ბილიარდის ისტორია

8-billiards-history

ბილიარდი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი – ეს თამაში თითქმის მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული.
ბილიარდის ავტორობაზე პრეტენზიას რამდენიმე ქვეყანა აცხადებს და დღეს ძნელი დასადგენია, რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა ნამდვილი გამომგონებელი.

10-billiards-history

არის ვერსია, რომ ბილიარდი, ჭადრაკის მსგავსად, ინდოეთში გამოიგონეს, ბლოკგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი კი ამტკიცებს, რომ ბილიარდის სამშობლო ჩინეთია, საიდანაც გენუელმა ვაჭრებმა ევროპაში აბრეშუმთან, დენთთან და კომპასთან ერთად შეიტანეს.

ინგლისელები ამტკიცებენ, რომ ბილიარდი ჯერ კიდევ ადრეულ შუასაუკუნეებში მათ გამოიგონეს და ამ თამაშის წინაპარი კროკეტი იყო. ჯონ ვილკი აცხადებს, რომ ბილიარდი ინგლისში ძველთაგანვე იყო ცნობილი და ეს დასკვნა თამაშის სახელწოდებას ეყრდნობა: მისი თქმით, თამაშს სახელი ორი სიტყვის შერწყმით დაერქვა და bal-yard-იდან მომდინარეობს – ძველსაქსონურად bal არის ბურთი, ხოლო yard კი  ჯოხი (კიი).

9-billiards-history-england

ამ ვერსიის მხარდასაჭერად ინგლისელები ბილიარდის ადრეულ ვარიანტს იშველიებენ: მაგიდა ექვსი ლუზით და სალტით, რომელიც კროკეტის კარს წააგავს, მაგიდას პატარა პალო მოყვება, რომელსაც მოთამაშეები სამიზნედ იყენებდნენ. ამ ბილიარდს ორი ბურთით თამაშობდნენ. თუმცა მაგიდის მიუხედავად, ბილიარდის გამოგონებაში ბრიტანელთა უპირატესობას საბოლოოდ ეს საბუთიც არ ადასტურებს და საკითხი კვლავ ღიად რჩება.

შესაძლოა როდესმე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინონ უძველესი ბილიარდის ნიმუშები და გაირკვეს, რომ თამაში სულაც აფრიკაში შეიქმნა 🙂

1-Billiard-table-in-Africa

ინგლისურმა ბილიარდმა თავდაპირველი სახე XVIII ბოლომდე შეინარჩუნა, შემდეგ კი გვერგვი-კარი და სამიზნე-პალო გაქრა, ლუზები და ბურთები კი დარჩა.

ბილიარდი, ძირითადად, სამეფო კარის წარმომადგენლების სახელებთანაა ნახსენები – ეს არცაა გასაკვირი, რადგან მეფეების ნებისმიერი ქმედება დაუყოვნებლივ ისტორიის ნაწილი ხდებოდა, ხოლო რას აკეთებდა უბრალო ხალხი, ეს არავის აინტერესებდა.

21-billiards-history-France_5_2_Billiards-Room-by-Chardin

ევროპის ისტორიაში პირველად ბილიარდი 1572 წლის 24 აგვისტოსაა (ბართლომეს ღამე) ნახსენები: მეფე შარლ XI ბილიარდს თამაშობდა, როცა პროტესტანტების ხოცვა-ჟლეტის დაწყების მაუწყებელმა ზარმა ჩამოკრა. საფრანგეთის დედოფალი მარია სტიუარტი 1587 წლის 17 თებერვალს, გარდაცვალების დღეს გლაზგოს ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში თავის ბილიარდზე წუხდა.

24-billiards-history-Maria-Stuart

ბილიარდის თამაში ლუდოვიკო XIV უყვარდა, იგი საკუთარ თავს ძალიან დახვეწილ და მოხდენილ ადამიანად მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ ეს შტრიხები ყველაზე უკეთ ბილიარდის თამაშისას ჩანდა.

18-billiards-history-Louis XIV 1638-1715 playing billiards 2

რა თქმა უნდა, მეფის საყვარელი თამაში სამეფო კარზეც ძალიან პოპულარული იყო. მიშელ შამილიარი 1707 წელს სამხედრო მინისტრი სწორედ იმის წყალობით გახდა, რომ რეგულარულად აგებდა ბილიარდს მეფესთან თამაშისას – ამ დროს კი შამილიარი მსოფლიოში ბილიარდის პირველი მოთამაშის ტიტულით სრულიად დამსახურებულად სარგებლობდა.

ლუდოვიკო XIV გარემოცვიდან ბილიარდის თამაში მთელ პარიზს მოედო და მის ფარგლებსაც მალე გაცდა. 1674 წელს ეტიენ ლიაზონმა ლიონში პირველად დაბეჭდა ბილიარდის თამაშის წესები.

ბილიარდის თამაში მარტო სამეფო გასართობი რომ არ იყო, ამაზე შექსპირის პიესიდან „ანტონიუსი და კლეოპატრა“ (1608 წ.) ვიგებთ, სადაც კლეოპატრა თავის ევნუხ მარდიანს ბილიარდს ეთამაშება. რა ტიპის ბილიარდი არსებობდა კლეოპატრას დროს, უცნობია, მაგრამ შექსპირი ამ თემაზე ერთმნიშვნელოვნად წერს.

XVIII საუკუნეში ბილიარდი ნამდვილ აზარტულ თამაშად იქცა და მეფე გეორგ II 1760 წელს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისი თამაში აკრძალა. წესის დამრღვევი 10 ფუნტ სტერლინგ ჯარიმას იხდიდა. ეს აკრძალვა, ისევე როგორც სხვა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, „ოჯახის ქონების შენარჩუნების“ მიზნით იქნა შემოღებული.

რუსეთში ბილიარდი პეტრე I დროს მოხვდა და შემდეგ  მთელ ქვეყანაში გავრცელდა – ბილიარდი თითქმის ყველა ტრაქტირში იდგა.

მართალია, ინგლისი ვერ ამტკიცებს, რომ ბილიარდი მათი გამოგონილი თამაშია, მაგრამ თამაშის წესები პირველად სწორედ ინგლისში დაიწერა. აქ ბილიარდი მთელ ქვეყანაში იყო გავრცელებული, მხოლოდ ორიოდე ქალაქში არ იდგა ბილიარდის მაგიდები.

25-billiards-history-soldiers-play-a-game-of-billiards-at-royal-hosp-1935

კიი იმ ფორმით, რომლითაც დღეს ვიცნობთ, ასევე ინგლისიდან წამოვიდა და მისი წინაპარი კროკეტის ჩაქუჩი იყო. თუმცა როცა ბურთი ბორტის ახლოს დევს, მასზე ჩაქუჩით ან ბიტით დარტყმა მოუხერხებელია და მოთამაშეებმა ჩაქუჩის გადატრიალება და ბურთზე დასარტყამად სახელურის გამოყენება აითვისეს. ამ სახელურს ერქვა „queue“ – რიგი, კუდი და ბოლოს სახელწოდება „cue“ – კიიდ ჩამოყალიბდა.

15-billiards-history-kii

ბილიარდის თამაშის დროს აშკარად გამოვლინდა ამპარტავანი ბრიტანელი ჯენტლმენების დამოკიდებულება ქალებისადმი: სუსტ სქესს არ ჰქონდა კიით თამაშის უფლება, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ქალებს კიის მახვილი ბუნიკით მაგიდის მაუდი შეიძლებოდა დაეხიათ. თუმცა, მოგვიანებით კიის გამოყენების უფლება ქალებმაც მიიღეს.

2-billiards-ladies

12-billiards-history-Francua-Mengo1827 წელს ფრანგმა ბილიარდისტმა მენგომ ტყავის ბუნიკი გამოიგონა. პატარა ტყავის საფარის მეშვეობით მან გრეხილი დარტყმების გაკეთება ისწავლა და ბილიარდის ნამდვილ ვირტუოზად იქცა: მისი ბურთები ტრიალებდა, კლაკნილი ტრაექტორიით მოძრაობდა, სხვა ბურთებს ახტებოდა. მენგო ბილიარდის საიდუმლოებებს ყველას დაუნანებლად უზიარებდა. მოგვიანებით მან წიგნიც კი გამოსცა: „ბილიარდის თამაშის თეორია. სახელმძღვანელო პირველი კლასის მოთამაშედ ქცევის მსურველთათვის“.

დასაშლელი კიი პირველად 1829 წელს დაამზადეს.

13-billiards-history

ბილიარდის მაგიდის გადასაკრავად მაუდის გამოყენება 1935 წელს დაიწყეს, ხოლო 1845 წელს რეზინის ვულკანიზაციის გამოგონების შემდეგ მაგიდის ბორტებიც რეზინით დაიფარა.

26-billiards-history-victorian-billiard-table

1850 წელს ბილიარდს უკვე ისეთი სახე ჰქონდა, როგორითაც დღევანდელ კლუბებში შეგიძლიათ ნახოთ.

14-billiards-history

ადრე ბილიარდი ელიტურ თამაშად მიიჩნეოდა და მხოლოდ წარჩინებულ ადამიანებს შეეძლოთ ეთამაშად. საბედნიეროდ ახლა ასე აღარ არის და ამ ლამაზ, საინტერესო და მეტად აზარტულ თამაშს…

…ათასი ძაღლი და…

3-billiards-fun

…კატა თამაშობს…

17-billiards-history

Advertisements
Comments
One Response to “ბილიარდის ისტორია”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] მაგიდა თვალის დახამხამებაში ბილიარდის პროფესიონალურ მაგიდად […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე