აღმოსავლური ჰოროსკოპი 2014 – რას გვპირდება ცხენის წელიწადი

20142014 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ლურჯი ხის ცხენითაა წარმოდგენილი. გთავაზობთ აღმოსავლურ ჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვირთხა

2014 წელს ვირთხის წელში დაბადებულები ფრთხილად უნდა იყვნენ – ვირთხა და ცხენი ხომ ერთმანეთთან ენერგეტიკულ ანტაგონიზმში არიან. ამ წელს საჭიროა ვირთხამ ემოციები და სიტუაცია ზედმიწევნით აკონტროლოს. ჭკვიანსა და ანგარიშიან  ვირთხას აქვს შანსი თავნება ცხენი საკუთარ ინტერესებს დაუმორჩილოს.

2014 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ვირთხებს მიღებული ინფორმაციის სკურპულოზურად გადამოწმებას ურჩევს, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, ვინც ვირთხის დეზორიენტაციას დაისახავს მიზნად. ვირთხები უნდა ერიდონ კოლეგებსა და პარტნიორებს, ვინც მათთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას შეეცდება.

ვირთხა თავს კომფორტულად იგრძნობს კოლექტივში, სადაც სტატუსითა და უფლებებით თანაბარი ადამიანები იქნებიან შეკრებილნი. მისი შემოსავლები ამ წელიწადში საკმაოდ მაღალი იქნება. წლის პირველი ნახევარი ახალი საქმის წამოსაწყებად ან მსხვილი ინვესტიციების ჩასადებად ხელსაყრელი დრო არ არის, აჯობებს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები საშემოდგომოდ გადადოთ.

ვირთხისთვის ფიზიკურ სიახლოვეზე მნიშვნელოვანი სულიერი სიახლოვეა, ამიტომ ცხოვრების თანამგზავრის მონახვა გაუჭირდება. მათი ნაწილისთვის ეს წელი ურთიერთობის აღდგენის, ძველ სიყვარულთან შერიგების წელი იქნება. ვირთხებმა მეტი დრო უნდა გაატარონ ოჯახთან და მორალური მხარდაჭერა არც მეგობრებს მოაკლონ.

2014 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ვირთხებს ურჩევს პასიურობისა და აქტიურობის, დასვენებისა და მუშაობის პერიოდები ერთმანეთს შეუნაცვლონ. ცხენის სწრაფმა ტემპმა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური დაძაბულობის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, მელანქოლიისა და სიცარიელის შეტევებს მოიტანს. ამ წელს კარგი იქნება თუ მიხედავთ ქრონიკულ დაავადებებს, პროფილაქტიკას, დაიცავთ ზომიერ დიეტას და ვარჯიშსაც დაიწყებთ.

ხარი

ხარი თავისი სიზანტითა და მოუქნელობით წლის მფარველ ცხენს ხშირად შეაწუხებს. თუმცა ხარი მომთმენი და კეთილია, ამიტომ წესიერი ცხენის კეთილგანწყობის მოპოვებას საბოლოოდ მაინც შეძლებს. 2014 წლის ასტროპროგნოზით ხარს უჯობს უფრო ღია და გულწრფელი იყოს, რადგან მეტისმეტი თავშეკავებულობა ცხენმა შეიძლება გულგრილობად აღიქვას და მისადმი კეთილგანწყობაც უცებ გაუქრეს.

ხარი შინაგანი განცდებისკენაა მიდრეკილი, იგი საკუთარ დარდს არავის უზიარებს, მარტოობაში განიცდის და თავი ნევროზამდე და სტრესამდე მიყავს. 2014 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ხარს ფეხით მეტ სეირნობას ურჩევს და ასევე, აჯობებს თუ ხარი სტრესის მოსახსნელად ალკოჰოლს არ მიეძალება.

წელს ხარმა ახლობელი ადამიანების დახმარებით უნდა ისარგებლოს, მხოლოდ საკუთარი ძალებით კეთილდღეობის მოპოვება ძალიან გაუჭირდება. მისი შემოსავალი ცოტა სულაც არ იქნება, თუმცა შეიძლება ბევრი დაუგეგმავი ხარჯი გამოუჩნდეს. ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე რთული წლის ბოლო დეკადა იქნება. თუმცა მანამ, მაისიდან აგვისტომდე ხარი სერიოზულ შენაძენებს გააკეთებს.

ხარის ცხოვრებაში კარიერული ზრდა წლის ბოლოსაა მოსალოდნელი, თუმცა ეს მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს ეხებათ, ვინც შიშების განდევნას, ახალი ვალდებულებების აღებასა და მათ ხარისხიანად შესრულებას შეძლებს. სანამ შვებულებას დაგეგმავენ, ხარებმა დაწყებული საქმეები ბოლომდე უნდა მიიყვანონ, თორემ კონკურენტები მათ არყოფნაში საქმის გაფუჭებას ეცდებიან.

2014 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ხარებს სასიყვარულო რომანის გაბმის რამდენიმე სერიოზული შანსი მიეცემათ. ხარის ზედაპირული ქცევა მის პარტნიორებს ურთიერთობის სერიოზულად აღქმის საშუალებას არ მისცემს. დაოჯახებულ ხარებს შეიძლება გაუგებრობები შეექმნათ, რადგან ოჯახის წევრებს მათი ყურადღება და მხარდაჭერა აკლიათ.

ვეფხვი

2014 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ცხენი ვეფხვისადმი საკმაოდ კეთილგანწყობილია. მთლიანობაში, ვეფხვები ლიდერები არიან, 2014 წელს კი მათ საკუთარი თავი კონკურენტებზე სუსტი მოეჩვენებათ. ასეთ შეგრძნებებს თავი რომ აარიდოთ, აჯობებს ყველა თქვენი ქმედება წინასწარ დაგეგმოთ. კარიერული ზრდის წასახალისებლად ცხენი ხარებს განათლების გაღრმავებას ურჩევს. თებერვალში ან მარტში ზოგიერთ ხარს საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების შანსი მიეცემა.

ურთიერთობებში ბევრი უაზრო და წვრილმანი გაუგებრობა იქნება, რასაც დროულად თუ არ მიხედავთ, შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ზოგიერთი ვეფხვი დესტრუქციული ემოციების გავლენის ქვეშ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გაწყვეტს. ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში მათ წლის ბოლომდე მარტოობა ელოდებათ. მარტოხელა ვეფხვი მიხვდება, რატომ არის სასიყვარულო სამკუთხედი ცუდი, რადგან მას სიმპატიის ობიექტის ყურადღების მისაქცევად ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება მოუწევს.

ვეფხვის მატერიალური მდგომარეობა ამ წელს დამაკმაყოფილებელი იქნება. ფინანსური ჩავარდნები არ ემუქრება, უფრო მეტიც, შეუძლია ფული ეკონომიის გაწევის გარეშე ხარჯოს. თუმცა უნდა ახსოვდეს, რომ გაზაფხულის მიწურულს ვეფხვებისთვის რისკიანი პერიოდი დგება და ამ დროს გაკეთებული შენაძენი შესაძლოა წარუმატებელი გამოდგეს. ამიტომ აპრილისა და მაისის თვეებში მსხვილი ფინანსური ოპერაციების განხორციელებისგან ჯობს თავი შეიკავონ.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ვეფხვებმა ამ წელიწადში სწორად კვება უნდა დაიწყონ, რადგან კუჭ-ნაწლავის დაავადებების საფრთხე იმატებს. ასევე ვეფხვებს დეპრესიის სინდრომის განვითარებაც ემუქრებათ, რაც თავის მხრივ უძილობასა და გულის პრობლემებს გამოიწვევს.

კურდღელი

ცხენი კურდღლის ღირსებებით აღფრთოვანებულია, ამიტომაც მას ყოველთვის დაეხმარება. ხოლო თუ კურდღელი ცხენის მოსაწონად არ მოიქცევა, წლის მფარველი ჭკუას აუცილებლად ასწავლის.

2014  წლის აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად კურდღლის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ჯანმრთელობასთან პრობლემები არ ექნებათ. ისინი მშვიდად იცხოვრებენ და ერთადერთი პრობლემა ამ თვალსაზრისით ხშირი გაციება იქნება. თუმცა თუ ვიტამინებსა და შესაბამის სეზონზე თბილ ტანსაცმელს არ მოიკლებენ, ვირუსული ინფექციაც ვერ შეუქმნით დიდ დისკომფორტს.

ხის ცხენის წელიწადში კურდღელი შეიძლება თაღლითების მსხვერპლი გახდეს, ამიტომაც საეჭვო გარიგებებსა და ერთი შეხედვით ბრწყინვალე პროექტებში გარევას უნდა ერიდოს. ფულის დაბანდებისთვის საუკეთესო პერიოდი, ასტროლოგების ვარაუდით, სექტემბერია. აი, ნოემბერში ინვესტირებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. მთლიანობაში ამ წელიწადში კურდღლის შემოსავლები სტაბილური იქნება.

ზოგიერთი კურდღელი უფრო პრესტიჟულ სამსახურს იპოვის. შემოქმედ ადამიანებს ცხენი შთაგონებით აჯილდოვებს. საკუთარი შრომით კმაყოფილების პიკს კურდღლები ზაფხულში მიაღწევენ.

ცხენის წელიწადში კურდღლებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მხრიდან ყურადღება არ მოაკლდებათ. დაოჯახებული კურდღლებისთვის რეკომენდებულია ოჯახური დასვენება, რაც გაგრილებულ ურთიერთობებში სიახლეს შეიტანს და პარტნიორთან ფლირტის სურვილს გაუჩენთ.

დრაკონი

დრაკონს ცხენთან სულიერი სიახლოვე აკავშირებს, ამიტომაც წლის მფარველი მას დაცვასა და მხარდაჭერას არ მოაკლებს. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, დრაკონები ზედმეტ დატვირთვას უნდა მოერიდონ. ასევე პერიოდულად იარონ ექიმთან და ჩაიტარონ პროფილაქტიკური კვლევები, მიიღონ ვიტამინები და მინერალური კომპლექსები და მეტი ივარჯიშონ. დრაკონები ზაფხულში ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ამ პერიოდში მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა.

თუ დრაკონები გაზაფხულამდე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების ბოლომდე მიყვანას მოახერხებენ, უხვი შედეგების მკის დროც დადგება. ფინანსურ საქმეებში დრაკონებს მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა არ უნდა მოერიდოთ. ისინი რჩევებითა თუ მატერიალური კუთხით დახმარებისთვის მზად იქნებიან.

ზამთარი და გაზაფხული კარიერული თვალსაზრისით ახალს არაფერს მოიტანს. თუ დრაკონები სამსახურეობრივ მოვალეობებს კეთილსინდისიერად შეასრულებენ, სამსახურში პრობლემები არ შეექმნებათ. შემოდგომაზე დრაკონებს ახალი იდეები და გეგმები გაუჩნდებათ, რომელთა განხორციელებისთვის ბევრ ენერგიას დახარჯავენ და შედეგიც შესაბამისი იქნება.

დრაკონს ცხენის წელიწადი ბევრ ახალ, საინტერესო ნაცნობობას პირდება. თუმცა ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ადამიანი, ვინც ნამდვილად იმსახურებს მათ სიყვარულს, ამდენ გატაცებას შორის უყურადღებოდ არ დარჩეთ. დაოჯახებულ დრაკონს შეიძლება უსიამოვნებები შეექმნას ოჯახში, რის თავიდან ასარიდებლადაც არსებული პრობლემის მოგვარება ჩანასახშივე უნდა სცადოს, სანამ ის რაიმე დიდსა და სერიოზულში გადაიზრდება.

გველი

2014 წელს გველი თავისი სიბრძნითა და ეშმაკობით წლის მფარველის კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებს. თუმცა ზოგჯერ ცხენი გველის საქციელს უპრინციპოდ მიიჩნევს, ამიტომაც მის მოთოკვას შეეცდება.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, გველები 2014 წელს ჯანმრთელობას ყურადღებით უნდა მოეკიდონ. უბრალო ნაკაწრიც კი შეიძლება გაუმიზეზდეთ, თუ დროულად არ მიხედავენ. ნოემბერსა და დეკემბერში ტრავმების ალბათობა იმატებს. ასევე ამ პერიოდში გველებმა პროფილაქტიკისთვის გარკვეულ ზომებს უნდა მიმართონ.

ფინანსური კუთხით გველს შეუძლია მშვიდად იყოს, მისი შემოსავლები საკმარისი იქნება, რათა აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა ფული კაპრიზების შესასრულებლადაც დარჩეს. ამ წელიწადში რეკომენდებულია სახლში რემონტის გაკეთება ან მიტოვებული მშენებლობის განახლება. თუ გველს ფულის ინვესტირების შესახებ იდეები გაუჩნდება, ასტროლოგები მას ყურადღების გამახვილებას ურჩევენ, რათა თაღლითურ მახეში არ ამოყოს თავი. განსაკუთრებით სახიფათო პერიოდებია სექტემბერი და დეკემბერი. მსხვილი შენაძენების გაკეთებაც ზაფხულში ჯობს.

ზამთარში გველები შესანიშნავ ფორმაში იქნებიან, თუმცა შურიანი კოლეგებისგან ყველაფერს უნდა ელოდონ და ამიტომ მიმნდობობისა და გულუბრყვილობის გამოჩენა არ მართებთ, საწინააღმდეგო შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. აგვისტო შემოქმედი გველებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ზოგიერთი მათგანი საქმიანობის სფეროს გააფართოვებს ან სპეციალობას შეიცვლის.

2014 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, ამ წელიწადში გველებს ხანგრძლივი ურთიერთობის დაწყება და მით უფრო შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. ყველა პარტნიორი, რომელთანაც ამ პერიოდში ექნებათ ურთიერთობა, მოსაწყენად მოეჩვენებათ და ამიტომ მათ გვერდით დარჩენას თავად აღარ ისურვებენ. ზაფხულში გველებმა განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს უნდა დაუთმონ. დაოჯახებულმა გველებმა ნოემბერი ან დეკემბერი ოჯახურ დასვენებას უნდა მიუძღვნან, თუ უნდათ, რომ დაძაბული ოჯახური სიტუაცია განიმუხტოს.

ცხენი

აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, ცხენის წელიწადში დაბადებულები ამ წელს ეცდებიან ყველაფერი მოასწრონ და ყველგან იყვნენ. ისინი მეტისმეტად აქტიურები იქნებიან და გარშემომყოფებს საკუთარი მიღწევებით გააოცებენ.

ამ წელიწადში ცხენებმა ნერვები უნდა დაზოგონ, რადგან ჭარბი აქტიურობის შედეგად მორალურად შეიძლება გამოიფიტონ. ამიტომაც სასიცოცხლო ტონუსის საჭირო ნიშნულზე შენარჩუნებისთვის, დასასვენებლად საკმაო დრო უნდა გამოყონ. ნერვული დაძაბულობის გამო ცხენებს შეიძლება უძილობა და დეპრესია დაეწყოთ და მადაც დაეკარგოთ. ამ ყველაფრისგან მოგზაურობა და გარემოს შეცვლა დაიხსნით.

ცხენი 2014 წელს თაღლითების მსხვერპლად შეიძლება იქცეს, რომლებიც მას ძალიან საეჭვო ოპერაციაში ჩაითრევენ. ამ „თანამშრომლობის“ შედეგი სრული გაკოტრებაც კი შეიძლება იყოს, თუ ცხენი გონს დროულად არ მოეგება. შემოსავლების მატება 2014 წელს ცხენს მარტიდან ელოდება. გაზაფხული კარგი დროა მსხვილი შენაძენების გასაკეთებლად და სახლის რემონტისთვის.

ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი ცხენები დაქვემდებარებულებთან ურთიერთობის წარმატებით ორგანიზებას შეძლებენ. წარმატება ელოდებათ ამ წელიწადში შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენელ ცხენებსაც, რომლებიც ყველაზე არაორდინალური და თამამი იდეების განხორციელებას შეძლებენ. შემოდგომის თვეები კარიერული ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, ამიტომ იყავით მაქსიმალურად კეთილსინდისიერი, კორექტული და გონიერი.

ცხენს 2014 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბევრი ძალისა და დროის დახარჯვა მოუხდება, რის გამოც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ყურადღებას მოაკლებს, თუმცა ეს უკანასკნელნი, ისევ მათ საკეთილდღეოდ, უნდა ეცადონ ცხენის მუდმივ მოუცლელობას გაგებით შეხვდნენ.

თხა

2014 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, თხის რქები საკუთარი ჯანმრთელობის მისახედად ცხოვრების სტილს კარდინალურად შეცვლიან. ზოგი მათგანი დიეტას დაიცავს, ზოგი მოწევას დაანებებს თავს, ზოგიერთი კი ვარჯიშს დაიწყებს. ზამთრის პერიოდში თხებისთვის მაღალია ვირუსული ინფექციების გართულების ალბათობა, ამიტომაც ასტროლოგები გირჩევენ, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიმართოთ.

2014 წელს თხებს დაუგეგმავი ხარჯები ელოდებათ, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ცხენის წელიწადში ფულის სარგებლიანად დაბანდების შესაძლებლობაც შეიძლება მიეცეთ, თუმცა ამ პერიოდში ბევრი მუშაობა მოუხდებათ.

პროფესიულ ასპარეზზე თხებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ, თუმცა ყველა მათგანი სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, ზოგიერთმა მათგანმა, კოლეგებთან დაპირისპირების ან ხელმძღვანელთან უთანხმოების გამო, შეიძლება სამსახური შეიცვალოს. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ კი ყურებს ნუ ჩამოყრით, სამი თვეც არ იქნება გასული, რომ თქვენივე პროფესიით გაცილებით უკეთესი სამსახურის დაწყებას შეძლებთ და მანამდე კარგად დაისვენებთ.

2014 წელს თხებს არსებული ურთიერთობების შენარჩუნებისთვის დიდი ძალისხმევის გაღება დაჭირდებათ, განსაკუთრებით თუ უკვე ქორწინებაში არიან. თხის ნიშნის ქვეშ დაბადებულ მარტოხელებს კი ბედი მხოლოდ წლის ბოლოს გაუმართლებთ.

მაიმუნი

მაიმუნის ხასიათი ცხენის დიდ სიმპატიებს არ იწვევს, მისი კეთილგანწყობა მხოლოდ მაიმუნის სიხალისემ შეიძლება დაიმსახუროს. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მაიმუნებს 2014 წლის მაისში სერიოზული ტრავმის საფრთხე ელოდებათ, ასე რომ, ფრთხილად იყავით. შემოდგომაზე სასურველია პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. ამ წელიწადში მაიმუნებს სასტიკად ეკრძალებათ თვითმკურნალობა.

მაიმუნები ზოგადად მფლანგავი ხალხია, ვალის აღებასაც არასდროს ერიდებიან, თუმცა 2014 წელს ისინი გასაოცარ მომჭირნეობას გამოიჩენენ. ასეთი მიდგომა კი ძალიან სასიამოვნო შედეგებს მოიტანს. სტაბილური შემოსავლისა და კეთილსინდისიერი მუშაობის წყალობით მაიმუნები სრულ მატერიალურ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ.

უმუშევარ მაიმუნებს ასტროლოგები პირდებიან, რომ აპრილში ან მაისში აუცილებლად იშოვიან კარგ სამსახურს. მათი საქმე საინტერესოც იქნება და კარგად ანაზღაურებულიც. დასაქმებული მაიმუნები კი კარგ კომპანიონს შეხვდებიან, ვისთან ერთად მუშაობითაც მათი შემოსავალი ერთი ორად მოიმატებს. თუმცა კომპანიონის შერჩევისას სიფრთხილე მართებთ, აჯობებს თუ ჯერ მის წარსულს კარგად გამოიკვლევენ, რათა სამომავლოდ თაღლითის მახეში გაბმული არ აღმოჩნდნენ.

ცხენი 2014 წელს მაიმუნს ურთიერთობებში პატიოსნებასა და გულწრფელობას ურჩევს. პირველ რიგში, მაიმუნები თავიანთ მსოფლმხედველობაში უნდა გაერკვნენ. ზოგიერთი მაიმუნი გაწყვეტს ურთიერთობას, რომელშიც თავს შევიწროებულად და ზედმეტად გაკონტროლებულად გრძნობს. მარტოხელა მაიმუნები შეიძლება საკმაოდ არაორდინალურ ადამიანს შეხვდნენ, რომელთანაც გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობის დაწყება მოუნდებათ.

მამალი

მამალი და ცხენი საკმაოდ გვანან ერთმანეთს, ორივენი პატიოსნები, მიზანდასახულები და გულადები არიან, თუმცა მამალი უფრო ქედმაღალი და თავნებაა. ცხენი მის მოთოკვას შეეცდება და თუ მამალი თავის კუთვნილ ადგილს მორჩილად დაიკავებს, წლის მფარველისგან მხარდაჭერა არ მოაკლდება.

მამლებს ამ წელიწადში მივიწყებული დაავადებები შეიძლება გაუმწვავდეთ. კარგი იქნება, თუ გაზაფხულზე სრულ დიაგნოსტიკას ჩაიტარებენ, რათა სერიოზული ავადმყოფობა დროულად გამოავლინონ. სასურველია ამ წელიწადში ნაკლებად მიირთვან ცხარე, ცხიმიანი საჭმელი და ალკოჰოლი, საწინააღმდეგო შემთხვევაში ღვიძლის დაავადებების საფრთხე რეალობად ექცევათ.

მამალმა ასევე უნდა აკონტროლოს შესრულებული სამუშაოს მასშტაბები და ამა თუ იმ შენაძენის რეალური საჭიროება. ამ წელიწადში ფულის წარუმატებლად დაბანდების ალბათობა დიდია, ამიტომაც სანამ რაიმე ფინანსური ოპერაციის განხორციელებას შეუდგებით, კარგად დაითვალეთ და გაიაზრეთ ყველა შესაძლო ნიუანსი. მამლების ფინანსური სიტუაცია ნოემბრის თვეში გამოსწორდება.

ზოგჯერ სამსახური მამლის ხასიათზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, ძირითადად თანამშრომლებთან დაძაბული ურთიერთობის გამო. კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა ივლისამდე მაღალი იქნება. იანვრის თვეში შესაძლებელია დაპირისპირება ხელმძღვანელობასთან, რასაც სამსახურის საკუთარი ან მათი სურვილით დაკარგვა შეიძლება მოყვეს. ეცადეთ სამსახურიდან წამოსვლის სურვილს არ დაემორჩილოთ, რადგან ოქტომბერში სიტუაცია კვლავ ჩვეულ, მშვიდ კალაპოტში ჩადგება.

2014 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი მამლებს ოჯახის წევრებისადმი მეტი ნდობის გამოჩენას ურჩევს, რაც მათ კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს. ზაფხულში დასასვენებლად მხოლოდ მეუღლესთან ერთად უნდა წახვიდეთ, ეს თქვენი ურთიერთობის გაცივების შანსს ნულამდე დაიყვანს. მარტოხელა მამლები კი ამ წელიწადში პირად ცხოვრებაში მომხდარ ყველა  უსიამოვნებას სხვებს დააბრალებენ, რითიც თავს სიმარტოვისთვის გაწირავენ.

ძაღლი

2014 წლის მფარველი ცხენი ძაღლისადმი კეთილგანწყობილია, ეს უკანასკნელი ხომ წესიერი, უანგარო და ერთგული ადამიანია.

ამ წელიწადში ძაღლებმა მუშაობა და დასვენება გონივრულად უნდა შეანაცვლონ ერთმანეთს, თორემ აგვისტოს ბოლოსკენ ძალების სრული გამოფიტვა ემუქრებათ. თუ ორგანიზმს დასვენების საშუალებას არ მისცემთ, ზამთრის ინფექციების წინაშე დაუცველები დარჩებით. ამ წელიწადში რეკომენდებულია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, ვარჯიში და ვიტამინების კომპლექსის მიღება.

ძაღლი გულუხვია, ეკონომიისკენ მიდრეკილება ნაკლებად ახასიათებს, ძალიან უყვარს ახლობლებისთვის ძვირფასი საჩუქრების გაკეთება და ახალი შენაძენებით საკუთარი თავის განებივრებაც – ხასიათის ამ შტრიხმა 2014 წელს ის შეიძლება სერიოზულ ფინანსურ გასაჭირში ჩააგდოს, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში. ცხენს უნდა, რომ ძაღლის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ფულის ხარჯვისას უფრო ანგარიშიანები იყვნენ. მთელი 2014 წელი კაპიტალდაბანდებებისთვის სრულიად შეუფერებელი პერიოდია.

თუმცა შრომისმოყვარეობა ძაღლებს ახალი კარიერული სიმაღლეების დაპყრობის საშუალებას მისცემს. ასტროლოგები ძაღლებს ურჩევენ, რომ პასუხისმგებლობის არ შეეშინდეთ, თამამად დაიკავონ ხელმძღვანელი პოზიციები და კოლეგებსა და ზემდგომებს შორის თავიანთი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაამყარონ. ივნისის თვეში ძაღლი მაქსიმალურად კორექტული, კომპეტენტური და მობილიზებული უნდა იყოს, რათა დაწინაურების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას.

საწინააღმდეგო სქესის ყურადღება ძაღლებს ამ წელიწადში არ მოაკლდებათ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები ბოლოს და ბოლოს გათავისუფლდებიან ნაცრისფერი ერთფეროვნებისგან. დაოჯახებულ ძაღლებს კი დამაბნეველ სიტუაციაში მოხვედრა ემუქრებათ, თუ უბრალო მეგობრობას ფლირტისგან ვერ განასხვავებენ. გარდა ამისა, ძაღლებმა ნაკლებად უნდა აეჭვიანონ პარტნიორები, რათა ამ უკანასკნელთ მათი ურთიერთობის სიმყარის კვლავინდებურად სჯეროდეთ. აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, ძაღლებს სექტემბერში მშვიდი და პოზიტიური ოჯახური დასვენება ელოდებათ.

ღორი

ცხენს ძალიან მოსწონს ღორი, არ აღიზიანებს მისი ფეთქებადობა, უბრალოება და ერთგვარი ეგოიზმი, რადგან ამა თუ იმ ხარისხით ხასიათის აღნიშნული შტრიხები წლის მფარველს თავადაც ახასიათებს.

შემოდგომამდე ღორს ჯანმრთელობა არ უღალატებს, ამ პერიოდში კი მისთვის რეკომენდებულია პროფილაქტიური ღონისძიებები, რათა ცივ ზამთარს მომზადებული შეხვდნენ. ღორის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია ცხოვრების მჯდომარე წესი, ასე რომ, ვარჯიში ამ წელიწადში მაინც უნდა დაიწყოს.

ღორებმა ფული ეკონომიურად უნდა ხარჯონ, რადგან გაზაფხულზე ფინანსური არასტაბილურობა ელოდებათ, რაც მსხვილ შენაძენებთან იქნება დაკავშირებული. და თუ ამ პერიოდში დანაზოგი არ აღმოაჩნდათ, თავისუფალი სახსრების ნაკლებობის გადატანა გაუჭირდებათ. ამიტომაც ისეთ წვრილმანებზე მაინც არ უნდა დახარჯონ ფული, რაც ძალიან არ ჭირდებათ. შემოდგომაზე კი ლატარიაშიც შეიძლება გაუმართლოთ.

ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნის გახანგრძლივებამ თქვენს კარიერას შეიძლება საფრთხე შეუქმნას, რადგან ძველებულ რიტმში დაბრუნება გაგიჭირდებათ. შესაძლოა ამის გამო პერსპექტიული პროექტი ან მომგებიანი გარიგება ჩაგეშალოთ. 2014 წელს ღორის ნიშნის ქვეშ დაბადებულები კოლეგებისა და ხელმძღვანელობის თვალში ავტორიტეტს გაიმყარებენ. მათზე დიდი პასუხისმგებლობა იქნება დაკისრებული, რასაც შესანიშნავად გაართმევენ თავს და კარიერული ზრდისთვის წინაპირობას შეიქმნიან.

ღორები მზრუნველები და ყურადღებიანები იქნებიან, რასაც მათი პარტნიორები სათანადოდ დააფასებენ. დაოჯახებულ ღორებს ურთიერთობაში სრული ჰარმონია ელოდებათ. მარტოხელებს კი, ვისაც სერიოზული პარტნიორი უკვე ყავთ, ასტროლოგები ოჯახზე დაფიქრებას ურჩევენ.

About these ads
Comments
2 Responses to “აღმოსავლური ჰოროსკოპი 2014 – რას გვპირდება ცხენის წელიწადი”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] 2014 წლის მფარველ ცხენს ლამაზად გაწყობილ საახაწლო სუფრას […]

  2. […] 2014 წლის მფარველ ცხენს ლამაზად გაწყობილ საახაწლო სუფრას […]



  • 2014 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2014

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2014

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2014

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 11,275 other followers