2014 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – რას გვპირდებიან ვარსკვლავები

January-2014ვერძი

2014 წლის იანვარი ვერძებისთვის საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი პერიოდი იქნება, ამიტომაც გულისყური უნდა მოიკრიბოთ და გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. პროფესიულ ასპარეზზეც დინამიური სიტუაცია გექნებათ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს პარტნიორებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მოუწევთ, როგორიცაა ერთობლივი ბიზნესის, უძრავი ქონების გაყოფა და ა.შ. გონივრული კომპრომისის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელი არ იქნება და საქმე შესაძლოა სასამართლო დარბაზამდეც მივიდეს. 2014 წლის იანვარი ვერძისთვის კონფლიქტური თვეა, არც თავად და არც მისი პარტნიორები დათმობებზე წასვლისთვის მზად არ არიან. კონფლიქტურმა სიტუაციებმა პიკს 15-17 იანვარს, სავსემთვარეობისას შეიძლება მიაღწიოს. არავინ იცის ვინ გაიმარჯვებს, ამიტომაც ვერძმა უკანდახევისთვის პლაცდარმი უნდა მოიმზადოს.  პროფესიულ სფეროში სირთულეების მიუხედავად, ვერძის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იანვრის თვეში მისი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

პირად ცხოვრებაში საქმე მარტივად არ იქნება. დაწყვილებული ვერძი მოულოდნელად პარტნიორის აგრესიისა და სიჯიუტის მსხვერპლად შეიძლება იქცეს. აქაც პრობლემა უძრავ ქონებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვეულებრივ, ვერძი ლოგიკითა და მოთმინებით არ გამოირჩევა. შესაძლოა მან ისეთი საიდუმლო გაიგოს, რაც შედეგად ნდობის დაკარგვას და ურთიერთობის გაწყვეტას მოიტანს. ასტროლოგები ვერძს ურჩევენ, წუთიერი იმპულსის გავლენის ქვეშ ნუ იმოქმედებს და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოს.

კურო

2014 წლის იანვარში კუროს მუდმივად პოზიციების დაცვა მოუწევს, თანაც ეს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც უნდა აკეთოს. ამისთვის ძალიან ბევრი ძალა და ენერგია დაჭირდება. იანვრის ბიზნეს-ჰოროსკოპი კუროსთვის ძალიან რთული იქნება და ამიტომ პროფესიული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ჯობს თვის მეორე ნახევრისთვის გადადოს. იანვარში ბევრი კონფლიქტი გელოდებათ, მათ შორის იურიდიული, რაც სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მცხოვრებ ბიზნეს პარტნიორებთან იქნება დაკავშირებული. ყველაზე რთული ამ კუთხით 14-17 იანვარია. ამ პერიოდში ერთგული მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა დაგჭირდებათ. ბიზნესმენი ან მენეჯერი კურო ამ თვეში დაქვემდებარებულთა მუშაობას უნდა დააკვირდეს, რიგითი მუშაკი კი – თანამშრომლებისას, რადგან მათგან უსიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. მივლინებები და ნებისმიერ სხვა სახის მგზავრობა ვერძმა სამომავლოდ უნდა გადადოს, რადგან ამ თვეში მათგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებს. 2014 წლის იანვარი მცდარი გადაწყვეტილებების მიღებისა და კონფლიქტების დროა, ამიტომ კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას, გარიგებებისა დადებასა და დოკუმენტებზე ხელმოწერას სამომავლოდ გადადებთ. იანვარი ფინანსური კუთხით მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. ფული, რომლის მიღებასაც ახლა ელოდით, თქვენს საფულეში მხოლოდ თებერვალში აღმოჩნდება.

2014 წლის პირველ თვეში რომანები და ოჯახური ურთიერთობები მეტ-ნაკლებად მშვიდ კალაპოტში იქნება. კუროს უახლოეს ნათესავებს შეიძლება  სერიოზული პრობლემები შეექმნათ და მისი დახმარება დასჭირდეთ, თანაც არა მხოლოდ მორალური, არამედ მატერიალურიც. შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს და მათი მხარდაჭერა თქვენთვის იყოს აუცილებელი. გარემოებები იანვრის თვეში იმდენად არაორდინალური იქნება, რომ კუროს ცნობილმა მოთმინებამაც შეიძლება ვერ გაუძლოს.

ტყუპები

2014 წლის იანვარი ტყუპებისთვის საკმაოდ რთული თვე იქნება, შესაძლებელია მძიმე ფინანსური პრობლემებიც შეექმნას. სულ მშრალზე რომ არ აღმოჩნდნენ, ამისთვის ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ და მასში არა მარტო საკუთარი, არამედ უახლოესი გარემოცვის ხარჯებიც შეიტანონ. იანვრის ბიზნეს ჰოროსკოპით, ეს პერიოდი ნაკლებად შეეფერება კარიერულ ზრდასთან დაკავშირებული გეგმების დაწყობას. თუ გინდათ შეცდომები არ დაუშვათ,  ნურავის დაეყრდნობით, განსაკუთრებით ფინანსურ დოკუმენტებში, მხოლოდ თვითდისციპლინასა და პირად პასუხისმგებლობას ენდეთ. პრობლემის მოგვარებაზე მუშაობისას არ უნდა იჩქაროთ, რადგან შესაძლოა გამოგრჩეთ მცირე დეტალი, რაც სამომავლოდ ცუდ შედეგებს მოიტანს. ნუ შეეწინააღმდეგებით შექმნილ გარემოებებს, კედელს თავით მაინც ვერ გაამტვრევთ. არც თქვენი ფინანსური მდგომარეობა იქნება მაინცდამაინც სახარბიელო იანვარში, ფული მიდის და უკან არ ბრუნდება. ზოგი კურო ძველ ვალს დააბრუნებს, ზოგს კი სწავლაში ან ახლობლების პრობლემების მოგვარებაში დაეხარჯება მნიშვნელოვანი თანხები. ბიზნესმენ კუროს ფული საქმის ხელშეწყობისთვის დასჭირდება და სავარაუდოდ, ეს ხარჯი დაგეგმილზე მეტიც იქნება.

არც სასიყვარულო ასპარეზზე განვითარდება მოვლენები მაინცდამაინც წარმატებულად. დაოჯახებულ კუროს ბავშვებთან ექნება პრობლემები, რომელთა მოგვარებაშიც ბევრი ენერგია დაეხარჯება. შეყვარებული კურო ხშირად წაეჩხუბება თავის რჩეულს, ზოგჯერ ეჭვიანობის, ზოგჯერ კი ფინანსური პრობლემების გამო. რა რთულიც უნდა იყოს, ეცადეთ სიმშვიდეს მოუხმოთ და სიტუაცია გააკონტროლოთ. ეს უმძიმესი თვე როგორმე უნდა გაძლოთ.

კირჩხიბი

ამ პერიოდისთვის დაწყობილი გეგმები შეიძლება ერთბაშად ჩამოიშალოს, ამიტომაც კირჩხიბმა გარშემომყოფებს უნდა მიაქციოს ყურადღება. განსაკუთრებით, თუ მათგან ნეგატიური დამოკიდებულების პრეცედენტები ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ იანვარი სადღესასწაულო თვეა და საქმიან სფეროშიც კი კონფლიქტები არ უნდა ხდებოდეს, თუ კირჩხიბი ხელმძღვანელობასთან ან საქმიან პარტნიორებთან უსიამოვნებას ახალ წლამდე არ ამოწურავს, იანვარში მისი მოულოდნელი გაგრძელების მოწმე და მონაწილე გახდება. კოლეგებს შორის კონკურენცია იმ ზომამდე შეიძლება გამძაფრდეს, რომ კირჩხიბმა სამუშაოს შეცვლა გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში საბოლოო და გადამწყვეტ ნაბიჯს კირჩხიბი მოგვიანებით, უფრო გაზაფხულის მიწურულს გადადგამს. მას ძველი მეგობრები თუ საქმიანი პარტნიორები მუდამ მხარში დაუდგებიან, ამიტომ მათთან კონტაქტები არასდროს უნდა გაწყვიტოს, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებზეა. ამ თვეში კირჩხიბის ხარჯები გაიზრდება, შემოსავალი კი პირიქით, მოიკლებს. თვის მეორე ნახევარი ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე პერიოდი იქნება, ამიტომ ჯობს ეკონომიას მიმართოთ. ყოველ შემთხვევაში, იმ თანხას მაინც ნუ გადააჭარბებთ, რაც თავიდან გქონდათ დაგეგმილი.

კირჩხიბს პრობლემები არც პირად ფრონტზე აუვლის გვერდს. თუ კირჩხიბს თავის რჩეულთან ურთიერთობა ცოტათი მაინც აქვს გაფუჭებული, განსაკუთრებით გაუჭირდება, რადგან სიტუაციის სადავეებს ბოლომდე დაკარგავს. ჩხუბები და კონფლიქტები სულ წვრილმანებზე დაიწყება და ბოლოს, განხეთქილებით შეიძლება დასრულდეს. ამიტომ თუ კირჩხიბი ურთიერთობის დასრულებას არ გეგმავს, ჯობს პარტნიორს შეუთანხმდეს და მცირე ხნით მაინც ერთმანეთისგან დაისვენონ. მეორე გამოსავალი კი საკუთარი ემოციების მკაცრ კალაპოტში მოქცევაა. თუ შვილები გყავთ, ეს ვითარების განმუხტვაში დაგეხმარებათ. მარტოხელა კირჩხიბმა კი 2014 წლის იანვარში შეიძლება ძველი ურთიერთობა აღადგინოს და თავი საკმაოდ კარგად იგრძნოს.

ლომი

2014 წლის იანვარი ლომისთვის ინტრიგებისა და კონკურენტული ბრძოლის თვე იქნება. თუ ლომს ბიზნესსა თუ სხვა სფეროებში ღირსეული ადგილის მოპოვება უნდა, ამისთვის მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს. ნუ დაუჯერებთ სხვის რჩევებს, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას მიენდეთ. იანვრის თვე საკმაოდ რთული იქნება. ბიზნესმენი ან მაღალი რგოლის მენეჯერი ლომი ზემდგომი ან სახელმწიფო ორგანოების გამადიდებელი შუშის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. 2014 წლის პირველ თვეში ლომმა მოულოდნელად უცხოელი პარტნიორების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება შეიძლება იგრძნოს. სანამ სიტუაციას და ამ დამოკიდებულების მიზეზებს ბოლომდე არ გაარკვევთ, მივლინებებისგან თავი შეიკავეთ, რადგან სასურველ შედეგებს მაინც ვერ მიიღებთ, შეიძლება პირიქითაც მოხდეს. საშუალო პოზიციაზე მომუშავე ლომიც თანამშომლების მხრიდან გულგრილობას იგრძნობს. ზოგიერთი თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს ხარჯავს, ამიტომ დაწინაურებას ტყუილად ნუ ელოდებით, პირიქით, სამსახურის შეცვლის სურვილიც კი შეიძლება გაგიჩნდეთ. თუმცა ახალ და უკეთეს სამსახურს უცებ ვერ იშოვით, ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ. აჯობებს ამ მძიმე სიტუაციაში ახლობელ და საყვარელ ადამიანებს დაეყრდნოთ. ლომის ფინანსური მდგომარეობაც არ იქნება შესაშური, განსაკუთრებით, თუ ყოველივე ზემოთქმულს გავითვალისწინებთ. მიუხედავად ამისა, გაკოტრება ლომს არ ემუქრება, თუ მაინცდამაინც გაუჭირდება, მშობლები ან მეგობრები დაეხმარებიან.

ლომის რომანტიკული ურთიერთობები იგივე ტემპსა და ფერებში გაგრძელდება. აი, მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა კი ჩხუბში შეიძლება გადაიზარდოს. გამორიცხული არაა, რომ რომელიმე ნათესავს თქვენი მორალური ან მატერიალური დახმარება დაჭირდეს, რადგან საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციაში ამოყოფს თავს

ქალწული

იანვარში ქალწულს ბევრი სირთულე ელოდება და ხშირ შემთხვევებში ეს მოულოდნელ მატერიალურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. პროფესიულ სფეროში თქვენთვის ხელსაყრელი გარემოებები არ შეიქმნება. 2014 წლის იანვარში ქალწულმა სხვისი იმედი არ უნდა იქონიოს, მეგობრები იქნებიან თუ მისი მფარველები მაღალი წრიდან – მათ შეიძლება გიღალატონ ან თქვენი ფინანსური ინტერესები გადაიკვეთოს. იყავით ყურადღებით, რათა თაღლითობის მსხვეპლი არ გახდეთ. ამ პერიოდში მხოლოდ ერთგულებაში გამოცდილ პარტნიორებს შეგიძლიათ დაეყრდნოთ. იანვარში ქალწულის ხარჯები ისეთი ქაოტური იქნება, რომ თავადაც ვერ გააცნობიერებს, ფულს რაში ხარჯავს.

დაწყვილებული ქალწული იმდენად ხშირად შეიძლება თავის რჩეულს ეჩხუბოს, რომ სიმშვიდე ორივეს სანატრელი გაუხდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება ჩხუბის მიზეზი, ფულის უკმარისობა თუ ფილოსოფიური დოქტრინები. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ საქმეს ყოველ ჯერზე ურთიერთობების გარჩევამდე მიიყვანთ, შეიძლება საყვარელი ადამიანი სულ დაკარგოთ. თუ მარტო დარჩენა არ გინდათ, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. დაოჯახებულ ქალწულს გაუგებრობები შვილებთან შეიძლება შეექმნას, ისინი უფრო მეტ ფულს მოითხოვენ, ვიდრე თქვენ გქონდათ გათვალისწინებული. ნათესავებთან კი, განსაკუთრებით დედ-მამასთან ქალწულს ამ თვეში პრობლემები არ ექნება, პირიქით, მათთან ურთიერთობა სარგებელსაც კი მოუტანს.

სასწორი

2014 წლის იანვარი სასწორისთვის საკმაოდ რთული თვე იქნება. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას, უბრალოდ დინებას მიყევით. მჩქეფარე პროფესიული ცხოვრების გასაჩაღებლად ეს პერიოდი მაინცდამაინც შესაფერისი არ არის. თავის როლს საახალწლო არდადეგებიც ითამაშებს, მაგრამ წარმატება ამ დროს თქვენს მხარეს არ იქნება. ბიზნესმენები შეიძლება საქმიან პარტნიორებს ეჩხუბონ, დაქირავებული თანამშრომლები კი – მენეჯერებს. ასტროლოგები ამ თვეში სასწორს გონების სიფხიზლის შენარჩუნებას და დიპლომატიის გამოჩენას ურჩევენ. საქმე ისაა, რომ მარსი იანვარში სასწორის ზოდიაქოშია, რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებულად ფეთქებადს ხდის, ამიტომ ჯობს ენას კბილი მაქსიმალურად დააჭიროთ. პროფესიულ ასპარეზზე დატრიალებული არეულობა სასწორის ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. შემოსავლები ჩვეული რეგულარულობით და რაოდენობით შემოვა.

იანვრის თვეში პირადი ცხოვრებაც, პროფესიულის მსგავსად, მშვიდი არ იქნება. მოხდება რაღაც მოულოდნელი, რაც სასწორის ურთიერთობას პარტნიორთან გააფუჭებს. ეს ეხება არა მხოლოდ ახლახანს შეყვარებულ, არამედ დაოჯახებულ სასწორსაც. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ დაწყებული ურთიერთობა უფრო უკეთ გაუძლებს დარტყმას, ვიდრე ცოტა გაუფერულებული ოჯახური იდილია, სადაც პრობლემები წლების განმავლობაშია დაგროვილი. იანვრის მოვლენები ამ ურთიერთობისთვის ბოლო წვეთი შეიძლება აღმოჩნდეს მოთმინების ფიალაში და საუბარი განქორწინებასა და ქონების გაყოფაზეც კი დაიწყოს. ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, როცა საქმე ურთიერთობების გარკვევაზე მიდგება.

მორიელი

იანვარი მორიელის ნიშნის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ უსიამოვნო პერიოდი იქნება. ზედიზედ წარმოიქმნება ისეთი სიტუაციები, რომლებშიც მორიელმა ორიენტირი შეიძლება დაკარგოს, ამიტომ თუ თქვენი გეგმები ოდნავ მაინც ეჭვს იწვევს, ჯობს მათ განხორციელებაზე დროებით უარი თქვათ. მორიელების პროფესიული ცხოვრება 2014 წლის იანვარში პრობლემებით იქნება სავსე. საკუთარი ბიზნესის მეპატრონეები და მენეჯერები სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ხშირი შემოწმების ობიექტად იქცევიან და შედეგები მაინცდამაინც სასიხარულო არ იქნება. ამიტომ ასტროლოგები მორიელს ურჩევენ, რომ დროულად მოაწესრიგონ მთელი დოკუმენტაცია და ანგარიშები. მნიშვნელოვანია დაქვემდებარებული თანამშრომლებიც გულდასმით აკონტროლოთ, რადგან მათმა ზედმეტმა დამოუკიდებელმა ქმედებებმა შეიძლება დაგაზარალონ. რიგითმა თანამშრომლებმაც ყურადღება უნდა მიაქციონ კოლეგებს, რომლებიც შესაძლოა მათ ზურგსუკან ინტრიგებს ხლართავდნენ. ამ თვეში მივლინებებში წასვლა არ ღირს, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ.  მართალია ამ თვეში მსხვილი შემოსავლები არ გელოდებათ, მაგრამ არც საგრძნობი ხარჯები გექნებათ.

მორიელის პირადი ცხოვრება მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. უფრო მეტიც, დიდი ხნის დაოჯახებულმა მორიელმა შეიძლება გრძნობების ახალი ძალით შემოტევა იგრძნოს და მეორე თაფლობის თვეც მოიწყოს. თუმცა პრობლემები გელოდებათ ნათესავებთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი, ეს ჩხუბი და დაპირისპირება იყოს, შესაძლოა მათ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ ან მოულოდნელად ფული დაჭირდეთ და დახმარების ხელის გაწვდა მოგიწიოთ.

მშვილდოსანი

2014 წლის იანვარში ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას – გააძლიერეთ იმუნიტეტი და ჩაიცვით ამინდის შესაბამისად. ამ პერიოდში საქმიან პარტნიორებთან აზრთა სხვადასხვაობა ან შესაძლოა კონფლიქტიც კი გქონდეთ. მიზეზი კი ფული იქნება. შესაძლოა, მშვილდოსანს ვინმემ ძველი ვალი გაახსენოს ან ფული უსიამოვნებაში მოხვედრილ მის მეგობარს ან კომპანიონს დაჭირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მოსალოდნელია კონფლიქტის წარმოშობა ერთ ადამიანთან ან ჯგუფთანაც კი, რაც დიდი ოდენობის თანხასთან ან მსხვილ ქონებასთან იქნება დაკავშირებული. პროფესიულ ასპარეზზე მშვილდოსანს დიდი გარღვევები არ ელოდება, ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ იანვარში, საახალწლო დღეების შემდეგ მუშაობა არავის ეხალისება. მათ შორის, თავად მშვილდოსანსაც. ამიტომ თუ იანვარში რაიმეს მიღწევა გინდათ, პირველ რიგში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ და სიტუაცია თავად გააკონტროლოთ. სავარაუდოდ, დიდი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ, მაგრამ ცხოვრებაში უშრომლად არაფერი მოდის. მით უფრო, რომ ფინანსური კუთხით ნორმალური პერიოდი გექნებათ. ხარჯი არ იქნება ცოტა, თუმცა შემოსავალიც საკმარისად შემოგივათ.

იანვარში მშვილდოსანს ახლობელი ადამიანების დახმარებისთვის საკმაო ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს. თქვენი მხარდაჭერა დაჭირდებათ შვილებს, ახლო ნათესავებს. დაწყვილებული მშვილდოსანი შეიძლება გარკვეული დროით თავის რჩეულს დაშორდეს. ამაში გასაკვირი არაფერია, ბოლო ხანებში ხომ სულ უფრო იოლად იწყებთ ერთმანეთთან კამათს და ჩხუბში გადადიხართ.  გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად ლაგდება, ამიტომ მოთმინება უნდა მოიკრიბოთ, სანამ შედარებით მშვიდი პერიოდი დადგება და ცხოვრება ისევ ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდება.

თხის რქა

იანვარში თხის რქას ენდომება სიტუაცია კონტროლზე აიყვანოს და ყველას საკუთარი წესები უკარნახოს. სამწუხაროდ, ეს შეიძლება არც გამოუვიდეს, ამიტომ ასტროლოგები მორიდებულად მოქცევას ურჩევენ. თხის რქა ამ პერიოდში შეიძლება სხვადასხვა სახის პროფესიულ კონფლიქტებში ჩარეული აღმოჩნდეს. ბიზნესმენმა და მენეჯერმა თხის რქამ შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ მისი კონკურენტები საეჭვოდ გააქტიურდნენ. შექმნილი სიტუაციის გასანეიტრალებლად ძველი მეგობრების დახმარება ან ახალი მფარველის მოძებნა დაგჭირდებათ, რომელიც საჭირო მომენტში მხარში დაგიდგებათ. სამწუხაროდ, ამ პრობლემების სწრაფად მოგვარებას ასტროლოგები იანვარში არ წინასწარმეტყველებენ, საჭიროა საქმეს ფრთხილად და თანმიმდევრულად მიუდგეთ. ამ თვეში თხის რქის ფინანსური მდგომარეობა შედარებით ნორმალურია. მსხვილ შემოსავლებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა შესაბამისად, არც მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა მოგიხდებათ.

თხის რქის პირადი ცხოვრება 2014 წლის იანვარში საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და მთავარი მოტივატორის როლს ცვლილებების სურვილი შეასრულებს. თხის რქას, რომელსაც პარტნიორი უკვე ყავს, ამ უკანასკნელისგან სიურპრიზი ელოდება, ხოლო რა ხასიათის იქნება სიურპრიზი, მათ წარსულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. შესაძლოა თხის რქა სერიოზულად დაფიქრდეს ურთიერთობის ლოგიკურ გაგრძელებაზე. დაოჯახებულ თხის რქას კი განქორწინებაზე ფიქრის დაწყება ელოდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ოჯახში მეგობრობა უკანასკნელ ადგილზეა. შესაძლოა ეს მეუღლის მხრიდან ღალატის გამო მოხდეს, ან სულაც იმიტომ, რომ ურთიერთობამ საკუთარი თავი ბოლომდე ამოწურა. განქორწინებას ან განშორებას ქონების გაყოფაზე დავა მოჰყვება და სიტუაციის დასარეგულირებლად თხის რქას მთელი მისი სიბრძნისა და მოთმინების გამოჩენა დაჭირდება. თუმცა წარმატება არც ამ შემთხვევაშია გარანტირებული. ვარსკვლავები თხის რქას სიტუაციის ფილოსოფიური სიმშვიდით მიღებას ურჩევენ.

მერწყული

მერწყულს 2014 წლის იანვარში ცხოვრებისეული შეხედულებების მნიშვნელოვანი ნაწილის გადახედვა მოუწევს. ზოგიერთ მოსაზრებაზე კი შესაძლოა სულაც უარი თქვას, რადგან დროს ფეხს უკვე ვეღარ უწყობს. მერწყული აღმოაჩენს, რომ მის ზურგს უკან ნამდვილი ინტრიგები იხლართება და ამ აღმოჩენამ შეიძლება ძალიან დააბნიოს. ბიზნესმენ მერწყულებს გაძლიერებული კონკურენციისა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გახშირებული შემოწმებების გაძლება მოუწევთ. რიგითი თანამშრომლები კი კოლეგებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდებიან. იმ ადამიანებმაც კი, ვისი იმედიც მერწყულს ყოველთვის ჰქონდა, ახლა შეიძლება მოლოდინი გაუცრუონ. ამიტომ აჯობებს სიტუაცია თავად გააკონტროლოთ, თვალი ადევნოთ მიმდინარე მოვლენებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ისე აკეთოთ თქვენი საქმე. უცხოელ პარტნიორებთან მომუშავე მერწყულს მათი საქციელი ცოტა უცნაურად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ნუ იღელვებთ, ყველაფერი მალე ჩადგება ჩვეულ კალაპოტში. მერწყულის ფინანსური მდგომარეობა იანვარში შეშფოთების საბაბს არ იძლევა. თუნდაც რაიმე სირთულე წარმოიქმნას, ის მალევე და მარტივად მოგვარდება.

ამ თვეში მერწყულის პირადი ცხოვრება საკმაოდ მშვიდი და მოკრძალებული იქნება. უფრო მეტიც, იანვარს მერწყული განმარტოებით გაატარებს, თუმცა ეს იძულებით მოხდება თუ მათივე ნებით – ჯერ გაურკვეველია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სრული სიმარტოვე მაინც არ ელით, ამ პერიოდს ისინი ოჯახის, ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში გაატარებენ. იანვარში უფრო მნიშვნელოვანი მერწყულის ჯანმრთელობაა, რადგან მისთვის ვირუსული ინფექციების ალბათობა მაღალია.

თევზები

იანვარი ცუდი დროა იმისთვის, რომ თევზები ახალ ნაცნობებს ენდონ და მათგან მოწოდებული საეჭვო იდეების განხორციელებას შეუდგნენ. საწინააღმდეგო შემთხვევაში, თევზები დიდხანს ინანებენ საკუთარ უგუნურებას. ამ თვეში თევზები მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. თუმცა შეიძლება საბედისწერო შეცდომა დაუშვან, თუ ზედმეტად დაეყრდნობიან ვინმეს, მაგალითად მეგობრის ან საქმიანი პარტნიორის დაპირებებს. როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი განზე გადგებიან, თევზები კი კატასტროფის წინაშე მარტონი დარჩებიან. ზოგიერთი თევზი ხანგრძლივ დავაში აღმოჩნდება ჩათრეული, ეს შეიძლება იყოს ძველი ვალების გადახდა ან საკუთრების გაყოფა. ფინანსური პრობლემები უახლოეს მეგობრებთანაც კი შეიძლება შეგექმნათ. მეორე მხრივ, 2014 წლის იანვარში თევზები სხვა ქვეყანაში მცხოვრებ მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან აღადგენენ ურთიერთობას, ან თავად წავლენ საზღვარგარეთ. იანვარში თევზების ხარჯები მის მიმდინარე შემოსავალს გადააჭარბებს. ეს შეეხება არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ ოჯახურ ხარჯებსაც.

თევზები, ვისაც პარტნიორი უკვე ჰყავს, იანვრის ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ იგი და მისი რჩეული სამყაროს სულ სხვადასხვანაირად ხედავენ, რაც მათ შორის მრავალ კამათსა და კონფლიქტს გამოიწვევს. საბოლოოდ კი ყველაფერი ურთიერთობის გაწყვეტითაც შეიძლება დამთავრდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ და მეგობრების მოცემულ რჩევებს ყური მაინდამაინც არ დაუგდოთ. დაოჯახებულ თევზებს კი შვილების ან ოჯახის სხვა წევრებისთვის საკმაოდ მოცულობითი ხარჯების გაწევა მოუხდებათ. სხვა პრობლემები პირად ცხოვრებაში იანვრის თვეში მოსალოდნელი არაა.

About these ads

Comments are closed.

  • 2014 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2014

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2014

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2014

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 10,976 other followers