ტომ ჰეას ტირიფის ყვავილები

10

დანიელი უილოუმენის უილ ბეკერსის შემდეგ FRIDAY.GE კიდევ ერთ “ტირიფის კაცს” – ტომ ჰეას და მის ნამუშევრებს წარმოგიდგენთ. ინგლისელი არტისტი ტომ ჰეა ტირიფის ტოტებისაგან არაჩვეულებრივ სკულპტურებს ქმნის. მის მიერ დაწნული გიგანტური ყვავილები თუ სოკოები არაერთ პარკს და ბოტანიკურ ბაღს ამშვენებს. ჰეას ტირიფის სკულპტურების დებიუტი 2009 წელს Kew Gardens-ის გამოფენის ფარგლებში შედგა. ექსპოზიციამ, რომელზეც 21 სკულპტურა იყო … Continue reading

ქირსთი ელსონის ხის ინგლისი

35

ბრიტანელი კრაფტერი ქირსთი ელსონი ხის ნაფოტებისა და ჟანგიანი ლურსმნებისაგან პატარა მომხიბლავ კომპოზიციებს ქმნის. “ამ ხის ქმნილებებს განსაკუთრებული შარმი აქვს. პატარა კოტეჯების პატარა ფანჯრები, ამინდისგან შელახული ხის კარები და სახურავები, ძველი ჟანგიანი ლურსმნებისგან გაკეთებული საკვამურები მე-19 საუკუნის ნაივ-არტის წარმომადგენლის მეთევზე-მხატვარ ალფრედ უოლისის ნამუშევრებს მოგვაგონებს”, – წერს ჟურნალისტი სარა პიტი ქირსთი ელსონის ნამუშევრების შესახებ. “წილად მხვდა ბედნიერება, მომხიბლავ … Continue reading

უისთმენის მისტიკური ტყე

wistmans-wood_5

უისთმენის ტყე, რომელიც ნესტიანი კლიმატის გამო ფაქტობრივად მთლიანად ხავსითაა დაფარული, დართმურში (დევონი, ინგლისი) მდებარეობს. უისთმანის ტყე, სადაც ძირითადად მუხა ხარობს, ბევრად მეტია ვიდრე ხეების უბრალო ჯგუფი – ხავსით დაფარული უზარმაზარი ხეები, ასევე ხავსიანი უზარმაზარი ლოდები და ნაკადულების კალაპოტები, ხავსის მთელი “კუნძულები” მისტიკურ და ცოტა შიშისმომგვრელ გარემოს ქმნის. უისთმანის ტყის სახელწოდება მომდინარეობს დიალექტური სიტყვისგან wisht, რაც შემზარავს, საშინელს ნიშნავს. … Continue reading

ორიგინალური სახლი ინგლისში

2

ნორვეგიულმა დიზაინერულმა სტუდიამ Jarmund/Vigsnæs Architects (JVA) კომპანია Mole Architects-თან ერთად სააგარაკო სახლის პროექტი – Dune House წარმოადგინა. Dune House საფოლკის საგრაფოს ერთ-ერთ პატარა სოფელში მდებარეობს, სადაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული სააგარაკო სახლი აშენდა. Dune House პატარა საოჯახო ოტელს წააგავს და წყნარ, კოლორიტულ გარემოში ცხოვრების მოყვარულ ადამიანებზეა გათვლილი. სახლში ყველა პირობაა შექმნილი პასიური დასვენებისთვის. დასასვენებელი … Continue reading

უცნაური ტრადიცია ინგლისში – ცოლების გაყიდვა აუქციონზე

wife-selling-1

ბნელ შუასაუკუნეებში ქალი მთლიანად და უსიტყვოდ ემორჩილებოდა მამაკაცს, იგი სრულიად უუფლებო იყო და თავის დაცვა არ შეეძლო. ინგლისში კი ეს სიტუაცია სრულ აბსურდამდე იყო მიყვანილი: ქორწინების შემდეგ ქალი კანონის წინაშე ფიზიკურ პირად აღარ მიიჩნეოდა და ქმრის სრულ საკუთრებაში გადადიოდა. ეს მდგომარეობა ინგლისურ სამართალში ცნობილია, როგორც კოვერტიურა (გათხოვილი ქალის სტატუსი). ცოლების გაყიდვის ტრადიციას ჯერ კიდევ XVII … Continue reading

ჰემპშირის საგრაფოს არაჩვეულებრივი სახლები

2

ჰემპშირი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი საგრაფოა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ის ქვეყანაში მესამე ადგილზეა. ჰემპშირის ტერიტორიაზე განლაგებულია სახელგანთქმული ნაციონალური პარკი ნიუ ფორესთი (New Forest) – ინგლისის მეფეების საყვარელი სანადირო ადგილი.  ჰემპშირის საგრაფო ულამაზესი არქიტექტურითაც გამოირჩევა. აქ შეიძლება ნახოთ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში აგებული არაჩვეულებრივი სასახლეები და ციხე-სიმაგრეები. თუმცა დღეს საგრაფოს ტერიტორიაზე შემორჩენილ  სახლებზე შევჩერდებით, რომლებსაც … Continue reading

მაიმუნების ხიდი

1

ეს ლამაზი ინსტალაცია ჩეშირის საგრაფოში (ინგლისი) – თათონ-პარკშია დამონტაჟებული. კონსტრუქციის ავტორი ფრანგი მხატვარი ოლივიე გროსეტეტია (Olivier Grossetêt). ინსტალაცია პარკის იაპონურ ბაღში მდებარეობს და Pont de Singe (მაიმუნების ხიდი) ჰქვია. “ტბაზე მოფარფატე ხიდი” სამ უზარმაზარ თეთრ საჰაერო ბურთზეა დამაგრებული. კონსტრუქცია ძალიან მყიფეა, ამიტომ ხიდზე ასვლა აკრძალულია. ამასთან, ხიდი შუა ტბაშია ჩადგმული, რომ პარკში მოსულ სტუმრებს მასზე გასეირნების სურვილი … Continue reading

20 ულამაზესი ციხე-სიმაგრე წყალზე

4

ისტორიულად ციხე-სიმაგრეების ირგვლივ წყლით სავსე არხები თავდაცვის დამატებით საშუალებას წარმოადგენდა. friday.ge-მ  ევროპის, აზიისა და ამერიკის 20 ყველაზე ლამაზი ციხე-სიმაგრის ფოტო შეკრიბა. ციხე-სიმაგრე ბოდიამი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი ციხე-სიმაგრე მაცუმოტო, იაპონია ანგკორ-ვატი, კამბოჯა ციხე-სიმაგრე გუდენაუ, გერმანია ციხე-სიმაგრე კაირფილი, დიდი ბრიტანეთი აკრძალული ქალაქი, პეკინი, ჩინეთი ციხე-სიმაგრე ბელაი, ბელგია ციხე-სიმაგრე ეგესკოვი, დანია ციხე-სიმაგრე ვადსტენა, შვედეთი ციხე-სიმაგრე ბოდიამი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი … Continue reading

მინიპიგი – პოპულარული შინაური ცხოველი

5

ინგლისის პროვინცია ქრაისჩერჩში მდებარე ფერმა, რომლის სახელწოდებაც არის Little Pig Farm, მინიატურული ღორების მოშენებითაა დაკავებული. მინიპიგები (ან მიკროპიგები), როგორც შინაური ცხოველი, ბოლო დროს ევროპისა და ამერიკის ბევრ ოჯახში გაჩნდა. მინიატურული გოჭუნას ფასი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, ქრაისთჩერჩის ფერმაში ერთი გოჭი 700 ფუნტი სტერლინგი ღირს.  დაბადებიდან 2-3 თვის განმავლობაში გოჭის ზომა ლამბაქის ზომას არ აღემატება, ზრდასრული ღორი კი ქათამზე … Continue reading

თანამედროვე ორთქლმავლები ინგლისში

11

რობინ და თალისინ კუმბსებმა – ინგლისელმა მამა-შვილმა ინგლისში ჯერ კიდევ შემორჩენილი ორთქლმავლების ფოტოები მთელი კოლექცია შეაგროვეს.  ინგლისის კოლორიტის - ორთქლმავლების ფოტოებს წლების განმავლობაში იღებდა და მათი გამოქვეყნება ახლახან გადაწყვიტეს.  დაათვალიერეთ კუმბსების მიერ გადაღებული ფერადი და შავ-თეთრი ფოტოების კოლექცია.

11 ყველაზე ლამაზი ბუნებრივი გული დედამიწაზე

hearts1

მსოფლიოში უამრავი ულამაზესი ადგილია, თუმცა გულის ფორმის კუნძულები, რიფები, ტყეები ან ტბები მაინც განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს. ტოპ 11 გულის ფორმის წარმონაქმნი მთელი მსოფლიოდან: ამ ტბამ ფოტოგრაფ იან ართუს ბერტრავის წყალობით გაითქვა სახელი. ფოტო გადაღებულია ახალ კალედონიაში და წარმოადგენს წიგნის „ციდან დანახული დედამიწა“ ყდის მთავარ ფოტოს. გულის ფორმის რიფი – მარჯნისგან ბუნებრივად ჩამოყალიბებული კუნძული ავსტრალიაში. Isla … Continue reading

ჰელიგანის დაკარგული ბაღები

hel-garden-13

ჰელიგანის ბაღი  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოტანიკური ბაღია დიდ ბრიტანეთში. ეს ბაღი  თრიმეინის ოჯახმა მე-18 საუკუნის შუა წლებში კორნუოლში შექმნა და მის გაფართოება-გამრავალფეროვნებაზე მუშაობა მე-19 საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდებოდა. ბაღი ვითარდებოდა და თრიმეინის ოჯახის ყოველ თაობასთან ერთად სულ უფრო ექსტრავაგანტური ხდებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ჰელიგანის ბაღი საუკეთესო მდგომარეობაში იყო და ასე გრძელდებოდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, … Continue reading

ინგლისი: კატების სასტუმრო ჰართფორდშირში

6longcroftcathotelUKfriday

კატებისთვის გახსნილ სასტუმრო The LongCroft-ში არის ყველაფერი, რაც სასტუმროს მფლობელების აზრით, კატას სრული კომფორტისთვის ჭირდება – მოხერხებული, ძვირფასი საწოლებით დაწყებული, სამზარეულოთი და თანამედროვე აუდიო სისტემით დამთავრებული. The LongCroft-ის მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერს, ვინც სამოგზაუროდ მიდის და თავისი საყვარელი ფისუნიას კომფორტისთვის დღეში 30 დოლარის გადახდა არ ენანება. სასტუმროს მფლობელები – ები და მეთ პარსერები მომხმარებელს მათ … Continue reading

DigitalGlobe – თანამგზავრული ფოტოს მსოფლიო ლიდერი

3-DigitalGlobe

ფუჯის მთის (იაპონია) ეს თანამგზავრული ფოტო კომპანია DigitalGlobe-ს ეკუთვნის, რომელიც 1993 წელს დაარსდა სახელწოდებით WorldView Imaging Corporation. კომპანიამ სახელი საბოლოოდ 2002 წელს შეიცვალა. DigitalGlobe პირველი კერძო ორგანიზაცია იყო, რომელსაც აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა თანამგზავრული სისტემის აგებისა და მართვის ლიცენზია მისცა. ლიცენზიის პირობებში ასევე შედიოდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც DigitalGlobe-ს ციფრული გადაღებისა და გაყიდვის უფლება მიენიჭა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში … Continue reading

ბილიარდის ისტორია

17-billiards-history

ბილიარდი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი – ეს თამაში თითქმის მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული. ბილიარდის ავტორობაზე პრეტენზიას რამდენიმე ქვეყანა აცხადებს და დღეს ძნელი დასადგენია, რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა ნამდვილი გამომგონებელი. არის ვერსია, რომ ბილიარდი, ჭადრაკის მსგავსად, ინდოეთში გამოიგონეს, ბლოკგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი კი ამტკიცებს, რომ ბილიარდის სამშობლო ჩინეთია, საიდანაც გენუელმა ვაჭრებმა ევროპაში აბრეშუმთან, დენთთან და კომპასთან … Continue reading

ინგლისის ულამაზესი სოფლების ათეული

inglisissoflebifriday8lamber

ინგლისი ცნობილია თავისი ულამაზესი სოფლებით, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს როგორც ტურისტებს, ისე ქალაქების მოსახლეობას შორის, რომლებიც სოფლებში ქალაქური ფუსფუსა, სტრესული ყოფისგან თავდასაღწევად და ულამაზესი ხედებით დასატკბობად  ჩადიან. საოცრად მომხიბლავი ძველებური სახლები მხოლოდ ინგლისური სოფლებისთვის დამახასიათებელი სახურავებით (Thatchedroofs – ჩალის/ლერწმის სახურავი), ულამაზესი, ყოველთვის კარგად მოვლილი ბაღები და ბოსტნები, უზარმაზარი ტყეები, მდინარეები, ტბები… მე პირადად იმდენად მომწონს ინგლისური … Continue reading

  • 2014 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2014

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2014

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2014

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 5,807 other followers