ბაობაბი – ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უძველესი ხე

ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უძველესი ხეა.

ლეგენდის თანახმად, ღმერთმა ტორმა მის ბაღში ამოსული ბაობაბი შეიძულა, ამოთხარა და გადააგდო. ხე თავდაყირა დაეცა და მიუხედავად საკმაოდ წარუმატებელი დაცემისა, ზრდას განაგრძობდა. სხვა ლეგენდა გვიამბობს, რომ ახლადდარგული ბაობაბი ძალიან სწრაფად იზრდებოდა და ღმერთმა ამ ბობოქარი პროცესის შესაჩერებლად ის თავდაყირა გადარგო.

ბაობაბს ასაკის გამსაზღვრელი რგოლებიც კი არ აქვს – ამ ხეების ასაკის გამოსაანგარიშებლად მეცნიერები რადიონახშირბადის ანალიზით კმაყოფილდებიან.

19ბაობაბი 5-დან 30 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს და 7-11 მეტრიანი დიამეტრის ტანი ჰქონდეს.

1ყველაზე დიდ ბაობაბად  სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოში მდებარე ეგზემპლარი იყო მიჩნეული, რომლის სიმაღლეც 47 მეტრს აღწევს, ტანის დიამეტრი კი 16 მეტრს.

თუმცა ცოტა ხნის წინ ეს ხე ორ ნაწილად გაიხლიჩა და ამიტომ ყველაზე დიდი ბაობაბის წოდება  იმავე რეგიონში მდგომ სანდლენდს მიეკუთვნა. ამ ბაობაბის სიმაღლე 34 მეტრია, ხოლო დიამეტრი – 11 მ.

24ზომების გარდა ბაობაბი სანდლენდი ღირშესანიშნავია მის ფუღუროში მოწყობილი უჩვეულო რესტორნითაც, რომელიც დღესაც იღებს ტურისტებს. მეტი ინფორმაციისთვის ბაობაბი-რესტორნის შესახებ გადადით ამ ლინკზე.

20ბაობაბის რამდენიმე სახეობიდან ყველაზე საინტერესოა ბაობაბი-ჩაიდანი, რომელიც ძირითადად მადაგასკარის პეიზაჟს ამშვენებს.

18ის ბაობაბის ცალკე ჯიშად არ მიიჩნევა – მადაგასკარზე არსებული ექვსი სახის ბაობაბიდან ნებისმიერს შეუძლია ჩაიდნის თუ ბოთლის ფორმის მიღება. სავარაუდოდ ხე ასეთი ფორმის მიღებით წყლის მომარაგებაზე ზრუნავს.

8ამ ხეებს აფრიკელები ძალიან აფასებენ და პატივს სცემენ. გარდა იმისა, რომ ხის მასალის წყაროა, ბაობაბის ვარჯებს ხალხი მათ ხშირად საცხოვრებლად, ხორბლის ან წყლის შესანახად იყენებს. ბაობაბის ქერქისგან სათევზაო ბადეებს, ტომრებსა და ტანსაცმელსაც კი ამზადებენ. ქერქი ხშირად საჭმელადაც გამოიყენება.

10

22ბაობაბის ფოთლებისგან ტრადიციულად ამზადებენ საფუარს და საჭმელში ბოსტნეულის სახითაც იყენებენ. ბაობაბის ნაყოფისა და თესლის ჭამა  ადამიანებსაც შეუძლიათ და ცხოველებსაც.

15ბაობაბის ნაყოფის გამხმარი და წყალში არეული რბილობის გემო ლიმონათს წააგავს. თესლი გემოთი ტარტარის სოუსს გავს და C ვიტამინის უმდიდრესი წყაროა.

ბაობაბის სხვადასხვა ნაწილებისგან მზადდება საპონი, წებო, სამკაულები, რეზინი, წამლები, ქსოვილი და მრავალი სხვა ნივთი.

ბაობაბის ნაყოფი შიგნიდან ასე გამოიყურება:

6ბაობაბს საკმაოდ ლამაზი ყვავილი აქვს.

12ჩვენი პლანეტის სხვა საოცარი ხეების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გადადით ამ ლინკზე. მანამდე კი დაათვალიერეთ საოცარი ბაობაბის სხვა ფოტოები.

23 21 17 16 14 11 9 7 5 4 1 13

About these ads
Comments
One Response to “ბაობაბი – ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უძველესი ხე”
Trackbacks
Check out what others are saying...
  1. […] ბაობაბის ცალკე ჯიშად არ მიიჩნევა – […]



  • 2014 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • აღმოსავლური ჰოროსკოპი 2014

  • კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2014

  • სიყვარულის ჰოროსკოპი – 2014

  • მასტერკლასი: დეკორატიული ქილები

  • ადრენალინისთვის: ცაში გამოკიდებული აუზები

  • ყველაფერი დისნეილენდის შესახებ

  • სუპერჯიპი ENER-G-FORCE 2025

  • ევროპის რომანტიკული ოტელების ათეული

  • სენდვიჩ არტი FUNKY LUNCH-ისგან

  • საბავშვო ჭურჭელი: ტრანსპორტი თეფშებზე

  • იტალიური სალათი "კაპრეზე"

  • დები გოარდის რეალისტური ტორტები

  • განძის მაძიებლობის თვითმასწავლებელი

  • 3 მილიონად ღირებული სახლი ბორბლებზე

  • გლამურული ლოფტი ნიუ იორკში

  • მასტერკლასი: ექსკლუზიური საპონი

  • მალდივის კუნძულები: სასტუმრო ნავზე

  • ვანესა დუალიბის ფუდარტი

  • იდეები რომანტიკული საღამოსათვის

  • ქაფქეიქის იოლი რეცეპტი და გაფორმება

  • გამაოგნებელი სიმინდის ლაბირინთები

  • მარშმელოუს ისტორია და რეცეპტი

  • მარილის სასტუმრო ბოლივიაში

  • წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

  • გამჭვირვალე IPAD-ის კონცეფცია

  • ჰემლოფტი – საიდუმლო სახლი ხეზე

  • მდიდრული ვილა ლაგუნა ბიჩზე

  • ოცნების სახლი სიეტლის ტყეში

  • დუბაის საოცარი ბაღები

  • “ყოჩაღი სახლი” ბევერლი ჰილსზე

  • RALSTON AVENUE – რეზიდენცია კალიფორნიაში

  • ბრაზილია: არაჩვეულებრივი სახლი პლაჟზე

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 11,093 other followers