რა არის ანტიმოდა

6antistyleantifashionfriday

ყველას მიერ აღიარებული მოდის პარალელურად უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია ვითარდება მიმდინარეობა, რომელსაც ანტიმოდას ან ანტისტილს უწოდებენ.

ანტიმოდა/ანტისტილი თავსმოხვეული ესთეტიური სტანდარტების წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი პროტესტია. თუმცა ის მუდმივად არამოდურის  მოდურად ქცევის ზღვარზე მერყეობს.

ანტიმოდა დაიბადა ახალგაზრდულ სუბკულტურებში, რომლებიც პირველად XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა და რასაკვირველია, ამ სარბიელზე პირველად სტუდენტი-ჰიპები გამოვიდნენ.

5antistyleantifashionfriday

მსოფლიო ანტიმოდის მკვლევარების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამ ტენდენციის ჩანასახები გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ XX საუკუნის 20–იან წლებში შეიმჩნეოდა, როდესაც არისტოკრატულ საზოგადოებაში პირველი ფლაპერები გაჩნდნენ.

7antistyleantifashionfriday

ფლაპერებს ეძახდნენ ადამიანებს, ვისაც არასტანდარტულად აზროვნების არ ეშინოდა და თავიანთი ქცევითა თუ ჩაცმულობით ხაზგასმულად გამოხატავდნენ, რომ საუკუნეების განმავლობაში დადგენილ სოციალურ ტრადიციებსა და სტანდარტებს არ აღიარებდნენ.

14antistyleantifashionfriday

უფორმო კონცეფციები

ანტიმოდის კონცეფცია პირობითად შეიძლება აისახოს ლოზუნგებში: „ჩვენ არ ვართ ყველასნაირები!“ ან „ჩვენ შეგვიძლია გამოვიყურებოდეთ დანარჩენებისგან განსხვავებულად!“. ასე იქცეოდნენ სკინჰედები, რომლებმაც თავიანთ უნიფორმად სამუშაო ტანსაცმლის ნიმუში აირჩიეს და პანკები, რომლებსაც „გლამურული“ სტილი ეპატაჟამდე მიყავდათ.

8antistyleantifashionfriday

ანტიმოდა სტიქიურად იბადება,  ნიმუშების ჰარმონიზებაზე სპეციალურად არავინ ზრუნავს. ანტიმოდური ნივთის „სასიცოცხლო ვადა“ გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე მოდურად მიჩნეულის: თუ მოდური ტანისამოსის ჩაცმა მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაშია მისაღები, ანტიმოდური რამდენიმე წელიწადიც კი შეიძლება იყოს აქტუალური.

10antistyleantifashionfriday

მოდა და ანტიმოდა დროთა განმავლობაში საპირისპირო პოლუსების მუდმივი ბრძოლისა და იმავდროული ერთიანობის განსახიერებად გარდაიქმნა.

ცნობილი დიზაინერები დიდი ხანია აღარ ერიდებიან ქუჩის ტრენდების კოპირებასა და თავიანთ კოლექციებში მათ გადათამაშებას. ანტიმოდურ ფილოსოფიას ხშირად მიუცია ტონი ივ სენ ლორანის, ვივიენ ვესტვუდის, ჟან პოლ გოტიეს, კენზო ტაკადასა და მაღალი მოდის სხვა მეტრების ესთეტური ძიებისთვის.

ანტიმოდა ყველაზე გამოხატული, ალბათ, „ფრიკების“ სუბკულტურაშია – ეს სიტყვა ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „უცნაური ადამიანი“, ზოგჯერ „მახინჯიც“ კი.

ტიპური ფრიკები არიან მერილინ მენსონი და გოგენ სოლნცევი.

9antistyleantifashionfriday

ისინი იცვამენ უცნაურად, გამომწვევად და ასევე იქცევიან. ფრიკმა შეიძლება გაიკეთოს საშინელი პირსინგი, ტუჩზე დაიკიდოს უზარმაზარი აქსესუარი, ქუჩაში ქვედა საცვლით ან სულაც მის გარეშე იაროს და გარშემომყოფებს თავისი ახირებული, ფერად-ფერადი ტატუირება წარმოუდგინოს.

3antistyleantifashionfriday

საკვანძო მომენტები

„ანტიმოდურად“ ქცევისთვის სტილის დეტალებზე ზედმეტი ფიქრი საჭირო სულაც არ არის. თუმცა საკვანძო მომენტები ანტიმოდასაც აქვს.

ორიგინალურობის დემონსტრირებისთვის ანტიმოდის მიმდევრები იცვამენ არა ბრენდებს, არამედ მაისურებსა და კეპებს სხვადასხვა პრომო-აქციებიდან. ასეთი ტანსაცმელი კოსტიუმად არც აღიქმება, რადგან გასაგებია, რომ მხოლოდ კონკრეტული სავაჭრო მარკის რეკლამაა. ანტიმოდისტებს კი რეკლამასთან ასოცირება ყველაზე ნაკლებად აღელვებთ, მათთვის მთავარია სხვებისგან გამორჩეულნი იყვნენ.

1antistyleantifashionfriday

აქსესუარების გამოყენების პრინციპი ასეთია: „რაც მეტი – მით უკეთესი“. ეს პრინციპი ეხება როგორც აქსესუარების რაოდენობას, ისე ზომას.

13antistyleantifashionfriday

ანტიმოდისტები ხშირად აქსესუარებად სულ სხვა დანიშნულების ნივთებს იყენებენ. ამის მაგალითია მომღერალი ლედი გაგა თავისი ცნობილი ვარცხნილობით – ლუდის ქილებზე დახვეული თმით.

11antistyleantifashionfriday

ანტიმოდის თაყვანისმცემლები კოსმეტიკის ყველაზე იაფფასიან საშუალებებს ირჩევენ: მათ ნაკლებად ადარდებთ, რამდენად თანაბრად უსვიათ ტუში წამწამებზე ან რამდენად ატენიანებს პომადა ტუჩებს. სახეს კი ისე ინტენსიურად იხატავენ, საშინელებათა ფილმების გრიმიორის ნამუშევარი გეგონებათ.

12antistyleantifashionfriday

ერთი სიტყვით, ანტიმოდისტებისთვის მოდა ნამდვილად არ მართავს სამყაროს, თუმცა, მათი პროტესტი თავისებურ მოდადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

  • 2015 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2015

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2015

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2015

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე