სამოთხის კუნძული-იახტა

ბრიტანული კომპანია Yacht Island Design-ის სპეციალისტებმა შექმნეს იახტის კონცეფცია, რომელიც მოცურავე კუნძულის ილუზიას ქმნის და კრეატიულობით საზღვაო ტრანსპორტის ფაქტობრივად ყველა დიზაინერი უკან მოიტოვეს.

საუბარია იახტა-კუნძულზე Tropical Island Paradise, რომლის შექმნისას არ გამოუყენებიათ არცერთი ძვირფასი მასალა, სამაგიეროდ, მასზე არის ვულკანი, რომლიდან ლავაც კი გადმოდის. ასევე ჩამოედინება მდინარე, რომელიც პატარა ტბას წყლით ავსებს.

ისევე, როგორც ნებისმიერ კუნძულზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, აქაც არის მდინარე, ბუჩქები, ჩანჩქერი, ხეები და სხვა მცენარეები. აქვეა პატარა ჩანჩქერი და პატარა ზღვისპირა სოფელიც თავისი ორი საცურაო აუზით, პალმებითა და სპა სალონით.

7-tropical-island-paradise-friday-ge

იახტაზე ასევე განთავსებულია ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, რესტორნები და ყველაფერი სხვა, რაც ცივილიზებულ ადამიანს დასვენებისთვის ესაჭიროება. აქვეა მოედანი წყლის გართობებისთვისაც.

6-tropical-island-paradise-friday-ge

მოკლედ იახტა-კუნძულზე Tropical Island Paradise ყველაფერი ზომიერადაა, არავითარი ზედმეტობა და გადამეტებული ფუფუნება. და რაც მთავარია, საჭირო არაა მილიარდების დახარჯვა. თანაც ბევრად უფრო კომფორტული და რომანტიკულია, ვიდრე კაცმა არ იცის რატომ, მაგრამ ოქროსგან და სხვა ძვირფასი ლითონებისგან გაკეთებული იახტები.

4-tropical-island-paradise-friday-ge

ცნობილი დიზაინერული კომპანიის Yacht Island Design-ის პროექტი არა მხოლოდ ძალიან მდიდარ, არამედ საშუალო კლასის ადამიანებზეცაა გათვლილი.

ეს ნამდვილი 90-მეტრიანი კუნძულია, რომელსაც წყალზე გადაადგილებაც შეუძლია. დიდი იახტა საფრანგეთის პოლინეზიის სტანდარტულ ტროპიკულ კუნძულს წააგავს.

როგორც ნორმალურ კუნძულს, ისე Yacht Island Design-ის დიდ იახტას თავისი „ყურე-ნავსადგური“ აქვს პატარა იახტებისა და კატერების მისაღებად. აქვეა მინი აეროპორტი, რომელსაც ერთი ვერტმფრენის მიღება შეუძლია.

1-tropical-island-paradise-friday-ge

იახტა-კუნძული Tropical Island Paradise წყალში 30 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და ყველანაირი ამინდის მიმართ მედეგია.

5-tropical-island-paradise-friday-ge

ჯერჯერობით, არაჩვეულებრივი კუნძულის ღირებულება ცნობილი არ არის, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის მთლად დაბალი არ იქნება.

სხვათა შორის Yacht Island Design Ltd. თავის საიტზე მომხმარებელს კიდევ მეტი კრეატიულობის გამოჩენასა და ოცნების იახტის მისივე გემოვნებით დაპროექტებასა და აშენებასაც სთავაზობს.

tropical-island-paradise-friday-ge

Advertisements
Comments
One Response to “სამოთხის კუნძული-იახტა”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ზონა და შთამბეჭდავი სასადილო. მეგა იახტას  ხუთი კაიუტა აქვს ქვედა ბაქანზე და […]



  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე