ყველაზე ძვირადღირებული დომენები

9-Great-Domain-Namesდომენების ინდუსტრიის სფეროში სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ბაზარზე მომსახურების ღირებულების ზრდის ტენდენცია წლიდან წლამდე იზრდება.

კიბერსივრცეში, ისევე როგორც, უძრავი ქონების სფეროში, პირველადი და მეორადი ბაზარი ჩამოყალიბდა. ორიგინალური დომენის ნულიდან დარეგისტრირება თითქმის შეუძლებელია. ინტერნეტში პრაქტიკულად ყველაფერი უკვე „დათრეულია“. მეორად ბაზარზე ყიდვას გაცილებით იოლად მოახერხებთ, თუმცა, მზად უნდა იყოთ, რომ ეს საკმაოდ დიდი თანხა დაგიჯდებათ.

18-Great-Domain-Namesმსოფლიო ქსელის არსებობის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ინტერნეტრესურსად პორტალი sex.com მიიჩნევა, რომელიც 12 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

20-Great-Domain-Namesუნდა ითქვას, რომ მისმა მყიდველმა კომპანია Escom-მა ასეთი თანხა არა საიტის შინაარსის, არამედ დომენის სახელის გამო გადაიხადა.

პირველად sex.com 1994 წელს  უბრალო სან ფრანცისკოელმა ინჟინერმა ჰარი კლემენმა იყიდა. ამ პერიოდში დომენები ყველა მსურველზე უფასოდ რიგდებოდა და ჰარიმ არ დაიზარა დაერეზერვებინა სამი ასოს იღბლიანი კომბინაცია.

პროექტ  sex.com-ის განვითარება მან გაურკვეველი მომავლისთვის გადადო, თავად კი გაცნობების საიტის match.com-ის გაპიარებას შეუდგა.

ერთი წლის შემდეგ თაღლითმა სახელად სთივენ ქოენმა დომენების რეგისტრატორ Network Solutions-ს იმ კომპანიის ხელმძღვანელის სახელით, სადაც კლემენი მუშაობდა, ყალბი წერილი გაუგზავნა. წერილში ეწერა, რომ ჰარი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და უფლებები დომენზე sex.com მას, სთივენ ქოენს გადაეცემოდა. რეგისტრატორებმა, რომლებიც ასეთ აფიორას არ ელოდნენ, მისი თხოვნა მშვიდი სინდისით დააკმაყოფილეს.

19-Great-Domain-Namesქოენმა სექს-საქონლისა და მომსახურების რეკლამის განთავსებით საკმაო ფული იშოვა და ხუთი წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარი დააგროვა.

ამასობაში ჰარი კლემენმა, რომელიც ვერაფრით შეურიგდა ფაქტს, რომ ასეთი ტკბილი ლუკმა წაართვეს, ქოენის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სარჩელი დაკმაყოფილდა და ქოენს დამატებით 25 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმაც დააკისრეს. დამნაშავემ თავს გაქცევით უშველა, თუმცა, 2005 წელს აშშ-ში დაბრუნების მცდელობისას დააკავეს.

დომენი დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს, რომელმაც ის კომპანია Escom-ს მიყიდა. 2009 წლიდან საიტის მფლობელები ძირითადად ფლეიბოის იმპერიიის დამფუძნებელთან ჰიუ ჰეფნერთან თანამშრომლობენ, რომელიც საიტზე ეროტიკულ ფოტოებსა და ვიდეოებს პოსტავს.

მთელი ამ ბატალიების შესახებ წიგნიც კი დაიწერა, რომლის ავტორიც კირენ მაკარტნია.

21-Great-Domain-Names

ელიტური დომენების ბაზრის ტენდენციები

VIP-დომენებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ:

business.com – 7,5 მილიონი დოლარი

6-Great-Domain-Names

beer.com – 7 მილიონი დოლარი

5-Great-Domain-Names

shop.com – 3,5 მილიონი დოლარი

22-Great-Domain-Namesასევე ძვირად გაიყიდა loans.com (3 მილიონი დოლარი) და telephone.com (2 მილიონი დოლარი).

ძვირადღირებულ ინტერნეტ რესურსებს შორისაა დომენი porn.com, რომელიც 2007 წელს 9,5 მილიონად გაიყიდა.

დომენი toys.com-ის ფასად კი 5,1 მილიონი დოლარი დადგინდა.

საინტერესოა, რომ ძვირფასი დომენების დიდი უმეტესობა არადანიშნულებისამებრ გამოიყენება ანუ ისინი მხოლოდ და მხოლოდ გადაგამისამართებენ სხვა ვებ რესურსებზე.  ასეთი VIP დომენიდან მხოლოდ მესამედი ასრულებს თავის ფუნქციას, დანარჩენი კი გადამისამართებისთვის გამოიყენება.

GE ზონაში  პერსპექტიული დომენების გაყიდვის შესახებ ჯერ არ მსმენია, თუმცა, ძალიან ბევრი დომენი უკვე გაყიდულია და ან საერთოდ არ მუშაობს, ან გადამისამართებისთვის გამოიყენება.

ზოგადად, ქვეყნებში, სადაც ინტერნეტის დაფარვის ზონა შეზღუდულია, ინვესტორების უმეტესობა არც აპირებს დომენების გამოყენებას და მისამართი მხოლოდ შემდგომი გაყიდვისთვის აქვთ შეძენილი.

top_level_domains_0

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე