სტერეოტიპები დიდი ფულის შესახებ

ძალიან ბევრი ადამიანი ჯიუტად ამტკიცებს მცდარ მოსაზრებებს დიდი ფულის შესახებ. შეიძლება იმიტომაც, რომ საკუთარი უიღბლობა და უუნარობა გაამართლოს. რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მოსაზრება ასეთია:

3moneymoneymoneyfriday

დიდი ფულის შოვნა წესიერი გზით შეუძლებელია

ეს არგუმენტი ხშირად ასეა ფორმირებული: ჩვენ ღარიბები ვართ, მაგრამ პატიოსნები და ამგვარად ცნებები სიმდიდრე და წესიერება ერთმანეთის საწინააღმდეგო მნიშვნელობითაა გამოყენებული. მართალია, მსოფლიოში დანაშაულებრივი გზით გამდიდრების უამრავი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ ასეთი რამ ძირითადად არასტაბილურ დროში ხდებოდა.

5moneymoneymoneyfriday

დღეს წესიერი გზით გამდიდრების გზები ათასჯერ მეტია, რასაც თუნდაც IT სფეროში გამდიდრებული ადამიანების ჩამონათვალი ადასტურებს. ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე, მაგალითად Google, Apple, Microsoft და Facebook ახალგაზრდა ენთუზიასტების მიერ შეიქმნა, რომელთაც საწყის ეტაპზე არაფერი ჰქონდათ წარმატების წყურვილისა და ასევე  სურვილის გარდა, შეეცვალათ სამყარო.

61moneymoneymoneyfriday

გამდიდრებისთვის საჭიროა ბევრი მუშაობა

როკფელერი ბევრი მუშაობის შესახებ: „ვინც მთელი დღე მუშაობს, ის ვერასოდეს იშოვის ფულს“. აქ არის ორი საგულისხმო მომენტი. ჯერ ერთი, ძალიან მდიდარი ადამიანები აკეთებენ საქმეს, რაც ნამდვილად უყვართ. ამიტომ მუშაობა აღქმულია არა როგორც ტვირთი, არამედ როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ასევე იგულისხმება ისიც, რომ რუტინული სამუშაოს შესრულება აღარ ტოვებს ბიზნესის სტრატეგიაზე ფიქრის დროსა და ენერგიას – ადამიანები, რომლებმაც დიდი ქონება დააგროვეს, ძირითადად, ასე ვთქვათ, თავით მუშაობენ.

2moneymoneymoneyfriday

გამდიდრებისთვის აუცილებელია კარგი განათლება

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ბიოგრაფიები ადასტურებს, რომ ფორმალურ განათლებას ხშირად არანაირი კავშირი არ აქვს მომავალ 1moneymoneymoneyfriday შემოსავალთან. მაგალითად, ბილ გეითსმა უნივერსიტეტი მიატოვა, სტივ ჯობსი – იძულებული გახდა მიეტოვებინა, ჰენრი ფორდს კი საერთოდ არანაირი განათლება არ ჰქონია – მას არასოდეს უსწავლია უნივერსიტეტში, მაგრამ პირველი საავტომობილო იმპერია შექმნა და რამდენიმე წიგნიც კი დაწერა. ფორდის აზრით , წარმატების გასაღებია „იფიქრო საკუთარი თავით“ და ვერანაირი განათლება ამ მნიშვნელოვან უნარს ვერ შეცვლის

Advertisements
Comments
2 Responses to “სტერეოტიპები დიდი ფულის შესახებ”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სიმდიდრისკენ ისწრაფვის. მდიდრების გაკრიტიკებასთან ერთად […]

  2. […] ერთად საქმის დაწყებაში  ჩადო ფული – სრულფასოვან პარტნიორებად უნდა […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე