დიკინსონი (ყოფილი მოდელი, ამჟამად საკუთარი სამოდელო სააგენტოს მფლობელი და რეალითი შოუს პროდიუსერი).

წარმავალი სილამაზის შესანარჩუნებლად დიკინსონმა გაიდიდა მკერდი, ტუჩები, რამდენჯერმე დაიჭიმა კანი სახისა და კისრის არეში. ალბათ, ჯენისი კიდევ გააგრძელებდა თავის გატაცებას, რომ არა მისი შვილის სასტიკი წინააღმდეგობა. დიკინსონი იძულებული გახდა საჯაროდ დაედო პირობა, რომ პლასტიკურ ოპერაციას აღარ გაიკეთებდა.

janice-dickinsonცხადია,  პლასტიკური ქირურგიის ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით ლიდერი მაიკლ ჯექსონი იყო, რომლის სახის დანახვა, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წლებში, ხალხს შოკში ადებდა.

რინოპლასტიკა, ტუჩების, ცხვირის, თვალისა და ლოყების ფორმის შეცვლა, კანის მრავალჯერადი გათეთრება ჯეკსონს საკმაოდ ძვირად დაუჯდა, თუმცა, თავად აცხადებდა: „ვერ ვიგებ რატომ ხმაურობენ ამდენს ჩემი ოპერაციების გამო, პლასტიკური ქირურგების მომსახურებას ხომ ჰოლივუდში ყველა იყენებს“.

michael_jacksonჯექსონების ოჯახიდან მაიკლი ერთადერთი არ იყო, რომელსაც არაერთხელ მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის. ლა ტოია ჯექსონმა პლასტიკური ოპერაციების კეთება ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო. შედეგად, ახლა მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა შავკანიანი გოგონა ცოტა ხანში პლასტიკური ქირურგიის სრულმასშტაბიან, თანაც თეთრკანიანად მსხვერპლად იქცა – რაზეც ასე ოცნებობდნენ ორივე და-ძმა.

latoya-jacksonმაიკლთან და ლა ტოიასთან შედარებით ნაკლებად დაზარალდა ჯექსონების ოჯახის მესამე წარმომადგენელი ჯენეტ ჯექსონი, რომელმაც მხოლოდ მკერდი გაიზარდა, თუმცა, ოპერაციამ მაინც გამოიწვია მომღერლის მკერდის საგრძნობი დეფორმირება.

worst_plastic_surgery_janet_jacksonპლასტიკური ოპერაციების აბსოლუტური რეკორდსმენი, რომელიც საშინელ შედეგამდე მივიდა, 62 წლის ჯოსელინ ვილდენშტაინია.

პირველად პლასტიკური ოპერაცია მან 70-იან წლებში გაიკეთა, რადგან უნდოდა ლომს დამსგავსებოდა – მის მილიარდერ ქმარს ძალიან უყვარდა ველური კატუნიები. შედეგი ამაზრზენი აღმოჩნდა, რასაც წყვილის განქორწინება მოყვა და ჯოსელინმა მილიონობით დოლარი მიიღო.

jocelyn-wildensteinცხადია, თანხის დიდი ნაწილი მან ისევ პლასტიკურ ოპერაციებზე დახარჯა. ამ ყველაფერის შედეგი გახდა აბსოლუტურად დამახინჯებული სახე და მეტსახელი „ვილდენშტაინის საცოლე“ – ფრანკენშტეინის საცოლეს ანალოგიით.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე